საინფორმაციო სააგენტო ინტერპრესნიუსი

ახალი ამბების ტელევიზია
Video Player is loading.
Current Time 0:00
Duration -:-:-
Loaded: 0%
Stream Type LIVE
Remaining Time -:-:-
 
1x
დღის სხვა სიახლეები
მამუკა მდინარაძე - ევროკავშირის ელჩმა თქვა, რომ 16-17 დეკემბერია თარიღები, როცა ვიღაცებმა უნდა სცადონ საქართველოს დასჯა - დავასწარით და არეულობის რესურსი ასჯერ შევუმცირეთ

დღეს ევროკავშირის ელჩმა თქვა, რომ 16-17 დეკემბერია თარიღები, როცა ვიღაცებმა უნდა სცადონ საქართველოს დასჯა. გარკვეულწილად, ამის პრევენცია და ასჯერ სერიოზული შიდა არეულობის პრევენცია მოვახდინეთ გადაწყვეტილებით, რაც მივიღეთ წინსწრებით, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა, მამუკა მდინარაძემ უმრავლესობის სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა.

მამუკა მდინარაძის განცხადებით, ხელისუფლების გადაწყვეტილებამ, რომ 2028 წლამდე ევროკავშირთან მოლაპარაკებების გახსნის საკითხი დღის წესრიგში არ დადგება, ოპოზიციას „არეულობის რესურსი ასჯერ შეუმცირა“.

„ზუსტად ეს დავაზღვიეთ ჩვენი გადაწყვეტილებით მათ შორის იმ ადამიანების საყურადღებოდ, რომლებიც ამბობდნენ, რად გინდოდათ? დავასწარით და მათ არეულობის რესურსი ასჯერ შევუმცირეთ. ეს შეიძლება პირობითი ნათქვამია, მაგრამ ერთიორად ნამდვილად შევუმცირეთ. თუ ჩვენ ახლა ტურბულენტობა 3-4 ბალის მივიღეთ, ორჯერ მეტი ტურბულენტობა შეიძლება ყოფილიყო და ორჯერ მეტად მომზადებულები შეხვდებოდნენ ამ თარიღებს ის ადამიანები, რომლებიც თავადაც აღიარებენ, რისთვისაც ემზადებოდნენ. ისინი ფიქრობდნენ, რომ ახალ წლამდე უნდა გაეკეთებინათ ისეთ რამ, რაც ხელისუფლებას ამოაყირავებდა“, - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

ცნობისთვის, საქართველოში ევროკავშირის ელჩმა, პაველ ჰერჩინსკიმ განაცხადა, რომ „ის, რაც საქართველოში ხდება აშკარად ითხოვს სანქციებს და ვიცი, რომ უკვე მიმდინარეობს მუშაობა სანქციების მოსამზადებლად“.

ვახტანგ ძაბირაძე - სამწუხაროდ, არა ვარ დარწმუნებული, რომ აშშ-ს სენატის მიერ „მეგობარი აქტის“ მიღებაზე „ქართულ ოცნებას“ ადეკვატური რეაქცია ექნება
ქართული პრესის მიმოხილვა 05.05.2025
ყაზბეგში „ვინჩეროს“ ახალი ფილიალი გაიხსნა
სილქნეტი: წლის დასაწყისიდან „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდმა“ 144 ათასი ლარის მხარდაჭერა გაუწია დაჭრილ სამხედროებსა და ვეტერანებს