საინფორმაციო სააგენტო ინტერპრესნიუსი

Other news for today
თბილისში დღეს ქალთა მარში გაიმართება

თბილისში, დღეს ქალთა მარში გაიმართება. ორგანიზატორების ინფორმაციით, მარში თავისუფლების მოედანზე 15:00 საათზე დაიწყება.

ორგანიზატორების ინფორმაციით, მარში დასრულდება „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის სასახლესთან.

“საქართველოში ემიგრაცია უმწვავეს პრობლემად რჩება. თითოეულ ჩვენგანს გვყავს ოჯახის წევრი, ნათესავი, მეზობელი ან მეგობარი, რომელიც იძულებითაა საზღვარგარეთ წასული. სიღარიბისა და უპერსპექტივობის გამო ოჯახები იშლება, თაობები იზრდებიან მონატრებასა და მარტოობაში. გაყალბებული არჩევნებისა და დასუსტებული დემოკრატიის ფონზე, ქვეყანა ახალი ემიგრაციის მასშტაბური ტალღის საფრთხის წინაშე დგას. ეს არის დრო, როცა თითოეული ჩვენგანი უნდა დაფიქრდეს: ვისია საქართველო? მათი, ვისაც სამშობლოს სიყვარული მართავთ, თუ მათი, ვინც ჩვენს მომავალს გვაკარგვინებს?

ქალთა მოძრაობისა და ქალთა ინტერპარტიული ჯგუფის ("კოალიცია ცვლილებებისთვის",

"კოალიცია ძლიერი საქართველო", „ერთიანობა-ნაციონალური მოძრაობა“, პარტია „საქართველოსთვის“) ორგანიზებით, 24 ნოემბერს, 15:00 საათზე, თავისუფლების მოედანზე გაიმართება ქალთა მარში, რომელიც დასრულდება ოლიგარქ ბიძინა ივანიშვილის შუშის სასახლესთან პერფორმანსით.

მონაწილეებს მოვუწოდებთ, თან წამოიღონ ჩემოდნები ან დიდი ჩანთები, რომელთაც მზად არიან შეელიონ, რათა მარშის სიმბოლიკა კიდევ უფრო ხილული გახდეს. შემოგვიერთდი! ერთად გადავწყვიტოთ, ვისია საქართველო”, - ნათქვამია ინფორმაციაში.

ღონისძიების ორგანიზატორები არიან: „ქალთა მოძრაობა“, „საფარი“, „ქალები საქართველოდან“, "კოალიცია ცვლილებებისთვის", "კოალიცია ძლიერი საქართველო", „ერთიანობა-ნაციონალური მოძრაობა“, პარტია „საქართველოსთვის“.

გიორგი ლაბაძე -  ტრამპის ადმინისტრაცია, ნიქსონის მსგავსად, რუსეთის და ჩინეთის ერთობას უკვე გადაჭარბებულ საფრთხედ მიიჩნევს და უფრო სუსტისთვის კოჭის გაგორებით და გამოთიშვით, ცდილობს მოერიოს უფრო ძლიერს
ქართული პრესის მიმოხილვა 01.05.2025
ტაბახმელას ფერდი - ახალი მიზიდულობის ცენტრი
„თეთრმა კვადრატმა“ „პროკრედიტ ბანკთან“ და OTIS-ის ოფიციალურ პარტნიორ „მეპერსთან“ მინდელის პროექტზე თანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმა
Samsung-ის ეკრანების გლობალური აღიარება - Quantum Dot ტექნოლოგია სერტიფიცირებულია კადმიუმის გარეშე
ევროპული ბიზნეს ასოციაციის (EBA) წევრები PSP ფარმას GDP სტანდარტის სერტიფიცირებულ საწყობს ესტუმრნენ
ბანკი ქართუს განცხადება
Service Clinic - „პორშე ცენტრი თბილისის“ ახალი პროექტი ბათუმში