საინფორმაციო სააგენტო ინტერპრესნიუსი

ახალი ამბების ტელევიზია
Video Player is loading.
Current Time 0:00
Duration 0:00
Loaded: 0%
Stream Type LIVE
Remaining Time 0:00
 
1x
დღის სხვა სიახლეები
ნიკა მელია - მთავარია, ვიყოთ მტკიცედ, ისეთივე მართლები, როგორებიც ვართ დღემდე და ვერანაირი ძალა, რობოკოპი, წყლის ჭავლი ჩვენს ნებას, ვიყოთ თავისუფალი სახელმწიფოს მოქალაქეები, ვერ ჩაახშობს

მთავარია, ვიყოთ მტკიცედ, ვიყოთ ისეთივე მართლები, როგორებიც ვართ დღემდე და ვერანაირი ძალა, ვერანაირი რობოკოპი, ვერანაირი წყლის ჭავლი ჩვენს ნებას, ვიყოთ თავისუფალი სახელმწიფოს მოქალაქეები, ვერ ჩაახშობს, - ასე მიმართა "კოალიცია ცვლილებისთვის" ლიდერმა ნიკა მელიამ აქციის მონაწილეებს, რომლებმაც ღამე ჭავჭავაზის გამზირზე გაათენეს.

მელიას თქმით, "დიდი მიზნები დიდი ძალისხმევის გარეშე არ მიიღწევა და დღეს დიდი მიზნების მიღწევის გზაზე ვდგავართ".

"მთავარია, ვიყოთ მტკიცედ, ვიყოთ ისეთივე მართლები, როგორებიც ვართ დღემდე და ვერანაირი ძალა, ვერანაირი რობოკოპი, ვერანაირი წყლის ჭავლი ჩვენს ნებას, ვიყოთ თავისუფალი სახელმწიფოს მოქალაქეები, ვერ ჩაახშობს. ეს მოჯადოებული წრე რუსული ოლიგარქის, მის მიერ აღმართული ეს ჯებირები აუცილებლად ერთობით, სიმტკიცითა და ისტორიის წინაშე მყოფი მართალი ადამიანების დიდი ძალისხმევით გაირღვევა. დიდი მიზნები დიდი ძალისხმევის გარეშე არ მიიღწევა და ჩვენ ამ დიდი მიზნების მიღწევის გზაზე ვდგავართ და დღევანდელი დღე ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ასეთი დღეა, ამიტომ გამარჯვება მთელ საქართველოს! დილა მშვიდობისა, საქართველო", - მიმართა აქციის მონაწილეებს ნიკა მელიამ.

ავთანდილ წულაძე - სი ძინ პინმა მოსკოვში ჩასვლით წერტილი დაუსვა კისინჯერის თეორიის განხორციელების ტრამპისეულ მცდელობებს, რომლის მიზანი იყო ჩინეთისაგან რუსეთის ჩამოშორება და მისი ჩინეთთან დაპირისპირება
ქართული პრესის მიმოხილვა 12.05.2025
ELT GROUP-მა ბათუმში, ამერიკულ Wyndham Hotel Group-თან პარტნიორობით, რეგიონში პირველი LA QUINTA BY WYNDHAM-ის სასტუმრო გახსნა