This is a modal window.
Beginning of dialog window. Escape will cancel and close the window.
End of dialog window.
ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში (PACE) საქართველოს საპარლამენტო დელეგაციის უფლებამოსილების ცნობის საკითხი გასაჩივრებულია.
აღნიშნულ საკითხზე მონიტორინგისა და საპროცედურო კომიტეტები იმჯელებს. მათ მოსაზრება 24-საათის განმავლობაში უნდა წარადგინონ, რის შემდეგაც საკითხი კენჭისყრაზე გავა.
სცნობს თუ არა ასამბლეა ქართული დელეგაციის უფლებამოსილებას, 27-31 იანვრის სესიაზე გახდება ცნობილი.
საქართველოს დელეგაციის უფლებამოსილების ცნობა სადავო ევროპის სახალხო პარტიამ (EPP) გახადა. საკითხს 5 ქვეყნის დელეგაციიდან 30-ზე მეტმა წევრმა დაუჭირა მხარი.
ქართული დელეგაციისთვის უფლებამოსილების ცნობის საკითხი შვედმა დეპუტატმა ბორიანა ობერგმა დააყენა.
„საქართველოს პარლამენტი არის ერთპარტიული პარლამენტი - მხოლოდ „ქართული ოცნებით“. ივანიშვილის რეჟიმი ანადგურებს დემოკრატიულ წესრიგს საქართველოში. ამიტომაც ევროპის სახალხო პარტიის სახელით მოგმართავთ, მათ უფლებამოსილება შეუჩერდეთ, - განაცხადა ბორიანა ობერგმა.