საინფორმაციო სააგენტო ინტერპრესნიუსი

ახალი ამბების ტელევიზია
Video Player is loading.
Current Time 0:00
Duration -:-:-
Loaded: 0%
Stream Type LIVE
Remaining Time -:-:-
 
1x
დღის სხვა სიახლეები
გიორგი ვაშაძე - მონიტორინგის კომიტეტის დასკვნაში 3 მნიშვნელოვანი პუნქტია: აპრილამდე დაინიშნოს ახალი არჩევნები, გათავისუფლდნენ პოლიტპატიმრები, მიეცეს პასუხისგებაში ის სამართალდამცავები, ვინც ფიზიკურად გაუსწორდა დემონსტრანტებს

სტრასბურგში კენჭი ეყრება საბოლოო რედაქციას, იმ დასკვნის, რომელიც მონიტორინგის კომიტეტმა მოამზადა საქართველოსთან მიმართებაში - ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ, რომ მაქსიმალური მხარდაჭერა ჰქონდეს პოზიციას, რომელიც ქართველი ხალხის ნებას ასახავს,- ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის” თავმჯდომარემ გიორგი ვაშაძემ განაცხადა.

მისი თქმით, PACE-ის მონიტორინგის კომიტეტის ასამბლეის დასკვნაში, საუბარია სამ მნიშვნელოვან საკითხზე, როგორებიცაა: აპრილამდე ახალი არჩევნების დანიშვნა, დაკავებული დემონსტრანტების გათავისუფლება და აქციის მონაწილეებზე განხორციელებულ ძალადობაზე, სამართალდამცველთა პასუხისგებაში მიცემა.

„სტრასბურგში, კენჭი ეყრება საბოლოო რედაქციას, იმ დასკვნის, რომელიც მონიტორინგის კომიტეტმა მოამზადა საქართველოსთან მიმართებაში. როგორც იცით, სამი ძალიან მნიშვნელოვანი პუნქტია დასკვნაში შესული - რომ აპრილამდე უნდა დაინიშნოს ახალი არჩევნები, რომ აპრილამდე უნდა გათავისუფლდნენ პოლიტპატიმრები და აპრილამდე უნდა მიეცეს პასუხისგებაში ის სამართალდამცავები, რომლებიც ფიზიკურად გაუსწორდნენ მშვიდობიან დემონსტრანტებს. შესაბამისად დღეს საბოლოო გადაწყვეტილებას ველოდებით, ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ, რომ მაქსიმალური მხარდაჭერა ჰქონდეს პოზიციას, რომელიც ქართველი ხალხის ნებას ასახავს და აუცილებლად ერთიანი ძალისხმევით გავიმარჯვებთ, ველოდებით საბოლოო შედეგს, რომელიც დღეს საღამოს იქნება ცნობილი“,- განაცხადა გიორგი ვაშაძემ.

ემილ ავდალიანი - აშშ-ის მხრიდან რუსეთთან პირდაპირი მოლაპარაკებების წამოწყება სხვა არაფერია თუ არა ყოფილ საბჭოთა სახელმწიფოებზე მოსკოვის გავლენის სფეროების აღიარება
ქართული პრესის მიმოხილვა 14.04.2025
საოფისე და კომერციული სივრცეები საბურთალოს უნიკალურ ლოკაციაზე - ახალი ბიზნეს შესაძლებლობები პროექტში „სიმეტრია ჯიქია“