საინფორმაციო სააგენტო ინტერპრესნიუსი

ახალი ამბების ტელევიზია
Video Player is loading.
Current Time 0:00
Duration 0:00
Loaded: 0%
Stream Type LIVE
Remaining Time 0:00
 
1x
დღის სხვა სიახლეები
ირაკლი კობახიძე - იმდენად მძიმე მდგომარეობაშია ოპოზიცია, ალბათ, შეგვეცოდებოდა რომ არ ვიცოდეთ, რა ბოროტ ძალასთან გვაქვს საქმე - რადიკალური ოპოზიციის დასუსტება მნიშვნელოვანი ამოცანაა, რომ ქვეყანა სწორი გზით განვითარდეს

იმდენად მძიმე მდგომარეობაშია ოპოზიცია, ალბათ, შეგვეცოდებოდა რომ არ ვიცოდეთ, რა ბოროტ ძალასთან გვაქვს საქმე, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

როგორც კობახიძემ აღნიშნა, ოპოზიციის დასუსტება ერთ-ერთი მთავარი ამოცანაა, იმისათვის, რომ ქვეყნის განვითარება სწორი მიმართულებით მოხდეს.

„თქვენ ხედავთ, რომ რადიკალური ოპოზიცია ძალიან მძიმე მდგომარეობაშია და ეს მდგომარეობა დღითიდღე მძიმდება და მნიშვნელოვანია, რომ ამ მიმართულებით პროცესები გაგრძელდეს, ეს არის მნიშვნელოვანი იმისათვის, რომ ქვეყნის შეუფერხებელი განვითარება გაგრძელეს. ჩვენ გვახსოვს წინა წლების განმავლობაში, როცა რადიკალური ოპოზიცია ძლიერდებოდა, სახელმწიფოს პოზიციები სუსტდებოდა ხოლმე, როდესაც რადიკალური ოპოზიცია დასუსტებული იყო, ამ დროს ყოველთვის სახელმწიფო უფრო ძლიერი იყო ხოლმე, შესაბამისად, რადიკალური ოპოზიციის დასუსტება ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ამოცანაა იმისათვის, რომ ჩვენი სახელმწიფოს სიძლიერე და ჩვენი ქვეყნის განვითარება სწორი მიმართულებით უზრუნველვყოთ. იმდენად მძიმე მდგომარეობაშია ოპოზიცია, ალბათ, შეგვეცოდებოდა რომ არ ვიცოდეთ, რა ძალებთან გვაქვს საქმე, რა ბოროტ ძალასთან გვაქვს საქმე. საქმე უსამშობლო ადამიანებთან გვაქვს, რომელთა დასუსტება მხოლოდ და მხოლოდ სასარგებლოა ჩვენი ქვეყნისთვის და ჩვენი სახელმწიფოს განვითარებისთვის“, - განაცხადა კობახიძემ.

ავთანდილ წულაძე - სი ძინ პინმა მოსკოვში ჩასვლით წერტილი დაუსვა კისინჯერის თეორიის განხორციელების ტრამპისეულ მცდელობებს, რომლის მიზანი იყო ჩინეთისაგან რუსეთის ჩამოშორება და მისი ჩინეთთან დაპირისპირება
ქართული პრესის მიმოხილვა 08.05.2025
ELT GROUP-მა ბათუმში, ამერიკულ Wyndham Hotel Group-თან პარტნიორობით, რეგიონში პირველი LA QUINTA BY WYNDHAM-ის სასტუმრო გახსნა
„უძველესი სავაჭრო გზებიდან მომავლის ბაზრებამდე 2035“ – მადრიდში ესპანურ-ქართული ბიზნესალიანსის გრძელვადიანი ხედვის პრეზენტაცია გაიმართა
„მთავარია გჯეროდეს“  - თიბისის ახალი გზავნილი
m²-ისა და „ფუნდუკის“ თანამშრომლობა ყოველდღიური ცხოვრების სტილისთვის
BGA-ს დამფუძნებლები ნათია თურნავასგან „საქართველოს კაპიტალის“ და მისი ხელმძღვანელის ქმედებების შესწავლას ითხოვენ
„ვისოლის“ გათამაშებაში პირველი წყვილი ავტომობილი  BMW X1 გორში მოიგეს