საინფორმაციო სააგენტო ინტერპრესნიუსი

ახალი ამბების ტელევიზია
Video Player is loading.
Current Time 0:00
Duration 0:00
Loaded: 0%
Stream Type LIVE
Remaining Time 0:00
 
1x
დღის სხვა სიახლეები
მარკო რუბიო - ისტორიული მიღწევა ევროატლანტიკური უსაფრთხოებისთვის - ბალტიისპირეთის ქვეყნებმა რუსეთთან ენერგეტიკული კავშირები გაწყვიტეს

ისტორიული მიღწევა ევროატლანტიკური უსაფრთხოებისთვის, ბალტიისპირეთის ქვეყნებმა რუსეთთან ენერგეტიკული კავშირები გაწყვიტეს, - ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო მდივანი, მარკო რუბიო სოციალურ პლატფორმა X-ზე წერს.

„ისტორიული მიღწევა ევროატლანტიკური უსაფრთხოებისთვის, რომელიც აშშ-ის ენერგეტიკის სექტორისთვის ახალ შესაძლებლობებს ხსნის: ბალტიისპირეთის ქვეყნებმა რუსეთთან ენერგეტიკული კავშირები გაწყვიტეს“, - წერს მარკო რუბიო.

მარკო რუბიო ესტონეთს, ლატვიასა და ლიეტუვას ევროპის ელექტრო სისტემასთან დაკავშირებას ულოცავს.

ცნობისთვის, ბალტიის ქვეყნები, ლიეტუვა, ლატვია და ესტონეთი გუშინ კონტინენტური ევროპის ელექტროგადამცემ ქსელს შეუერთდნენ. ლიეტუვამ, ესტონეთმა და ლატვიამ თავიანთი ელექტროსისტემები რუსეთის ელექტროქსელიდან 8 თებერვალს გათიშეს.

გიორგი კაჭარავა - უკრაინა-რუსეთის ომის დასასრულებლად დაწყებული პროცესი რუსეთის პირობებზე ვერ წარიმართება
ქართული პრესის მიმოხილვა 12.05.2025
„სილქ როუდ ჯგუფის“ პრესსამსახურის განცხადება