საინფორმაციო სააგენტო ინტერპრესნიუსი

12345678910111213141516171819
Другие новости на сегодня
ანა ნაცვლიშვილი - სანქციების პოლიტიკა გაგრძელდება და ქვეყნების სია გაფართოვდება, ეს შეუქცევადია

სანქციების პოლიტიკა გაგრძელდება და ქვეყნების სია გაფართოვდება, ეს შეუქცევადია, - ასე აფასებს „ძლიერი საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერი, ანა ნაცვლიშვილი უკრაინის მხრიდან „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილისა და „ქართული ოცნების“ სხვა ლიდერების დასანქცირებას.

ანა ნაცვლიშვილს სახელმწიფოსთვის უმნიშვნელოვანესად მიაჩნია ივანიშვილი და მისი რეჟიმი გასამართლდეს დამოუკიდებელი და სამართლიანი ქართული მართლმსაჯულების მიერ.

„რუსეთთან ომში მყოფმა უკრაინამ სანქციები დაადო ივანიშვილს და მისი კრიმინალური დაჯგუფების წევრებს! ეს არის უმნიშვნელოვანესი გზავნილი ცივილიზებული მსოფლიოსთვის და დასტური იმისა, რომ ქართველ ხალხს და ქართული სახელმწიფოს დამოუკიდებლობას ბიძინა კი არა, რუსეთი უპირისპირდება ბიძინას ხელით. სანქციების პოლიტიკა გაგრძელდება და ქვეყნების სია გაფართოვდება, ეს შეუქცევადია. რა თქმა უნდა, მოძალადე რეჟიმის დასანქცირება მეგობარი და პარტნიორი სახელმწიფოების მიერ მნიშვნელოვანი მხარდაჭერის აქტია მებრძოლი და თავისუფალი ქართველი ხალხის მიმართ, მაგრამ აქვე ვიტყვი - როდესაც საამისო პირობები პრაქტიკაში შეიქმნება, და აუცილებლად შეიქმნება, სახელმწიფოსთვის უმნიშვნელოვანესად მიმაჩნია ივანიშვილი და მისი რეჟიმი გასამართლდეს დამოუკიდებელი და სამართლიანი ქართული მართლმსაჯულების მიერ!“,-წერს ნაცვლიშვილი სოციალურ ქსელში.

ცნობისთვის, უკრაინამ სანქციები დაუწესა ბიძინა ივანიშვილს და კიდევ 18 პირს, რომელთა შორის არიან: კახა კალაძე, ირაკლი კობახიძე, გრიგოლ ლილუაშვილი, ვახტანგ გომელაური, მამუკა მდინარაძე და ირაკლი ქარსელაძე.

დავით ზურაბიშვილი - ჩვენ გვყავს ხელისუფლება, რომელსაც არ აქვს განცდა, რომ ქართული სახელმწიფოს ხელმძღვანელია
ქართული პრესის მიმოხილვა 15.05.2025
„სილქნეტის“ და „საქართველოს ბანკის“ ერთობლივი შეთავაზება sCool და Student ბარათის მფლობელებს