საინფორმაციო სააგენტო ინტერპრესნიუსი

აშშ-ის სააპელაციო სასამართლომ “რადიო თავისუფლების” დაფინანსების შეჩერების შესახებ გადაწყვეტილება გააუქმა
37 წუთის წინ
09.05.2025 / 00:12

აშშ-ის სააპელაციო სასამართლომ “რადიო თავისუფლებისთვის” გამოყოფილი თანხების შეჩერების შესახებ გადაწყვეტილება გააუქმა. ამის შესახებ ინფორმაციას “რადიო თავისუფლება” ავრცელებს.

12345678910111213141516171819202122
123456
ბიზნესისა და ეკონომიკის სიახლეები
პროფილი
ბიძინა ივანიშვილი
საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრი
ილია II
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი
207
პროფილი
ახალი ამბების ტელევიზია
Video Player is loading.
Current Time 0:01
Duration -:-:-
Loaded: 0.00%
Stream Type LIVE
Remaining Time -:-:-
 
1x
დღის სხვა სიახლეები
ალენ ბერსე - უდავოდ, ბიძინა ივანიშვილს აქვს გავლენა ქვეყანაში - თუმცა ყველა დაპირება, რაც მივიღეთ საბოლოოდ, მივიღეთ მთავრობისგან

ბიძინა ივანიშვილთან შეხვედრა ეხებოდა საქართველოში არსებულ სიტუაციას, მის განვითარებას ბოლო რამდენიმე კვირის განმავლობაში - ვისაუბრეთ, თუ რამდენად მნიშვნელოვანია საქართველოს ევროპულ ოჯახში ყოფნა და ის ვალდებულებები, რაც არსებობს - უდავოდ, ბიძინა ივანიშვილს აქვს გავლენა ქვეყანაში,- ამის შესახებ ევროსაბჭოს გენერალურმა მდივანმა, ალენ ბერსემ „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარესთან, ბიძინა ივანიშვილთან შეხვედრის შესახებ დასმული კითხვის საპასუხოდ განაცხადა.

მან ასევე, უპასუხა კითხვას, მიიღო თუ არა ბიძინა ივანიშვილისგან დაპირება დაკავებულების გათავისუფლების შესახებ, რაზეც ბერსემ აღნიშნა, რომ „ამ ელემენტებზე მასთან მოლაპარაკება არ მიწარმოებია“.

„ოთხშაბათს იყო შეხვედრა ბიძინა ივანიშვილთან. შეხვედრა ეხებოდა იმავე ელემენტებს, რასაც სხვა შეხვედრები. ანუ, საქართველოში არსებულ სიტუაციას, მის განვითარებას ბოლო რამდენიმე კვირის განმავლობაში. ვისაუბრეთ, თუ რამდენად მნიშვნელოვანია საქართველოს ევროპულ ოჯახში ყოფნა და ის ვალდებულებები, რაც არსებობს. ასევე, რეალობა და ყველა მხარის პასუხისმგებლობა, მათ შორის, ჩვენი - ევროპის საბჭოსი, რომ ვიმუშაოთ ყველა წევრ სახელმწიფოსთან, რათა საქართველომ ევროპულ გზაზე სიარული გააგრძელოს. ეს იყო მთავარი თემატიკა ჩვენი საუბრის. რა თქმა უნდა, გარკვეული კითხვის ნიშნები არსებობს. ეს არის დემოკრატიის, კანონის უზენაესობის, ადამიანის უფლებების დაცვის და ბატონ ივანიშვილთანაც სწორედ, ამ კონტექსტში გვქონდა საუბარი.

