უკრაინა დაინტერესებულია და აშშ-ს უკვე წარუდგინა წინადადება 30-50 მილიარდი დოლარის ღირებულების იარაღის დიდი პაკეტის შეძენასთან დაკავშირებით, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ
გორში თეატრალური ფესტივალი „როტონდა“ საზეიმოდ გაიხსნა. ამის შესახებ ინფორმაციას გორის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს.
ამავე ცნობით, ფესტივალს 5 ოქტომბრიდან 12 ოქტომბრის ჩათვლით ერისთავის თეატრი მასპინძლობს.
„პროექტის ფარგლებში, გორს თბილისის სხვადასხვა თეატრი სტუმრობს. მაყურებელს ყველა ჟანრის სპექტაკლის ნახვის შესაძლებლობა ექნება. თეატრალური ფესტივალი "როტონდა" გორის მუნიციპალიტეტის მერიის მხარდაჭერითა და დაფინანსებით ხორციელდება. გარდა სპექტაკლების ჩვენებისა, მოხდება განუხორციელებელი პიესების საჯარო კითხვა, შეხვედრები რეჟისორებთან და მსახიობებთან, ჩატარდება მასტერკლასები და ვორქშოფები. 12 ოქტომბერს კი საზეიმოდ გაიხსნება ერისთავის თეატრის დამსახურებული არტისტების დარეჯან ჭამაურისა და კახა ბერიძის ვარსკვლავები. ფესტივალი გორის მუნიციპალიტეტის მერიის დაფინანსებით ხორციელდება”, - ნათქვამია გორის მერიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.