საინფორმაციო სააგენტო ინტერპრესნიუსი

კონგრესმენი ჯონი ოლსზევსკი - "MEGOBARI აქტი“ საქართველოში გაუარესებულ დემოკრატიულ მდგომარეობაზე პასუხს წარმოადგენს - ეს ქართველ ხალხს აჩვენებს, რომ ჩვენ მათ გვერდით ვდგავართ დემოკრატიისკენ სწრაფვაში
-198 წუთის წინ
06.05.2025 / 00:35

"MEGOBARI აქტი“ კანონპროექტი საქართველოში გაუარესებულ დემოკრატიულ მდგომარეობაზე პასუხს წარმოადგენს, – ამის შესახებ კონგრესმენმა, ჯონი ოლსზევსკიმ (დემოკრატიული პარტია) აშშ-ის წარმომადგენელთა

1234567891011121314151617181920212223
1234567
ბიზნესისა და ეკონომიკის სიახლეები
პროფილი
ბიძინა ივანიშვილი
საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრი
ნიკა მელია
კოალიცია "ცვლილებებისთვის" ერთ-ერთი ლიდერი
პაატა ბურჭულაძე
ოპერის მომღერალი (ბანი)
207
პროფილი
ახალი ამბების ტელევიზია
Video Player is loading.
Current Time 0:01
Duration -:-:-
Loaded: 0.00%
Stream Type LIVE
Remaining Time -:-:-
 
1x
დღის სხვა სიახლეები
შალვა პაპუაშვილი - უცხოელების მხრიდან ვხედავდით კრიტიკას „ქართული ოცნების“ კამპანიაზე და სიჩუმეა, როდესაც ზიზღის და ძალადობის კამპანიას ვხედავთ ოპოზიციისგან - ფრონტია შეკრული, რომ ჩვენთვის არათანაბარი პირობები შექმნან

ზოგი უცხოელის მხრიდან ვხედავდით კრიტიკას „ქართული ოცნების“ კამპანიაზე და აბსოლუტური სიჩუმეა, როდესაც ზიზღის და ძალადობის კამპანიას ვხედავთ ოპოზიციისგან - ფრონტია შეკრული ადგილობრივ დამკვირვებლებსა და ოპოზიციას შორის იმისთვის, რომ „ქართული ოცნებისთვის“ არათანაბარი პირობები შექმნან, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა დასმული კითხვის საპასუხოდ განაცხადა.

კერძოდ, აღნიშნულით მან უპასუხა კითხვას, როგორ შეაფასებს „ნაციონალური მოძრაობის“ ბანერებს, სადაც აღნიშნულია: „აირჩიე ერთიანობა მოიშორე „ქართული ოცნება“.

როგორც პაპუაშვილმა განმარტა, „ქართული ოცნების“ მხარდამჭერები ბრაზდებიან, როდესაც ხედავენ, რომ უცხოეთიდან დაფინანსებული ორგანიზაციები თვალს ხუჭავენ დარღვევებზე, რომელიც „ქართული ოცნების“ წინააღმდეგ ხდება.

„ესეც პირის შეკვრის შედეგია, რაც ოპოზიციას და არასამთავრობო ორგანიზაციებს შორის ხდება, როდესაც პირდაპირ ზიზღის კამპანიაა წამოწყებული „ქართული ოცნების“ წინააღმდეგ. ბანერი ერთ-ერთი გამოხატულებაა. ნული რეაგირება არის არასამთავრობო ორგანიზაციების და დამკვირვებლებისგან. გვახსოვს უცხოელების განცხადებები ჩვენს კამპანიასთან დაკავშირებით, ვხედავთ, რომ ჩუმად არიან „ნაცმოძრაობასთან“ დაკავშირებით. ეს კიდევ ერთხელ აჩვენებს, რატომ არ შეიძლება უცხოელი აქტიური იყოს არჩევნებში.

