საინფორმაციო სააგენტო ინტერპრესნიუსი

ახალი ამბების ტელევიზია
Video Player is loading.
Current Time 0:00
Duration -:-:-
Loaded: 0%
Stream Type LIVE
Remaining Time -:-:-
 
1x
დღის სხვა სიახლეები
მიხეილ ყაველაშვილი - „ქართულმა ოცნებამ“ მეცხრედ მოიგო არჩევნები, მოსახლეობის 80% მხარს უჭერს ევროინტეგრაციას - „ქართული ოცნება“ რომ რუსული მთავრობა იყოს როგორ იქნებოდა ეს ორი მოცემულობა თანხვედრაში?!

„ქართულმა ოცნებამ“ მეცხრედ მოიგო არჩევნები, ამასთანავე სოციოლოგიური გამოკითხვები აჩვენებს, რომ მოსახლეობის 80 პროცენტი მხარს უჭერს ევროინტეგრაციას. „ქართული ოცნება“ რომ რუსული მთავრობა იყოს და ევროინტეგრაციის წინააღმდეგ მოქმედებდეს, როგორ იქნებოდა ეს ორი მოცემულობა თანხვედრაში?! - ამის შესახებ საარჩევნო კოლეგიის მიერ პრეზიდენტის თანამდებობაზე არჩეულმა მიხეილ ყაველაშვილმა შვეიცარიულ გამოცემა Neue Zürcher Zeitung-თან ინტერვიუში განაცხადა.

როგორც ყაველაშვილმა აღნიშნა, საპროტესტო აქციების მონაწილეები არ წარმოადგენენ საქართველოს მოსახლეობის უმრავლესობას. მისივე თქმით, მიუხედავად ამისა, მათი აზრიც უნდა იქნას გათვალისწინებული, თუმცა გაუგებარია რას აპროტესტებენ ისინი.

„საქართველოს მოსახლეობის უმრავლესობას აქვს მთავრობის მიერ გადადგმული ნაბიჯების სრული გაგება. ის ვინც ქუჩაში გადის უმრავლესობას არ წარმოადგენს. გასაგებია, რომ ჩვენ ესეც უნდა გავითვალისწინოთ, თუმცა ისმის კითხვა, რას აპროტესტებენ ისინი? რატომ ახალი არჩევნები? არჩევნები უკვე ჩატარდა. თუ ახალი არჩევნები ჩატარდება და ეს პარტიები ისევ ვერ მოიგებენ, რა იქნება მაშინ?“ - აღნიშნა მიხეილ ყაველაშვილმა.

მანვე აღნიშნა, რომ ღირებულებები, რომელსაც საქართველო იცავს, თანხვედრაშია ტრამპის ღირებულებებთან და ეს იძლევა აშშ-სთან ახალი დასაწყისის იმედს.

„ტრამპი და მისი გუნდი ხშირად ამბობს, რომ მშვიდობა პრიორიტეტია. ასევე ღირებულებები, რომელსაც საქართველო იცავს, მაგალითად ტრადიციების დაცვა, თანხვედრაშია ტრამპის ღირებულებებთან. ეს გვაძლევს ჩვენ ახალი დასაწყისის იმედს. დაახლოებით იგივე მოხდება ევროპის შემთხვევაშიც. ყველა ქვეყანამ თავისი ინტერესები უნდა დაიცვას“, - განაცხადა მიხეილ ყაველაშვილმა.

ამასთან, მისივე თქმით, როცა ვინმეს განსხვავებული მოსაზრება აქვს და სიმართლეს ამბობს, ავტომატურად პრორუსს უწოდებენ ისე, რომ არ ხდება გააზრება.

"საქართველოში შვეიცარიის ყოფილმა ელჩმაც პრორუსი და ანტიდასავლელი პოლიტიკოსი მიწოდა. ეს ტერმინი საქართველოში მტკივნეულად აღიქმება, რადგან ჩვენს მეზობელს ჩვენი ტერიტორიების ნაწილი აქვს დაკავებული. როცა ვინმეს განსხვავებული მოსაზრება აქვს და სიმართლეს ამბობს, ავტომატურად პრორუსს უწოდებენ, ისე რომ არ ხდება გააზრება, ადამიანს როგორც მტერს ისე მოიხსენიებენ. მსგავსი კლიშეები წარსულს უნდა ჩაბარდეს", - განაცხადა ყაველაშვილმა.

ყაველაშვილის განცხადებით, ხელისუფლების სურვილია, რომ მშვიდობის პოლიტიკა რუსეთისთვისაც გასაგები გახდეს და საქართველო გეოგრაფიული მდებარეობის დამსახურებით ერთგვარი ხიდი იყოს.

„რუსეთმა დაიკავა საქართველოს ტერიტორიები, ჩვენ არ გვაქვს დიპლომატიური ურთიერთობები, მხოლოდ სავაჭრო. ჩვენთვის ცენტრალური ადგილი უჭირავს საქართველოს სამშვიდობო პოლიტიკას. ეს პრინციპი მოქმედებს ყველასთან მიმართებაში. ოკუპირებულ ტერიტორიებზე ცხოვრობენ აფხაზები და ოსები, ჩვენი დები და ძმები, რომლებიც ასწლეულების მანძილზე ჩვენთან თანაცხოვრობდნენ. მე ვფიქრობ, ეს ოკუპაცია მხოლოდ დროებითია, ჩვენ იმედი გვაქვს რომ შევძლებთ თანაცხოვრებას ერთიან, განვითარებულ საქართველოში. ეს მშვიდობის პოლიტიკა გვინდა რუსეთისთვისაც გასაგები გავხადოთ. ჩვენ არ გვინდა არა მხოლოდ დიდი სახელმწიფოების დაპირისპირების ველად ვიქცეთ, არამედ გვინდა ჩვენი გეოგრაფიული მდებარეობის დამსახურებით ერთგვარი ხიდი ვიყოთ,“ - განაცხადა მიხეილ ყაველაშვილმა.

ვიტალი ბალა - ევროპელებისგან ერთადერთი ყველაზე მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება შეიძლება იყოს ევროპის ტერიტორიაზე დაყადაღებული რუსი ოლიგარქების თანხების უკრაინისთვის გადაცემა
ქართული პრესის მიმოხილვა 24.02.2025
„ეფეს საქართველოს“ მსხვილი ბიზნესის კატეგორიაში ჯილდო 2 ნომინაციაში გადაეცა
როგორ გავიგოთ გვაწუხებს თუ არა ლაქტოზის აუტანლობა
„გორგია“ პირველი ქართული კომპანიაა, რომელმაც ერ-რიადში, Big 5 Construct Saudi-ის  სამშენებლო-სარემონტო გამოფენაზე მონაწილეობა მიიღო
კახა ოქრიაშვილი - დიახაც, არ იქნება სამართალი და სამართლიანი არჩევნები?! არ იქნება მშვიდობა!
ვაკის სპორტული კომპლექსი ერთადერთი სპორტულ-გამაჯანსაღებელი დაწესებულებაა, რომელმაც Med Award 2024-ის ჯილდო მოიპოვა
PSP-ში ფულადი ვაუჩერის აქცია დაიწყო
„ბრიტანულ-ქართული აკადემიის“ დამფუძნებლის ადვოკატი - ირაკლი გილაურის წარმომადგენელმა გიორგი კეთილაძემ ყალბი დოკუმენტების გამოყენებით მოიპოვა ნათია ჯანაშიას დირექტორობიდან გადაყენების უფლება - დიდი ალბათობით, ის პასუხისგებაში მიეცემა