საინფორმაციო სააგენტო ინტერპრესნიუსი

დიმიტრი მედვედევი - ევროპელი იდიოტები ბირთვული კონფლიქტის საფრთხის დონეს არ აღიარებენ
-176 წუთის წინ
08.04.2025 / 11:43

ევროპა არ აღიარებს, რომ ბირთვული კონფლიქტის საფრთხემ უმაღლეს დონეს მიაღწია, - ამის შესახებ რუსეთის უშიშროების საბჭოს

1234567891011121314151617
ბიზნესისა და ეკონომიკის სიახლეები
პროფილი
ირაკლი ფავლენიშვილი
„ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის” გენერალური მდივნის მოადგილე
ალუდა ღუდუშაური
პარლამენტის წევრი
თეა წულუკიანი
პარლამენტის ვიცე-სპიკერი
207
პროფილი
ახალი ამბების ტელევიზია
Video Player is loading.
Current Time 0:04
Duration -:-:-
Loaded: 0.00%
Stream Type LIVE
Remaining Time -:-:-
 
1x
დღის სხვა სიახლეები
ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტი - მოვუწოდებთ საქართველოს ხელისუფლებას, დაუყოვნებლივ მიიღოს ზომები სამოქალაქო საზოგადოების, მედიისა და პოლიტიკური ოპოზიციის დევნის შეწყვეტის მიზნით

ღრმად შეშფოთებულები ვართ საქართველოში არსებული ვითარებით იმის გათვალისწინებით, რომ არსებობს ძალადობა საქართველოს მოქალაქეების მიმართ, რომლებიც სარგებლობენ მათი ძირითადი უფლებებით , - ამის შესახებ ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის დემოკრატიის, ადამიანის უფლებათა და ჰუმანიტარულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ლუსი პოტიჩკოვასა და კომიტეტის მომხსენებელ კარინა ოდებრინკის განცხადებაშია აღნიშნული.

ლუსი პოტიჩკოვა და კარინა ოდებრინკი საქართველოში მიმდინარე „საპროტესტო აქციებისა და ძალადობის შესახებ მუდმივი ცნობების ფონზე“ საქართველოს ხელისუფლებას კიდევ ერთხელ მოუწოდებენ, დაიცვას შეკრებისა და გამოხატვის ძირითადი თავისუფლებები.

„ჩვენ ღრმად შეშფოთებულები ვართ არსებული ვითარებით იმის გათვალისწინებით, რომ არსებობს ძალადობა საქართველოს მოქალაქეების მიმართ, რომლებიც სარგებლობენ მათი ძირითადი უფლებებით. მოვუწოდებთ საქართველოს ხელისუფლებას დაუყოვნებლივ მიიღოს ზომები სამოქალაქო საზოგადოების, მედიისა და პოლიტიკური ოპოზიციის დევნის შეწყვეტის მიზნით. შეშფოთებულები ვართ მომიტინგეების წინააღმდეგ ძალის არაპროპორციული გამოყენების შესახებ ცნობების გამო, ასევე ოპოზიციური ხმებისა და მედიის წარმომადგენლების მიმართ მიზანმიმართული ძალადობისა და დევნის გამო. ძირითადი უფლებები, მათ შორის მშვიდობიანი შეკრების თავისუფლება, გაერთიანების თავისუფლება და გამოხატვის თავისუფლება, დაცული უნდა იყოს საქართველოს კონსტიტუციისა და ეუთოს ვალდებულებების შესაბამისად. ეუთოს საპარლამენტო ასამბლეა მოწოდებულია, მხარი დაუჭიროს ქართველი ხალხის დემოკრატიულ მისწრაფებებს, როგორც ეს ნათქვამია ბუქარესტის დეკლარაციის შესაბამის პუნქტებში“, - აღნიშნულია განცხადებაში.

ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის ხელმძღვანელი და კომიტეტის მომხსენებელი აცხადებენ, რომ მომიტინგეების წინააღმდეგ გადაჭარბებული ძალის გამოყენება და განურჩეველი ძალის გამოყენება წარმოადგენს მშვიდობიანი შეკრების უფლების სერიოზულ დარღვევას.

„ჩვენ მტკიცედ ვიმეორებთ, რომ სამართალდამცავების მიერ მომიტინგეების წინააღმდეგ გადაჭარბებული ძალის გამოყენება და განურჩეველი ძალის გამოყენება წარმოადგენს მშვიდობიანი შეკრების უფლების სერიოზულ დარღვევას. ხელისუფლებამ უნდა უზრუნველყოს, რომ ყველა სამართალდამცავი ორგანო პატივს სცემდეს ამ ფუნდამენტურ პრინციპებს, ასევე დაუყოვნებლივ და საფუძვლიანად გამოიძიოს ნებისმიერი ინციდენტი და ბრალდებები აქციის მონაწილეების მიმართ ძალის გადამეტებული ან არასათანადო ქმედებების შესახებ როგორც ამას საქართველოს სახალხო დამცველი ითხოვს. ვიზიარებთ ეუთოს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებათა ოფისის მიერ გამოთქმულ შეშფოთებას ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების, „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის“ კანონის ამოქმედებისა და საპროტესტო აქციების დროს პოლიციის მიერ ძალის გადამეტებული გამოყენების შემდეგ. ჩვენ ასევე სრულად ვუჭერთ მხარს „ეუთოს სამეულის“ - მალტა, ჩრდილოეთ მაკედონია და ფინეთი - 13 დეკემბრის განცხადებას, რომელიც მოუწოდებს საქართველოს ხელისუფლებას გამოიყენოს სხვადასხვა ინსტრუმენტი და ექსპერტული ცოდნა, რომელსაც ეუთო და მისი ინსტიტუტები შესთავაზებენ“, - აღნიშნულია განცხადებაში

ადამიანის უფლებათა კომიტეტის ხელმძღვანელი და მომხსენებელი იმეორებენ სამხრეთ კავკასიაში ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის სპეციალური წარმომადგენლის, ლუის გრაჩას მოწოდებას, რომ ყველა მხარე ჩაერთოს კონსტრუქციულ და ღია დიალოგში.

ლევან ალაფიშვილი - ცესკო-ს თავმჯდომარემ მიიღო გადაწყვეტილება, რომლითაც არჩევნებზე დაკვირვება, უბრალოდ შეუძლებელია
ქართული პრესის მიმოხილვა 07.04.2025
ჰარვარდის უნივერსიტეტი კავკასიის უნივერსიტეტთან თანამშრომლობით აღმასრულებელი ლიდერობის პროგრამას იწყებს
სილქნეტი „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ იანვარი-მარტის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
რეალური თუ ყალბი QLED ტელევიზორები? Samsung-ის კონკურენტი ჩინური კომპანიები სამართლებრივ დავაში აღმოჩნდნენ