საინფორმაციო სააგენტო ინტერპრესნიუსი

Другие новости на сегодня
ლევან სამუშია - თვითმარქვია რეჟიმის არაღიარება ცივილიზებული სამყაროს მიერ, ახალ არჩევნებს მოიტანს - ქართველ ხალხს აქვს აშშ-ის ორპარტიული მხარდაჭერა

მამუკა ხაზარაძეს, ბადრი ჯაფარიძეს და გრიგოლ გეგელიას აშშ-ში ჰქონდათ წარმოუდგენლად მაღალი დონის შეხვედრები - ხაზგასმითაა აღსანიშნი, რომ ქართველ ხალხს აქვს აშშ-ის მხარდაჭერა და ეს მხარდაჭერა არის ორპარტიული, - ამის შესახებ კოალიცია „ძლიერი საქართველოს“ წევრმა, ლევან სამუშიამ „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „360 გრადუსი“ განაცხადა.

ლევან სამუშიას შეფასებით, ხელისუფლების წევრებმა სანქციები თავიანთ თავს თავად გამოუწერეს, თავიანთი ქმედებებიდან გამომდინარე.

„ჩვენი პარტიის ლიდერები შეხვდნენ როგორც მმართველი პარტიის ანუ "რესპუბლიკური პარტიის", ასევე "დემოკრატიული პარტიის" კონგრესმენებს, სენატორებს. ასევე შეხვედრები ჰქონდათ სახელმწიფო დეპარტამენტში. ძალიან საიმედოა ეს ყველაფერი, რომ საქართველოს მოქალაქეების, ქართველი ხალხის ბრძოლა არ რჩება უყურადღებოდ. ეს არის უმნიშვნელოვანესი და ძალიან დიდ როლს თამაშობს ყოველდღიური და გაუჩერებელი აქციები.

გვახსოვს პრემიერად წოდებული, თვითმარქვია კობახიძის განცხადება, რომ 20 იანვრამდე აქციების გაგრძელება გამორიცხეთო. ისინი რუსულად აზროვნებენ, ამ ადამიანებს ვერ წარმოუდგენიათ, როგორ შეიძლება ადამიანმა იბრძოლოს თავისუფლებისთვის, თავისი ქვეყნის მომავლისთვის. ამათმა სანქციები თავიანთ თავს თავად გამოუწერეს, თავიანთი ქმედებებიდან გამომდინარე“, - განაცხადა ლევან სამუშიამ.

მისივე თქმით, ქვეყანაში ახალი არჩევნები გარდაუვალია.

„ჩვენ ვმუშაობთ ჩვენი ქვეყნის უკეთესი მომავლისათვის და ქვეყნის მაგისთანებისთვის. უმნიშვნელოვანესია, რასაც ჩვენი მოქალაქეები აკეთებენ. ეს ყველაფერი, ქვეყნის შიგნით საქართველოს მოქალაქეებისგან ამ რუსული, თვითმარქვია რეჟიმის არაღიარება ცივილიზებული სამყაროს მიერ, ჯამში მოიტანს ახალ არჩევნებს“, - განაცხადა ლევან სამუშიამ.

კორნელი კაკაჩია - აშშ-ს და ევროპას საქართველოსთან დაკავშირებით ტაიმ-აუტი აქვს აღებული, რითაც ივანიშვილს ქვეყნის საგარეო პოლიტიკის გადახედვის, შესაძლოა, ბოლო შანსი ეძლევა
ქართული პრესის მიმოხილვა 08.05.2025
„უძველესი სავაჭრო გზებიდან მომავლის ბაზრებამდე 2035“ – მადრიდში ესპანურ-ქართული ბიზნესალიანსის გრძელვადიანი ხედვის პრეზენტაცია გაიმართა
„მთავარია გჯეროდეს“  - თიბისის ახალი გზავნილი
m²-ისა და „ფუნდუკის“ თანამშრომლობა ყოველდღიური ცხოვრების სტილისთვის
BGA-ს დამფუძნებლები ნათია თურნავასგან „საქართველოს კაპიტალის“ და მისი ხელმძღვანელის ქმედებების შესწავლას ითხოვენ
„ვისოლის“ გათამაშებაში პირველი წყვილი ავტომობილი  BMW X1 გორში მოიგეს