საინფორმაციო სააგენტო ინტერპრესნიუსი

ახალი ამბების ტელევიზია
Video Player is loading.
Current Time 0:00
Duration 0:00
Loaded: 0%
Stream Type LIVE
Remaining Time 0:00
 
1x
დღის სხვა სიახლეები
ნოშიკო ნამორაძე - 12 წელია დაისვენა ქვეყანამ, არც ომში ხარ და არც უკრაინის სიტუაცია არ გვაქვს - ამ ქვეყნის აწიოკება გინდა? არ გამოგივა!

12 წელია დაისვენა ქვეყანამ, არც ომში ხარ და არც უკრაინის სიტუაცია არ გვაქვს - ამ ქვეყნის აწიოკება გინდა? არ გამოგივა! - ასე მიმართა “ვრ ჰოლდინგის” დამფუძნებელმა, ნოშიკო ნამორაძემ ჟურნალისტს პრემიერ-მინისტრთან დაგეგმილი შეხვედრის დაწყებამდე.

„12 წელია დაისვენა ქვეყანამ, არც ომში ხარ და არც უკრაინის სიტუაცია არ გვაქვს. მოგწონს, რაც უკრაინაში ხდება? უკრაინა მოგწონს? გეკითხები, მოგწონს უკრაინაში რაც ხდება? რა უქნეს ქვეყანას, ნახეთ? იგივე გინდა, რომ აქ იყოს? აწიოკება გინდა ამ ქვეყნის? არ გამოგივა,“ - განაცხადა მან.

ნამორაძემ საქართველოში მიმდინარე აქციების კომენტირებისას განაცხადა, რომ ძალადობის მომხრე არ არის, „მაგრამ ყველაფერს აქვს დასაწყისი და მიზანმიმართულობა“.

„ზუსტად ყველაფერი გამიზნულად მოხდა იმისათვის, რომ ახალგაზრდები საზარბაზნე ხორცად დაეტოვებინათ იქ. დატოვეს საზარბაზნე ხორცად... არ ვარ ძალადობის მომხრე, მაგრამ ყველაფერს აქვს დასაწყისი და ყველაფერს აქვს მიზანმიმართულობა. ახლა ავალ პრემიერთან. რომ ჩამოვალ, გეტყვით ჩემს სათქმელს,“ - განაცხადა ნამორაძემ.

პრემიერ-მინისტრი ბიზნესსექტორის წარმომადგენლებს ხვდება.

დავით ზურაბიშვილი - ჩვენ გვყავს ხელისუფლება, რომელსაც არ აქვს განცდა, რომ ქართული სახელმწიფოს ხელმძღვანელია
ქართული პრესის მიმოხილვა 15.05.2025
„სილქნეტის“ და „საქართველოს ბანკის“ ერთობლივი შეთავაზება sCool და Student ბარათის მფლობელებს