საინფორმაციო სააგენტო ინტერპრესნიუსი

ახალი ამბების ტელევიზია
Video Player is loading.
Current Time 0:00
Duration 0:00
Loaded: 0%
Stream Type LIVE
Remaining Time 0:00
 
1x
დღის სხვა სიახლეები
IBSU-ს საჯარო ადმინისტრაციებისა და სახელმწიფო მმართველობის პროგრამამ აკრედიტაცია მიიღო

შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის საჯარო ადმინისტრირებისა და სახელმწიფო მმართველობის ქართულენოვანმა სამწლიანმა საბაკალავრო პროგრამამ სრული აკრედიტაცია მიიღო.

შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის ცნობით, საჯარო ადმინისტრირებისა და სახელმწიფო მმართველობის საბაკალავრო პროგრამის მიზანია მისცეს სტუდენტებს თანამედროვე ცოდნა და სათანადო კვალიფიკაცია სხვადასხვა სახელმწიფო სტრუქტურის ფუნქციონირების სფეროში.

სწავლის პროცესში, განსაკუთრებით დიდი ყურადღება ეთმობა საჯარო ადმინისტრირების სფეროში არსებული თეორიული და პრაქტიკული საკითხების შესწავლას, სამთავრობო ინსტიტუტების საქმიანობის შესწავლას, საქართველოსა და საზღვარგარეთის ქვეყნებში შესაბამის სფეროში არსებული კანონმდებლობის დეტალურ ანალიზს, სხვადასხვა სახელმწიფო სტრუქტურის ფუნქციებს და ა.შ. ასევე, საჯარო მმართველობასთან დაკავშირებული ისტორიული, სამართლებრივი, პოლიტიკური, ეკონომიკური, ფსიქოლოგიური და სხვა ასპექტების დეტალურ ანალიზს. აღნიშნულ სფეროში საქმიანობა სტუდენტებს საშუალებას აძლევს, ჩამოყალიბდნენ თანამედროვე საჯარო მოხელეებად.

პატრიარქის სააღდგომო ეპისტოლე
ქართული პრესის მიმოხილვა 21.04.2025
სააღდგომო შეთავაზებები სილქნეტის მომხმარებლებისთვის