საინფორმაციო სააგენტო ინტერპრესნიუსი

ახალი ამბების ტელევიზია
Video Player is loading.
Current Time 0:00
Duration 0:00
Loaded: 0%
Stream Type LIVE
Remaining Time 0:00
 
1x
დღის სხვა სიახლეები
სენაკში მიხეილ სააკაშვილის წიგნის „ძალის გამოღვიძებას“ მეორე ნაწილის პრეზენტაცია გაიმართა

საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის წიგნის "ძალის გამოღვიძება" მეორე ნაწილის პრეზენტაცია საქართველოს სხვადასხვა ქალაქში გრძელდება. ამჯერად პრეზენტაცია სენაკში გაიმართა და მას კოალიცია „ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის" ლიდერებთან ერთად მიხეილ სააკაშვილის დედა, გიული ალასანიაც ესწრებოდა.

როგორც გიული ალასანია აცხადებს, წიგნი ავტობიოგრაფიულია, თუმცა მსოფლიოს ბოლო წლების ისტორიასაც გამოხატავს.

„საქართველოს სხვადასხვა ქალაქში ჩაგვაქვს წიგნები, ეს შევსებული გამოცემა და ვცდილობთ, რაც შეიძლება მეტ მკითხველს მიუვიდეს ეს წიგნი, რომელიც ავტობიოგრაფიულია, მაგრამ შეიძლება ითქვას, რომ ეს არის მსოფლიოს ბოლო წლების ისტორიაც", - განაცხადა მესამე პრეზიდენტის დედამ გიული ალასანიამ.

„ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის“ წევრის, თემურ ჯანაშიას თქმით, მიხეილ სააკაშვილის პატიმრობის თითოეული დღე ქვეყნისათვის დაკარგული შესაძლებლობაა.

„ეს არის საქართველოს უახლესი ისტორია, ფაქტობრივად და თითოეული მკითხველი, რომელიც ამ წიგნს წაიკითხავს, კიდევ ერთხელ დარწმუნდება, რომ მიხეილ სააკაშვილის ასეთ მდგომარეობაში, ტუსაღად ყოფნისას დაკარგული თითოეული დღე იგივეა, რაც ქვეყნისთვის დაკარგული შესაძლებლობები, თუმცა, არჩევნების შემდეგ მიხეილ სააკაშვილი აუცილებლად იქნება თავისუფალი და კიდევ ბევრ სარგებელს მოუტანს ქვეყანას",- განაცხადა თემურ ჯანაშიამ.

გიორგი ლაბაძე -  ტრამპის ადმინისტრაცია, ნიქსონის მსგავსად, რუსეთის და ჩინეთის ერთობას უკვე გადაჭარბებულ საფრთხედ მიიჩნევს და უფრო სუსტისთვის კოჭის გაგორებით და გამოთიშვით, ცდილობს მოერიოს უფრო ძლიერს
ქართული პრესის მიმოხილვა 01.05.2025
ტაბახმელას ფერდი - ახალი მიზიდულობის ცენტრი
„თეთრმა კვადრატმა“ „პროკრედიტ ბანკთან“ და OTIS-ის ოფიციალურ პარტნიორ „მეპერსთან“ მინდელის პროექტზე თანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმა
Samsung-ის ეკრანების გლობალური აღიარება - Quantum Dot ტექნოლოგია სერტიფიცირებულია კადმიუმის გარეშე
ევროპული ბიზნეს ასოციაციის (EBA) წევრები PSP ფარმას GDP სტანდარტის სერტიფიცირებულ საწყობს ესტუმრნენ
ბანკი ქართუს განცხადება
Service Clinic - „პორშე ცენტრი თბილისის“ ახალი პროექტი ბათუმში