როდესაც ჩვენ ვსაუბრობთ მაგალითად, სამუშაო ჯგუფზე, რომელიც იმუშავებს კანონში შესატან ცვლილებებზე, ეს სახელმწიფო წარმომადგენლებთან იყო განხილული, რომლებიც სახელმწიფო მოხელეების როლში არიან. ასევე, იმავე ეხება სხვა ელემენტების განხორციელებასაც - მესიჯს, რომელიც ჩვენ გავაჟღერეთ, დაპირებებს, რომლებიც მივიღეთ. მნიშვნელოვანია, გავიაზროთ, რომ ყველამ თავისი როლი უნდა შეასრულოს. მე ჩემს როლს ვასრულებ იმიტომ, რომ მე, როგორც ევროპული საბჭოს გენერალურ მდივანს, ვალდებულება მაქვს, ეს ჩემი როლია. ამიტომ, რაღაც ინსტიტუციებს თავისი სახელი უნდა დავარქვათ და ისე უნდა აღვიქვათ. ეს ნიშნავს იმას, რომ ყველა ელემენტი რაც განვიხილეთ, ყველა დაპირება, რაც მივიღეთ საბოლოოდ, მივიღეთ მთავრობისგან. ეს ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანი იყო და ეს იყო ჩემი ვიზიტის აუცილებელი მიზანი - დავრჩენილიყავი იმდენ ხანს, რომ მომცემოდა შესაძლებლობა, შევხვედროდი ყველას, ვინც ჩემთან შეხვედრას დათანხმდა.

ასევე, შემიძლია გითხრათ, რომ ამ ელემენტებზე ბატონ ივანიშვილთან მოლაპარაკებები არ მიწარმოებია. სრული პატივისცემით, ეს ყველაფერი თავის ადგილას, შესაბამის უწყებებში უნდა გაკეთდეს“,- განაცხადა ევროსაბჭოს გენერალურმა მდივანმა.

რაც შეეხება კითხვას, ვის ინტერესში იყო „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარესთან შეხვედრასთან დაკავშირებით, ბერსემ აღნიშნა, რომ ყველას უნდა შეხვდე, ვისაც „სათქმელი და გავლენა აქვს“.

„ჩვენ გვაქვს პოლიტიკური მოწყობები, ორგანიზაციები და ა.შ. თუმცა საბოლოოდ, აუცილებლად უნდა შეხვდე ყველას, ვისაც რაიმე სათქმელი და გავლენა აქვს. რა თქმა უნდა, უდავოდ, ბიძინა ივანიშვილს აქვს გავლენა ქვეყანაში. ამ ბოლო დროს, საუბარი შედგა მაკრონსა და ივანიშვილს შორისაც. ეს მნიშვნელოვანი კომუნიკაცია იყო და რადგანაც აქ ვიყავი ფიზიკურად, ჩავთვალე, მნიშვნელოვანი იქნებოდა ყველა მხარესთან კომუნიკაცია, მათ შორის ბიძინა ივანიშვილთან. ეს ყველაფერი ძალიან პრაგმატულია. თუ შენ გინდა, რომ წინ გადადგა ნაბიჯები განსაკუთრებით, ქვეყნისთვის ასეთ მძიმე სიტუაციის დროს, ასეთი კლიმატის პირობებში, როდესაც ეს ყველაფერი სავსეა ძალადობით, დემონსტრაციებით და ა.შ, ძალიან მნიშვნელოვანია დაელაპარაკო ყველას და არ იყო ჩაციკლული ტიტულებზე, წოდებებზე და იმაზე, თუ ვინ რა პოზიციაზეა“, - განაცხადა ალენ ბერსემ.

კორნელი კაკაჩია - აშშ-ს და ევროპას საქართველოსთან დაკავშირებით ტაიმ-აუტი აქვს აღებული, რითაც ივანიშვილს ქვეყნის საგარეო პოლიტიკის გადახედვის, შესაძლოა, ბოლო შანსი ეძლევა
ქართული პრესის მიმოხილვა 08.05.2025
აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტში ახალი სახელმძღვანელოს „რომის სამართლის საფუძვლები“ პრეზენტაცია გაიმართა
ყაზბეგში „ვინჩეროს“ ახალი ფილიალი გაიხსნა
სილქნეტი: წლის დასაწყისიდან „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდმა“ 144 ათასი ლარის მხარდაჭერა გაუწია დაჭრილ სამხედროებსა და ვეტერანებს