საინფორმაციო სააგენტო ინტერპრესნიუსი

ახალი ამბების ტელევიზია
Video Player is loading.
Current Time 0:00
Duration -:-:-
Loaded: 0%
Stream Type LIVE
Remaining Time -:-:-
 
1x
დღის სხვა სიახლეები
პრეზიდენტისა და 8 ქვეყნის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის  თავმჯდომარეების დელეგაციის შეხვედრის პარალელურად 11 ნოემბერს ორბელიანების სასახლესთან აქცია იგეგმება

11 ნოემბერს, პრეზიდენტისა და 8 ქვეყნის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარეების დელეგაციის შეხვედრის პარალელურად, ორბელიანების სასახლესთან აქცია გაიმართება. ამის შესახებ „დაიტოვეს“ მიერ ორგანიზებულ საპროტესტო მსვლელობაზე განაცხადეს, სადაც საპარლამენტო არჩევნების შედეგებს აპროტესტებენ.

ამასთან, აქციის მონაწილეებმა მოქალაქეებს მოუწოდეს, შეიკრიბონ საქალაქო სასამართლოსთანაც, თუმცა შეკრების დრო არ დაანონსებულა. აქციის ორგანიზატორების ინფორმაციით, დეტალებზე ინფორმაციას, მოგვიანებით, სოციალური ქსელების საშუალებით გაავრცელებენ.

„ამ შეხვედრაში ჩვენც უნდა მივიღოთ გარკვეული მონაწილეობა. ეს მონაწილეობა იქნება, რომ ჩვენ დავანახებთ რამდენი ვართ პრეზიდენტის სასახლესთან. ჩვენ უნდა ვაჩვენოთ ევროპელ მეგობრებს, რომ არა მხოლოდ პოლიტიკოსები, არამედ ქართველი ხალხი იბრძვის თავისუფლებისთვის, იბრძვის მოპარული არჩევნების დასაბრუნებლად. ამიტომ ყველას, ხვალ, გელოდებით ორ ლოკაციაზე, ვისაც, სადაც გირჩევნიათ და გული მიგიწევთ, ოღონდ, სახლში არ დარჩეთ. მოვა დრო თავისუფალ, დამოუკიდებელ და ევროპულ საქართველოში სახლში ვიქნებით, ძალიან კარგად და თბილად, მაგრამ ეს დღეები და თვეები სჭირდება ქვეყანას, თქვენი გვერდში დგომა!“, - განაცხადეს მსვლელობის მიმდინარეობისას ორგანიზატორებმა.

ემილ ავდალიანი - აშშ-ის მხრიდან რუსეთთან პირდაპირი მოლაპარაკებების წამოწყება სხვა არაფერია თუ არა ყოფილ საბჭოთა სახელმწიფოებზე მოსკოვის გავლენის სფეროების აღიარება
ქართული პრესის მიმოხილვა 14.04.2025
„ომეგა ჯგუფი“ განცხადებას ავრცელებს
მსოფლიოში ცნობილ მეცნიერსა და მკვლევარს პოლ გიბსს აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტის ემერიტუსი პროფესორის წოდება მიენიჭა