საინფორმაციო სააგენტო ინტერპრესნიუსი

Parents of persons arrested during protests holding a rally near High School of Justice, where a conference of judges is to be held
-3 minutes ago
03.05.2025 / 11:26

The parents of those detained at the protests are holding a rally near the High School of Justice, where the judges' conference is to be held.

123456789101112
(adsbygoogle = window.adsbygoogle || []).push({});
Profile
Bidzina Ivanishvili
Former PM of Georgia
Tina Bokuchava
United National Movement faction chairwoman
Mikheil Saakashvili
Former President of Georgia
Tea Tsulukiani
Vice Prime Minister, Minister of Culture, Sports and Youth of Georgia
57
Profile
Other news for today
გიორგი მარგველაშვილი - "დააშინე, გატეხე და დაჩაგრე", ეს არის სტრატეგია, რომელიც ამ დაჯგუფებამ აირჩია - ეს არ არის ხელისუფლება, უბრალოდ, შეიარაღებული ძალა ჰყავთ, რითაც აკონტროლებენ რამდენიმე ქუჩას და შენობას ქალაქში

შორს არ მგონია მომენტი, როდესაც შეიძლება აღმოაჩინონ, რომ "სანტა-კლაუსი" რომელიღაც ოფისში იმალება. ალბათ, ის იქნება დასავლეთის და ომის პარტიის აგენტი. აი, ეს ვითარებაა , - ამის შესახებ „ძლიერი საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა, გიორგი მარგველაშვილმა განაცხადა, რითაც ოპოზიციური პარტიების ოფისებში ჩხრეკის ფაქტებს და ქვეყანაში ბოლო დღეებში განვითარებული მოვლენები შეაფასა.

როგორც მან „პალიტრანიუსის“ გადაცემაში “360 გრადუსი“ განაცხადა, „ქართული ოცნება“ მარცხისკენ მიმართულ ტაქტიკას იყენებს, ხოლო მის მოქმედებას თან სდევს კომიკურობა, რაც აჩვენებს, რომ მისი ხელისუფლებაში ყოფნა ფარსია.

უფრო მეტიც, ყოფილი პრეზიდენტის შეფასებით, "ქართულ ოცნება" დღეს არ წარმოადგენს ხელისუფლებას - "უბრალოდ, ჰყავთ შეიარაღებული ძალა, რითაც ქალაქში რამდენიმე ქუჩას და შენობას აკონტროლებენ".

„ ერთი იდეოლოგიური ქარგია და შინაარსი შემდეგია: დააშინე, გატეხე და დაჩაგრე! - ეს არის ერთ-ერთი ვერსია, სტრატეგია, რომელიც ამ დაჯგუფებამ, ძალადობრივმა ჯგუფმა აირჩია. მათ შეეძლოთ სხვა სტრატეგია აერჩიათ, არის ბევრი სხვადასხვა ვარიანტი: „გათიშე და იბატონე“, „გაწელე“ და ა.შ. ჩვენდა საბედნიეროდ მობილურობა, ლავირულობა, ინტუიცია, ჩვენს მოწინააღმდეგეს არ ჰყოფნის. "დაჩაგრე და გატეხე" - ეს გამოიხატება ყველაზე ნათლად იმ ძალადობრივი ქმედებების დროს, როდესაც აქტივისტების წამება ხდება. ამ წამების შინაარსი არის შემდეგი, რომ ისინი დაჩაგრულები უნდა იყვნენ და ისინი უკან არ მოვიდნენ. დარბევის ფორმაც იგივეა. მიტინგის განდევნას რამდენიმე სხვადასხვა ტექნოლოგია გააჩნია. ეს ტექნოლოგია, რომელიც აქ არის გამოყენებული, დაახლოებით იგივე, რაც როდიონოვმა 1989 წლის 9 აპრილს გამოიყენა, ანუ ალყა შემოარტყი და შენს მოსახლეობას, რომლის დარბევასაც აპირებ, მოექეცი როგორც მტერს.

