საინფორმაციო სააგენტო ინტერპრესნიუსი

1234567891011121314151617181920212223
1234567
ბიზნესისა და ეკონომიკის სიახლეები
პროფილი
ირაკლი კობახიძე
საქართველოს პრემიერ-მინისტრი
ზაზა თავაძე
პარტია „გახარია საქართველოსთვის“ წევრი
ილია II
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი
მაკა ბოჭორიშვილი
საგარეო საქმეთა მინისტრი
207
პროფილი
ახალი ამბების ტელევიზია
Video Player is loading.
Current Time 0:00
Duration -:-:-
Loaded: 0%
Stream Type LIVE
Remaining Time -:-:-
 
1x
დღის სხვა სიახლეები
ბიძინა ივანიშვილი - საქართველო იყო, არის და იქნება თავისუფალი ადამიანების სამშობლო, სადაც ვერავინ ვეღარასოდეს შეძლებს ავტორიტარული რეჟიმის დამყარებას! - ხალხი თავისუფლად სუნთქავს და აღარავის აქვს პოლიტიკური დევნის შიში

ალბათ გახსოვთ, რომ 12 წლის წინ, თქვენ წინაშე სიტყვით გამოსვლისას, ქუთაისში, საქართველოს მამა-ქალაქში, დავდეთ პირობა, რომ ერთად ვიბრძოლებდით ჩვენი სამშობლოსთვის, ჩვენი უფლებებისთვის, ჩვენი ოჯახებისთვის... პირადად მე სიტყვა მოგეცით, რომ იმ უთანასწორო ბრძოლაში, ბოლომდე თქვენ გვერდით ვიდგებოდი! ჩვენი ერთობით, სიმართლით და ერთმანეთის რწმენით გავიმარჯვეთ და შევძელით ყველასთვის დაგვენახებინა, რომ საქართველო იყო, არის და იქნება თავისუფალი ადამიანების სამშობლო, დემოკრატიული, განვითარებული ქვეყანა, სადაც ვერავინ - ვეღარასოდეს შეძლებს ავტორიტარული რეჟიმის დამყარებას! - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარემ, ბიძინა ივანიშვილმა, ქუთაისში საარჩევნო კამპანიის ფარგლებში გასვლით ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

მისივე თქმით, „ქართულმა ოცნებამ“ ააშენა სახელმწიფო, რომელიც ამ ქვეყანაში მცხოვრები თითოეული ადამიანის, თითოეული მოქალაქის ღირსებას ეფუძნება, განურჩევლად მისი ეთნიკური, რელიგიური თუ სხვა ტიპის კუთვნილებისა.

„ამ დღიდან მოყოლებული, „ქართული ოცნების“ ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ, ავაშენეთ სახელმწიფო, რომელიც ამ ქვეყანაში მცხოვრები თითოეული ადამიანის, თითოეული მოქალაქის ღირსებას ეფუძნება, განურჩევლად მისი ეთნიკური, რელიგიური თუ სხვა ტიპის კუთვნილებისა.

შედეგად, ვცხოვრობთ დემოკრატიაზე, სამართლის უზენაესობასა და ადამიანის ღირსების პატივისცემაზე დამყარებულ ქვეყანაში, სადაც დაცულია ადამიანის ფუნდამენტური უფლებები, აზრისა და სიტყვის თავისუფლება; გვაქვს გაჯანსაღებული სასამართლო, დამოუკიდებელი მედია, ხელშეუხებელი ბიზნესი... ხალხი თავისუფლად სუნთქავს და აღარავის აქვს პოლიტიკური დევნის შიში“, - განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.

დავით ზურაბიშვილი - ჩვენ გვყავს ხელისუფლება, რომელსაც არ აქვს განცდა, რომ ქართული სახელმწიფოს ხელმძღვანელია
სოფიო ხორგუანი - როდესაც ჩიხში შედიხარ, უნდა დაბრუნდე უკან და მოძებნო ის გზა, რომელიც ჩიხს აგარიდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 12.05.2025
ვალუტის გაცვლა ახლა უკვე Scapp-შია – სვის კაპიტალი აპლიკაციის ფუნქციონალს აფართოებს
ბრემენის უნივერსიტეტსა და აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტს შორის თანამშრომლობის ფართო ხელშეკრულებას მოეწერა ხელი
Harmont & Blaine-მა თბილისში ახალი მონობრენდული მაღაზია გახსნა
PSP-სა და „MAGENTO“-ს სერტიფიცირებულ პარტნიორს „Bighorn Web Solution“ შორის ელ-კომერციის პლატფორმის სრულყოფილი განახლების კონტრაქტი გაფორმდა
„სილქ როუდ ჯგუფის“ პრესსამსახურის განცხადება