საინფორმაციო სააგენტო ინტერპრესნიუსი

ავჭალაში, კორპუსის ლიფტის შახტში ჩავარდნის შედეგად 13 წლის ბიჭი გარდაიცვალა
-73 წუთის წინ
12.04.2025 / 23:58

ავჭალის დასახლებაში, ლიფტის შახტში 13 წლის ბიჭი ჩავარდა. არსებული ინფორმაციით, უბედური შემთხვევა ე.წ ტიტანიკის სახელით

1234567891011121314151617181920
1234567
ბიზნესისა და ეკონომიკის სიახლეები
პროფილი
გიორგი გახარია
ყოფილი პრემიერ-მინისტრი, პარტია "გახარია საქართველოსთვის" თავმჯდომარე
ირაკლი კობახიძე
საქართველოს პრემიერ-მინისტრი
მიხეილ სააკაშვილი
საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი
ბიძინა ივანიშვილი
საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრი
207
პროფილი
ახალი ამბების ტელევიზია
Video Player is loading.
Current Time 0:00
Duration -:-:-
Loaded: 0%
Stream Type LIVE
Remaining Time -:-:-
 
1x
დღის სხვა სიახლეები
მამუკა მდინარაძე - ამასობაში, მაკრონს „შემოეღიარა“ საქართველოს მთავრობა

შეიძლება ადამიანს მოგეჩვენოს და მხოლოდ მოჩვენებითი არ იქნება ეს ამბავი, რომ მისი ზარის გადასაფარად იყო ნათხოვნი მაკრონისადმი, რომ ასეთი განცხადება გაკეთებულიყო, რადგან წინა დღემ მთლიანად ჩამოშალა ოპოზიცია, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა მამუკა მდინარაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, რითაც ქართველი ხალხისადმი საფრანგეთის პრეზიდენტის ემანუელ მაკრონის მიმართვას გამოეხმაურა.

მდინარაძის თქმით, „ამასობაში მაკრონსაც შემოეღიარა საქართველოს მთავრობა.

„მე გამახსენდა ჰელსინკის კომისიის ლანძღვა ბაიდენის ადმინისტრაციის მიმართ მხოლოდ იმის გამო, რომ კი მკაცრად გააკრიტიკა ბაიდენის ადმინისტრაციამ საქართველოს მთავრობა, მაგრამ ამით ლეგიტიმაცია მისცაო. მაკრონსაც შემოეღიარა საქართველოს მთავრობა ამასობაში, რადგან მთავრობის მეთაურის იმ განცხადებაზე საუბრობს, რომელიც არ არსებობს ბუნებაში იმ ფორმით, როგორც გვაკრიტიკებენ.

ასევე, შეიძლება ადამიანს მოგეჩვენოს და მხოლოდ მოჩვენებითი არ იქნება ეს ამბავი, რომ მისი ზარის გადასაფარად იყო ნათხოვნი მაკრონისადმი, რომ ასეთი განცხადება გაკეთებულიყო, რადგან წინა დღემ მთლიანად ჩამოშალა ოპოზიცია, როდესაც საპატიო თავმჯდომარეს თავისი ინიციატივით დაუკავშირდა პრეზიდენტი მაკრონი და ამან დიდი კრიტიკა, ვნებათაღელვა გამოიწვია ქართულ ოპოზიციაში. იქით ამუნათებდნენ ჯერ ჰერჩინსკის შემდეგ მაკრონს. ისე არიან თავისი პატრონებით გათამამებულები ნებისმიერს გალანძღავენ, ვინც კი ოდნავ შეიძლება თითქოს რაღაც ლეგიტიმაცია მისცეს საქართველოს ხელისუფლებას, რომელსაც ლეგიტიმაციას რეალურად ქართველი ხალხი აძლევს - ამ შენთხვევაში მისი უმრავლესობა, მილიონ 120 ათასი ადამიანის სახით და 300 ათასი ადამიანის ხმის გაყალბებას თუ არ ჩავთვლით, ეს ლეგიტიმაცია აბსოლუტურად მყარია. მაგრამ 300 ათასი ხმა თუ გაყალბდა და ჩელიაბინსკში გავიღვიძეთ, მაშინ ცოტა პრობლემები იქნება - რა თქმა უნდა, ხუმრობით“, - განაცხადა მდინარაძემ.

ცნობისთვის, საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა ქართველი ხალხისადმი მიმართვა გაავრცელა, სადაც ამბობს, რომ საქართველოს ევროპული ოცნება არ უნდა ჩაქრეს! მისივე თქმით, საქართველოს კონსტიტუციაში ჩაწერილი ქართველი ხალხის ევროპული მისწრაფებების ღალატი არ შეიძლება.

საქართველოში საფრანგეთის საელჩოს გავრცელებულ ამ მიმართვაში მაკრონი აღნიშნავს, რომ ევროკავშირი არ ავალდებულებს - ევროპა სთავაზობს თანასწორი პარტნიორობის გზის დასახვით, ევროპა არ აშინებს, არ იყენებს მუქარას, არ ცდილობს ქაოსის დათესვას, მეზობლების დესტაბილიზაციას ან დამორჩილებას ომითა და ჰიბრიდული საშუალებებით. მაკრონი ამბობს იმასაც, რომ ევროკავშირი არ კარნახობს, რა არის ეროვნული ინტერესი.

მარინა ჩიტაშვილი - ვერ ვხედავ ისეთ პოლიტიკურ აქტივობას, რომ ჩემს ქვეყანაში ავტორიტარიზმი არ გაფორმდეს
ლევან ლორთქიფანიძე - „ქართული ოცნების“ განზრახვაა, 21-ე საუკუნეში ანდროპოვისა და ჩერნენკოს დროინდელი წესრიგის, სახელმწიფო აპარატისა და უშიშროების მარწუხებში მოქცეული, კორუფციაში ჩამხრჩვალი ავტორიტარიზმის განმტკიცება
ქართული პრესის მიმოხილვა 10.04.2025
თიბისი კონცეპტის მრავალფეროვანი სააღდგომო შეთავაზებები
ტერაბანკი და „შაინ ენერჯი“ მზის ელექტროსადგურების მშენებლობის მსურველებს მწვანე სესხს სთავაზობენ
თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური მიმოხილვა გამოაქვეყნა: აშშ-ის ტარიფები: ლარის კურსზე უფრო ნეიტრალური, ხოლო ზრდაზე ზომიერად უარყოფითი
Cashback-ის და Visa-ს სააღდგომო აქცია ლიბერთის მომხმარებლებისთვის
„თბილისის ბრიტანული საერთაშორისო სკოლის“ დამფუძნებელი ნათია ჯანაშია სკოლის თანამშრომლებს ღია წერილით მიმართავს
ბათუმში უძრავ ქონებაში ინვესტიცია: რა ქმნის რეალურ შემოსავალს?
trivo - ციფრული გადაწყვეტა საგადასახადო რისკების უკეთესად მართვისთვის
PSP ფარმას GDP სტანდარტთან შესაბამისობის სერტიფიკატი მეორედ მიენიჭა