საინფორმაციო სააგენტო ინტერპრესნიუსი

ვოლოდიმირ ზელენსკი - ველით, რომ რუსეთი დაადასტურებს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებას ხვალიდან და უკრაინა მზად არის შეხვედრისთვის
-200 წუთის წინ
11.05.2025 / 12:18

ცეცხლის შეწყვეტა რუსეთსა და უკრაინას შორის მოლაპარაკებების დაწყების პირველი ნაბიჯი უნდა იყოს. ამის შესახებ უკრაინის

123456789101112131415161718
ბიზნესისა და ეკონომიკის სიახლეები
პროფილი
პაატა მანჯგალაძე
„სტრატეგია აღმაშენებლის“ გენერალური მდივანი
მამუკა ხაზარაძე
პოლიტიკური გაერთიანება „ძლიერი საქართველო - ლელო, ხალხისთვის, თავისუფლებისთვის“ ლიდერი
ბადრი ჯაფარიძე
„ლელო საქართველოსთვის“ პოლიტსაბჭოს თავმჯდომარე
ნიკა მელია
კოალიცია "ცვლილებებისთვის" ერთ-ერთი ლიდერი
207
პროფილი
ახალი ამბების ტელევიზია
Video Player is loading.
Current Time 0:00
Duration -:-:-
Loaded: 0.00%
Stream Type LIVE
Remaining Time -:-:-
 
1x
დღის სხვა სიახლეები
ირაკლი კობახიძე - „ოცნების ქალაქი“ უპრეცედენტო სოციალური პროექტია, რომელიც მიზნად სათანადო საცხოვრებელი პირობების შექმნას ისახავს - პროექტით 9 მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლი აშენდება, სადაც ბინას 1077 ოჯახი მიიღებს

„ოცნების ქალაქის“ პროექტი არ არის მხოლოდ საცხოვრებელი კორპუსები, ჩვენს თანამოქალაქეებს სჭირდებათ სრულფასოვანი საცხოვრებელი გარემო, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ ბათუმში განაცხადა, სადაც „ოცნების ქალაქის“ მშენებლობის საფუძვლის ჩაყრასთან დაკავშირებით სიმბოლური კაფსულის ჩაგდების ცერემონიაში მიიღო მონაწილეობა.

როგორც კობახიძემ განაცხადა, აღნიშნული პროექტი ბათუმის განვითარებისთვის მნიშვნელოვან წვლილს შეიტანს.

„ახალ ეტაპზე ასევე იგეგმება სკოლის, საბავშვო ბაღის, რეკრეაციული ზონების და სხვა ინფრასტრუქტურული ობიექტების მშენებლობა, რომლითაც თქვენ, ჩვენი თანამოქალაქეები ისარგებლებთ.

ეს პროექტი ასევე ბათუმის განვითარებაში შეიტანს ძალიან მნიშვნელოვან წვლილს, გაჩნდება ახალი საცხოვრებელი ფართები, სკოლა, ბაღი და სხვა ობიექტები. ეს ყველაფერი ხელს შეუწყობს ქალაქის ინფრასტრუქტურის გაუმჯობესებას და, რა თქმა უნდა, საბოლოო ჯამში, ეს ყველაფერი ხელს შეუწყობს ქალაქის ეკონომიკის განვითარებას, ახალი სამუშაო ადგილების შექმნას. ამ თვალსაზრისითაც არის ეს პროექტი მნიშვნელოვანი.

მინდა ვისარგებლო შემთხვევით და კიდევ ერთხელ მადლობა გადავუხადო ყველა იმ ადამიანს, რომელიც იყო ჩართული პროექტის პირველი ფაზის წარმატებით განხორციელებაში, მადლობა პროექტის ავტორებსა და არქიტექტორებს, რომელთა პროფესიონალიზმი აისახა ამ პროექტის წარმატებაში, ასევე, მადლობა მშენებლებს, ინჟინრებს, ტექნიკურ პერსონალს - ყველას, ვინც ძალისხმევა არ დაიშურა იმისათვის, რომ პროექტის პირველი ფაზა წარმატებით დასრულებულიყო. რა თქმა უნდა, განსაკუთრებული მადლობა კიდევ ერთხელ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ხელისუფლებას და დარწმუნებული ვარ, რომ პროექტის მეორე ფაზა ასეთივე წარმატებით განხორციელდება. ყველას მინდა მოგილოცოთ დღევანდელი დღე. 2028 წელს დასრულდება პროექტის მეორე ფაზა და ყველას წინასწარ გილოცავთ ამ მნიშვნელოვანი საქმის დაწყებას", - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