ზოგი უცხოელის მხრიდან ვხედავდით კრიტიკას „ქართული ოცნების“ კამპანიაზე და აბსოლუტური სიჩუმეა, როდესაც ზიზღის და ძალადობის კამპანიას ვხედავთ ოპოზიციისგან იქნება ეს ბანერები თუ მივარდნები. ამ ზიზღის კამპანიის გამო გარდაიცვალა ჩვენი ერთ-ერთი მხარდამჭერი. არავინ ამოიღო ხმა. საია-მ ისიც კი არ იკადრა, რომ ანგარიშში ჩაეწერა, უარი თქვეს ადგილობრივმა დამკვირვებლებმა ასახვაზე.

ფრონტია შეკრული ადგილობრივ დამკვირვებლებსა და ოპოზიციას შორის იმისთვის, რომ „ქართული ოცნებისთვის“ არათანაბარი პირობები შექმნან. კვლევებიც ძალიან კარგად აჩვენებს, რომ ქართველი ხალხი კიდევ უფრო ბრაზდება, როცა ხედავს, რომ უცხოელები ხელებს აფათურებენ ჩვენს პოლიტიკაში და ფიქრობენ, რომ მათი მითითებებით უნდა მიიღოს ხალხმა გადაწყვეტილება. ხალხი ბრაზდება, როდესაც ხედავენ, რომ უცხოეთიდან დაფინანსებული ორგანიზაციები თვალს ხუჭავენ დარღვევებზე, რომელიც „ქართული ოცნების" წინააღმდეგ ხდება, ეს აბრაზებს ჩვენს ამომრჩეველს. ამას არჩევნებში გამოხატავენ „ქართული ოცნების“ მხარდაჭერით“,- აღნიშნა პაპუაშვილმა.

ჟურნალისტის კითხვაზე, მზად არის თუ არა „ქართული ოცნება“ არჩევნების შედეგებიდან გამომდინარე, ხელისუფლების მშვიდობიანი გადაბარებისთვის, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა, რომ საზოგადოება პოლიტიკურ ძალას, რომელიც საზოგადოების დაკვეთით არ მოქმედებს, მხარს არ დაუჭერს.

"ხედავთ კვლევის შედეგებს, ხედავთ თუ როგორია ადამიანების განწყობები, რა თქმა უნდა, წარმოუდგენელია, რომ ქართველმა ხალხმა მხარი დაუჭიროს იმ პოლიტიკურ კონგლომერატს, რომელიც ამბობს, რომ ქართველი ხალხის დაკვეთით კი არ იმოქმედებს, არამედ უცხოელების ნება-სურვილის განმახორციელებელი იქნება. მაშინ ეს ქვეყანა უნდა დავხუროთ და დავიშალოთ. თუკი ფიქრობთ, რომ ქართველი ხალხი მხარს დაუჭერს და მანდატს მისცემს იმ ძალებს, რომლებიც ამბობენ, რომ უცხო ქვეყნებისა და უცხო ძალების დაკვეთით იმოქმედებენ, რაღაზეა საუბარი? გონივრულობის რაღაც ზღვარი და ჩარჩოები არსებობს. თეორიულ დაშვებებზე კი არ არის, არამედ გონივრულობაზეა საუბარი, ვხედავთ კვლევები რა არის, ხალხის განწყობა რა არის“,- განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

გიორგი ლაბაძე -  ტრამპის ადმინისტრაცია, ნიქსონის მსგავსად, რუსეთის და ჩინეთის ერთობას უკვე გადაჭარბებულ საფრთხედ მიიჩნევს და უფრო სუსტისთვის კოჭის გაგორებით და გამოთიშვით, ცდილობს მოერიოს უფრო ძლიერს
ქართული პრესის მიმოხილვა 05.05.2025
Samsung-ის ეკრანების გლობალური აღიარება - Quantum Dot ტექნოლოგია სერტიფიცირებულია კადმიუმის გარეშე
ევროპული ბიზნეს ასოციაციის (EBA) წევრები PSP ფარმას GDP სტანდარტის სერტიფიცირებულ საწყობს ესტუმრნენ
ბანკი ქართუს განცხადება
Service Clinic - „პორშე ცენტრი თბილისის“ ახალი პროექტი ბათუმში