ზუსტად იგივე ქარგის გაგრძელებაა, როდესაც ოპოზიციურ ლიდერებს იჭერენ და პიროტექნიკას ართმევენ. მე უკვე შორი არ მგონია, ის მომენტი, როდესაც შეიძლება აღმოაჩინონ, რომ სანტა-კლაუსი იმალება რომელიღაც ოფისში. ალბათ, ის იქნება დასავლეთის და ომის პარტიის აგენტი. აი, ეს ვითარება.

მე ძალიან მომწონს, ჩვენი მოწინააღმდეგის ასეთი მარცხისკენ მიმართული ტაქტიკა... ასეთი მასშტაბურობა პოლიტიკური პროცესის ჩვენ არ გვქონია. მინდა მადლობა ვუთხრა, რომ ისინი აღრმავებენ ამ პროცესს, რითაც გამარჯვებას გვიადვილებენ.

ნებისმიერი ქვეყნის პრემიერ-მინისტრმა გამოსვლაში [რომ თქვას] მათ დაარბიეს ოპოზიციური პარტიების შტაბ-ბინა იმიტომ, რომ იქ იყო გირლანდები და პიროტექნიკა, თქვენ რა რეაქცია გექნებოდათ? - ამას რომ უყურებდეთ ინგლისში, დანიაში, ბანგკოკში, ან ავსტრალიაში? - არ იქნებოდა ეს კომიკური? პრემიერ-მინისტრი გამოდის და ამბობს, რომ სერიოზული საპოლიციო ძალები იქნა მობილიზებული იმისთვის, რომ ამოეღოთ გირლანდები და პიროტექნიკა. ალბათ, დაიჭირეს სანტა-კლაუსი, როგორც ომის პარტიის აგენტი. ეს არის კომიკური. კომიკურობა თანმდევია ფარსის, ფარსი არის ის, რომ ისინი არიან ხელისუფლებაში. ისინი არ არიან ხელისუფლება, მათ უბრალოდ, ჰყავთ შეიარაღებული ძალა, რომლითაც აკონტროლებენ რამდენიმე ქუჩას ქალაქში. ეს არის პოლიტიკური ვითარება.

სახელმწიფოსთან კავშირი ამ შეიარაღებულმა დაჯგუფებამ ბოლომდე დაკარგა. მათ ასევე დაკარგეს საზოგადოებასთან, საერთაშორისო პარტნიორებთან კავშირი. ისინი არიან შეიარაღებული ძალა, რომელიც აკონტროლებს ქალაქის რამდენიმე შენობას, ისინი ვერ აკონტროლებენ ქალაქს, რაიონებს, მუდმივად ხდება მათთვის ზურგის შექცევა, ეს არის პოლიტიკური რეალობა“, - განაცხადა მარგველაშვილმა.

გიორგი ლაბაძე -  ტრამპის ადმინისტრაცია, ნიქსონის მსგავსად, რუსეთის და ჩინეთის ერთობას უკვე გადაჭარბებულ საფრთხედ მიიჩნევს და უფრო სუსტისთვის კოჭის გაგორებით და გამოთიშვით, ცდილობს მოერიოს უფრო ძლიერს
ქართული პრესის მიმოხილვა 01.05.2025
ტაბახმელას ფერდი - ახალი მიზიდულობის ცენტრი
„თეთრმა კვადრატმა“ „პროკრედიტ ბანკთან“ და OTIS-ის ოფიციალურ პარტნიორ „მეპერსთან“ მინდელის პროექტზე თანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმა
Samsung-ის ეკრანების გლობალური აღიარება - Quantum Dot ტექნოლოგია სერტიფიცირებულია კადმიუმის გარეშე
ევროპული ბიზნეს ასოციაციის (EBA) წევრები PSP ფარმას GDP სტანდარტის სერტიფიცირებულ საწყობს ესტუმრნენ
ბანკი ქართუს განცხადება
Service Clinic - „პორშე ცენტრი თბილისის“ ახალი პროექტი ბათუმში