საინფორმაციო სააგენტო ინტერპრესნიუსი

12345678910111213141516171819
Другие новости на сегодня
ირაკლი კობახიძე - ასეთ ვითარებაში, რასაც დღეს ვხედავთ, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში მუშაობას არავითარი აზრი არ აქვს - ჩვენი გადაწყვეტილება აბსოლუტურად უალტერნატივო იყო

ასეთ ვითარებაში, რასაც დღეს ვხედავთ, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში მუშაობას არავითარი აზრი არ აქვს - ჩვენი გადაწყვეტილება აბსოლუტურად უალტერნატივო იყო, - ასე გამოეხმაურა პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე „ქართული ოცნების“ წევრის, თეა წულუკიანის განცხადებას, რომ „ქართული ოცნება“ ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში მუშაობას წყვეტს

პრემიერის თქმით, თუ შეიცვლება დამოკიდებულება ქართველი ხალხის მიმართ, საქართველო დაბრუნდება ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში.

„ძალიან მნიშვნელოვანი იყო ის გადაწყვეტილება, რომელიც გამოაცხადა ქალბატონმა თეა წულუკიანმა დელეგაციის სახელით, ჩვენი გუნდის სახელით. რა თქმა უნდა, ეს გადაწყვეტილება იყო აბსოლუტურად უალტერნატივო, ბუნებრივია, ასეთ ვითარებაში ჩვენი დელეგაცია არ აპირებს მუშაობის გაგრძელებას ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში და დელეგაცია წყვეტს მუშაობას, მოხდება ამ დელეგაციის გამოწვევა საქართველოს პარლამენტის მიერ. თუ შეიცვლება დამოკიდებულება ქართველი ხალხის მიმართ და ჩვენი ქვეყნის მიმართ, ამ შემთხვევაში, ჩვენ, რა თქმა უნდა, დავბრუნდებით ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში. ასეთ ვითარებაში, რასაც დღეს ვხედავთ, იქ მუშაობას არავითარი აზრი არ აქვს. ეს არის საკმაოდ მარტივი საკითხი. რაიმე არსებითი მნიშვნელობა დღევანდელ გადაწყვეტილებას არ ჰქონდა ჩვენი ქვეყნისთვის, თუმცა აბსურდულობა არის ამ გადაწყვეტილების ასპექტი, რომელიც ანალიზს იმსახურებს“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ “იმედი ლაივში“.

ცნობისთვის, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეა საქართველოს მომდევნო თვეებში ახალი არჩევნების ჩატარებისკენ, პოლიტპატიმრების გათავისუფლებისა და ევროინტეგრაციის გზის გაგრძელებისკენ მოუწოდებს.

134 დეპუტატიდან რეზოლუციას 114-მა დაუჭირა მხარი, 13 წინააღმდეგ წავიდა, ხოლო 7-მა თავი შეიკავა.

აღნიშნული რეზოლუციის მიღების შემდეგ „ქართულმა ოცნებამ“ განაცხადა, რომ ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში მუშაობას წყვეტს.

როგორც თეა წულუკიანმა გადაწყვეტილების გაჟღერებისას განმარტა, დოკუმენტის „არაერთი დათქმა მიუღებელია, რადგან უსამართლო და საფუძველს მოკლებულია“.

ვახტანგ ძაბირაძე - სამწუხაროდ, არა ვარ დარწმუნებული, რომ აშშ-ს სენატის მიერ „მეგობარი აქტის“ მიღებაზე „ქართულ ოცნებას“ ადეკვატური რეაქცია ექნება
ქართული პრესის მიმოხილვა 05.05.2025
ყაზბეგში „ვინჩეროს“ ახალი ფილიალი გაიხსნა
სილქნეტი: წლის დასაწყისიდან „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდმა“ 144 ათასი ლარის მხარდაჭერა გაუწია დაჭრილ სამხედროებსა და ვეტერანებს