ასევე, ირაკლი კობახიძის თქმით, „ოცნების ქალაქი“ უპრეცედენტო სოციალური პროექტია, რომელიც მიზნად სათანადო საცხოვრებელი პირობების შექმნას ისახავს, აღნიშნული პროექტით 9 მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლი აშენდება, რომლითაც 1077 ოჯახი ბინას მიიღებს“.

„დღეს გვაქვს მნიშვნელოვანი, ისტორიული დღე. იწყება „ოცნების ქალაქის" მშენებლობის მეორე ეტაპი. ეს პროექტი არის ჩვენი სოციალური პოლიტიკის ერთ-ერთი გამორჩეული მიღწევა, რომელიც ადასტურებს, რომ ხელისუფლების ერთ-ერთი უმთავრესი პრიორიტეტი არის მოქალაქეებზე, ადამიანებზე ზრუნვა. „ოცნების ქალაქი“ უპრეცედენტო სოციალური პროექტია, რომელიც მიზნად ისახავს სათანადო საცხოვრებელი პირობების შექმნას ჩვენი თანამოქალაქეებისთვის, იმ ადამიანებისთვის, რომლებსაც წლების განმავლობაში მძიმე პირობებში უწევდათ და სამწუხაროდ, დღემდე უწევთ ცხოვრება. პირველი ეტაპი წარმატებით დასრულდა, აშენდა სამი 12-სართულიანი კორპუსი, სადაც უკვე 582 ოჯახი დაბინავდა, 800-მდე ბავშვს მიეცა შესაძლებლობა, გაიზარდოს ჯანსაღ და კომფორტულ გარემოში.

დღეს ვიწყებთ უკვე ამ პროექტის მეორე ეტაპს, რომელიც კიდევ უფრო მასშტაბური და ამბიციურია. ახალი გეგმის მიხედვით, 19 407 კვადრატულ მეტრ ფართობზე აშენდება 9 მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლი, რომელშიც 1077 ოჯახი მიიღებს ბინას. ახალი ბინები სრულად იქნება აღჭურვილი გაზმომარაგების, წყლის, წყალარინების და ყველა საჭირო მომსახურება იქნება უზრუნველყოფილი“,- განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

ავთანდილ წულაძე - სი ძინ პინმა მოსკოვში ჩასვლით წერტილი დაუსვა კისინჯერის თეორიის განხორციელების ტრამპისეულ მცდელობებს, რომლის მიზანი იყო ჩინეთისაგან რუსეთის ჩამოშორება და მისი ჩინეთთან დაპირისპირება
ქართული პრესის მიმოხილვა 08.05.2025
ELT GROUP-მა ბათუმში, ამერიკულ Wyndham Hotel Group-თან პარტნიორობით, რეგიონში პირველი LA QUINTA BY WYNDHAM-ის სასტუმრო გახსნა
„უძველესი სავაჭრო გზებიდან მომავლის ბაზრებამდე 2035“ – მადრიდში ესპანურ-ქართული ბიზნესალიანსის გრძელვადიანი ხედვის პრეზენტაცია გაიმართა
„მთავარია გჯეროდეს“  - თიბისის ახალი გზავნილი
m²-ისა და „ფუნდუკის“ თანამშრომლობა ყოველდღიური ცხოვრების სტილისთვის
BGA-ს დამფუძნებლები ნათია თურნავასგან „საქართველოს კაპიტალის“ და მისი ხელმძღვანელის ქმედებების შესწავლას ითხოვენ
„ვისოლის“ გათამაშებაში პირველი წყვილი ავტომობილი  BMW X1 გორში მოიგეს