საინფორმაციო სააგენტო ინტერპრესნიუსი

(adsbygoogle = window.adsbygoogle || []).push({});
Other news for today
ირაკლი კუპრაძე - ბიძინა ივანიშვილი და „ქართული ოცნება“ არჩევნების შედეგების გაყალბებას სასამართლო სისტემაში აგრძელებს - ლევან მურუსიძე ზღუდავს შესაძლებლობას, რომ მტკიცებულებებით წარვდგეთ

ბიძინა ივანიშვილი და „ქართული ოცნება“ არჩევნების შედეგების გაყალბებასა და მისაკუთრებას უკვე სასამართლო სისტემაში აგრძელებს - ლევან მურუსიძე ზღუდავს შესაძლებლობას, რომ მტკიცებულებებითა და სამართლებრივი არგუმენტაციით წარვდგეთ, - ამის შესახებ კოალიცია „ძლიერი საქართველოს“ ერთ-ერთმა წევრმა, ირაკლი კუპრაძემ ოფისში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

როგორც კუპრაძემ აღნიშნა, დღეს სააპელაციო სასამართლოში ჩანიშნული სხდომა ზეპირი მოსმენის გარეშე გაიმართება და კოალიციას შესაძლებლობა არ ეძლევა, წარადგინოს მტკიცებულებები არჩევნების სავარაუდო გაყალბებასთან დაკავშირებით.

ბიძინა ივანიშვილი და „ქართული ოცნება“ არჩევნების შედეგების გაყალბებასა და მისაკუთრებას უკვე სასამართლო სისტემაში აგრძელებს. დღეს, 12 საათზე ლევან მურუსიძის სახელობის სააპელაციო სასამართლოში შედგება სხდომა, რომელიც საჯარო უნდა ყოფილიყო, უნდა გვქონოდა შესაძლებლობა, რომ შესაბამისი მტკიცებულებები და სამართლებრივი არგუმენტაცია წარგვედგინა, თუმცა სააპელაციო სასამართლომ მიიღო გადაწყვეტილება, რომ სხდომა ჩაატაროს ზეპირი მოსმენის გარეშე, ანუ, მხოლოდ და მხოლოდ, მოსამართლეების გარემოცვაში; მიიღოს კიდევ ერთი დანაშაულებრივი გადაწყვეტილება. ეს მოსალოდნელია იქ, სადაც ლევან მურუსიძე და ივანიშვილის ხელის ბიჭები არიან წარმოდგენილები. სასამართლო სისტემა დღეს, სამწუხაროდ, ისე ატარებს სხდომებს, რომ არ არსებობს შესაბამისი შესაძლებლობები ინფორმაციის, მტკიცებულებების მიწოდების და სამართლებრივი არგუმენტაციის. კოალიცია „ძლიერი საქართველო“ ყველა ინსტანციაში იბრძოდა, საუბნო კომისიებიდან დაწყებული, საოლქო კომისიებიდან გაგრძელებული. ლევან მურუსიძე ზღუდავს შესაძლებლობას, რომ მტკიცებულებებითა და სამართლებრივი არგუმენტაციით წარვდგეთ“,- განაცხადა ირაკლი კუპრაძემ.

გიორგი ლაბაძე -  ტრამპის ადმინისტრაცია, ნიქსონის მსგავსად, რუსეთის და ჩინეთის ერთობას უკვე გადაჭარბებულ საფრთხედ მიიჩნევს და უფრო სუსტისთვის კოჭის გაგორებით და გამოთიშვით, ცდილობს მოერიოს უფრო ძლიერს
ქართული პრესის მიმოხილვა 01.05.2025
ტაბახმელას ფერდი - ახალი მიზიდულობის ცენტრი
„თეთრმა კვადრატმა“ „პროკრედიტ ბანკთან“ და OTIS-ის ოფიციალურ პარტნიორ „მეპერსთან“ მინდელის პროექტზე თანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმა
Samsung-ის ეკრანების გლობალური აღიარება - Quantum Dot ტექნოლოგია სერტიფიცირებულია კადმიუმის გარეშე
ევროპული ბიზნეს ასოციაციის (EBA) წევრები PSP ფარმას GDP სტანდარტის სერტიფიცირებულ საწყობს ესტუმრნენ
ბანკი ქართუს განცხადება
Service Clinic - „პორშე ცენტრი თბილისის“ ახალი პროექტი ბათუმში