ცესკო-ს წინასწარი შედეგების მიხედვით, საპარლამენტო არჩევნებში “ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო“ 54.273%-ით ( 1 114 936 ხმა) ლიდერობს. ცესკო-ს ინფორმაციით, ამ დროისთვის დათვლილია 3085 უბანი, რაც უბნების რაოდენობის 99.164%-ს შეადგენს.
მეორე ადგილზეა „კოალიცია ცვლილებისთვის - გვარამია, მელია, გირჩი, დროა“, რომელმაც 10.806 % (221 992 ხმა) მიიღო.