საინფორმაციო სააგენტო ინტერპრესნიუსი

ბიზნესისა და ეკონომიკის სიახლეები
ახალი ამბების ტელევიზია
Video Player is loading.
Current Time 0:00
Duration -:-:-
Loaded: 0%
Stream Type LIVE
Remaining Time -:-:-
 
1x
დღის სხვა სიახლეები
ბიძინა ივანიშვილი - ოპოზიცია პრაქტიკულად არ გადის ხალხთან, ტრიბუნაზეც კი არ აესვლებათ რეალურად - ჩვენს რეალურ კრიტიკას ვერ ახერხებენ და ვირტუალური რეალობა უნდა მოგაჩვენონ რეალობად

ოპოზიცია პრაქტიკულად არ გადის ხალხთან, ტრიბუნაზეც კი არ აესვლებათ რეალურად. ჩვენს რეალურ კრიტიკას ვერ ახერხებენ და არარეალურს მოგახსენებთ, რაც მაქვს მხედველობაში, - განაცხადა „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილმა „იმედთან“ ექსკლუზიური ინტერვიუს დროს.

ბიძინა ივანიშვილი „ნაციონალური მოძრაობის“ და „ქართული ოცნების“ მმართველობის პერიოდს ერთმანეთს ადარებს და აღნიშნავს, რომ მაშინ „გვიხატავდნენ, რომ აღმშენებლობა არის საოცრება და საოცრებებს სჩადის სააკაშვილი და დღეს, როცა ვაშენებთ ეს უკვე დანაშაულია“.

„გაიხსენეთ "აქსისის" მშენებლობა რომ დაიწყეს. მიდის აღმშენებლობის პროცესი, სააკაშვილი ქალაქებს აშენებს, აღმაშენებელი არავინ იყო, უკვე დააკნინეს და ასე შემდეგ. მშენებლობა და აღმშენებლობა, რა თქმა უნდა, კარგია. ხომ გახსოვთ, ოთხი კუთხიდან ხსნიდნენ, ამ დროს ამდენი მშენებლობა არ ჰქონდათ და ამაზე ბევრი ანეკდოტი დადიოდა. ჩვენთან ჭეშმარიტი აღმშენებლობა მიდის. ახლა ნებისმიერ მშენებლობას, რასაც არ აშუქებენ პირდაპირ დანაშაულის სახით, მუსიკა ისეთი ადევს, რომ -აი , კიდევ აშენებენ ეს ნაძირალები, დაახლოებით ასეთი [ტექსტია]. ახლა, ეს ყველაფერი შეცვალეს. ეს არის ის იდეოლოგია, რომელსაც ესენი გარედან იღებენ. ამიტომ დავიწყე მე, როდესაც ლიბერალურ იდეოლოგიაზე მოგახსენეთ ფსევდოს ვეძახი მეთქი კულტურულად, თუმცა ფაშისტურსაც ბევრი ეძახის, რამეთუ მასთან უფრო ახლოსაა, რომ ვირტუალური რეალობა უნდა მოგაჩვენონ რეალობად. მაშინ გვიხატავდნენ, რომ აღმშენებლობა არის საოცრება და საოცრებებს სჩადის სააკაშვილი და აღმაშენებელსაც რომ არ ესიზმრებოდა, დღეს, როცა ვაშენებთ ეს უკვე დანაშაულია. ახლა გადმოაბრუნეს ეს და ყველაფერი, რასაც ვაკეთებთ ეს არის ცუდი. ამ დროს უამრავი მიღწევა გვაქვს ყველა მიმართულებით“, - განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.

დავით ზურაბიშვილი - ჩვენ გვყავს ხელისუფლება, რომელსაც არ აქვს განცდა, რომ ქართული სახელმწიფოს ხელმძღვანელია
სოფიო ხორგუანი - როდესაც ჩიხში შედიხარ, უნდა დაბრუნდე უკან და მოძებნო ის გზა, რომელიც ჩიხს აგარიდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 15.05.2025
ქუთაისის მაკდონალდსი ახალ ეპოქაში - რემოდელინგი, რომელიც სტანდარტებს ცვლის
ვალუტის გაცვლა ახლა უკვე Scapp-შია – სვის კაპიტალი აპლიკაციის ფუნქციონალს აფართოებს
ბრემენის უნივერსიტეტსა და აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტს შორის თანამშრომლობის ფართო ხელშეკრულებას მოეწერა ხელი
Harmont & Blaine-მა თბილისში ახალი მონობრენდული მაღაზია გახსნა
PSP-სა და „MAGENTO“-ს სერტიფიცირებულ პარტნიორს „Bighorn Web Solution“ შორის ელ-კომერციის პლატფორმის სრულყოფილი განახლების კონტრაქტი გაფორმდა