საინფორმაციო სააგენტო ინტერპრესნიუსი

1234567891011121314151617
ბიზნესისა და ეკონომიკის სიახლეები
პროფილი
სალომე ზურაბიშვილი
საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი
ლევან დავითაშვილი
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი
გიორგი ბოკერია
პარტია "ფედერალისტების" ერთ-ერთი ლიდერი
207
პროფილი
ახალი ამბების ტელევიზია
Video Player is loading.
Current Time 0:03
Duration -:-:-
Loaded: 0.00%
Stream Type LIVE
Remaining Time -:-:-
 
1x
დღის სხვა სიახლეები
მიხეილ სააკაშვილი - ივანიშვილმა ოთხჯერ მეტი ადამიანი გაიყვანა საქართველოდან ვიდრე შაჰ-აბასმა - ბიძინა ივანიშვილი არ არის მშვიდობის მტრედი!

ივანიშვილმა ოთხჯერ მეტი ადამიანი გაიყვანა საქართველოდან ვიდრე შაჰ აბასმა - ბიძინა ივანიშვილი არ არის მშვიდობის მტრედი! - ამის შესახებ საქართველოს მესამე პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა სასამართლო პროცესზე კლინიკა „ვივამედიდან“ ჩართვისას განაცხადა.

როგორც სააკაშვილმა აღნიშნა, მმართველი პარტია ხალხს ომით და უბედურებით აშინებს.

„მთავრობა არის კრიმინალური. ამიტომ კრიმინალურ - მაფიოზურ მთავრობას რუსეთში ყოფნა უნდა, იქ არის მაფიოზების სამოთხე. 2012 წელს საქართველო ცხოვრობდა ბევრად უკეთესად, ვიდრე 2003 წელს. 2024 წელს საქართველო ცხოვრობს უფრო უარესად, ვიდრე 2012 წელს. მართალია წინა პროცესზე ჩემი ხმა ჩაახშეს 100 მოგუგუნე ქარხნით, რომელიც ივანიშვილმა აამუშავა საქართველოში, მაგრამ ყველას გვახსოვს, რომ მეოთხე წელს არ უნდა ყოფილიყო გაჭირვებული მოსახლეობა. ხალხი დაამშიეს, ახლა კიდევ, დამშეულ და გაჭირვებულ ხალხს, იმის ნაცვლად, რომ წესიერი რამ დაჰპირდნენ, ომით და უბედურებით უნდათ რომ დააშინონ, ომით და უბედურებით გამოიკვებება ხალხი?! ომით და უბედურებით გამაგრდება ქვეყანაში ხალხი?! რას გვაშინებენ ამ ომით?! ყველამ კარგად იცის, რომ თუ ევროპაში წავალთ (ამათ გზა დაგვიკეტეს და ჩაგვეხსნებიან), არანაირ ომს იქ ადგილი არ აქვს.

ივანიშვილმა თქვა, კახეთი ისე ააოხრა სააკაშვილმა, როგორც აღა-მაჰმად-ხანმაო, რომ არ ყოფილა აღა-მაჰმად-ხანი კახეთში ეგ ერთი, შაჰ აბასი იყო, რომელმაც 200 ათასი კახელი გაიყვანა ფერეიდანში. ივანიშვილმა ოთხჯერ მეტი ადამიანი გაიყვანა საქართველოდან ვიდრე შაჰ აბასმა. ჩემს დროს უფრო მეტი ბრუნდებოდა, ვიდრე მიდიოდა“,- აღნიშნა სააკაშვილმა.

ამასთან, მისივე თქმით, „ქართული ოცნების“ დამფუძნებელს, ბიძინა ივანიშვილს და მის პარტიას კორუფცია და სიკვდილი მოაქვს.

„იმას კი ნუ გვაჩვენებთ უკრაინაში რა გზა დაიბომბა, შემოვლითი გზა გვაჩვენეთ, რატომ არის თბილისის შემოვლითი გზა გაჩერებული. ყველაზე დიდი ინფრასტრუქტურული პროექტები სვანეთში, წყალტუბო გავერანებულია! ივანიშვილი არ არის მშვიდობის მტრედი, ივანიშვილს მოაქვს ნგრევა, ოჯახების განადგურება და სიღარიბე. ივანიშვილს და მის პარტიას კორუფცია მოაქვს, სიკვდილი. უნდა შევაჩეროთ სიკვდილი, ომით ხალხის დაშინება, ჭეშმარიტი მშვიდობა მოვუტანოთ საქართველოს. ხალხის დაცინვა და სიხარბე უნდა შეწყდეს. მთავრობა, რომელიც მილიონერებისგან შედგება ვერასდროს გააკეთებს კარგს ხალხისთვის“,- აღნიშნა სააკაშვილმა.

გიორგი ლაბაძე -  ტრამპის ადმინისტრაცია, ნიქსონის მსგავსად, რუსეთის და ჩინეთის ერთობას უკვე გადაჭარბებულ საფრთხედ მიიჩნევს და უფრო სუსტისთვის კოჭის გაგორებით და გამოთიშვით, ცდილობს მოერიოს უფრო ძლიერს
ქართული პრესის მიმოხილვა 01.05.2025
ტაბახმელას ფერდი - ახალი მიზიდულობის ცენტრი
„თეთრმა კვადრატმა“ „პროკრედიტ ბანკთან“ და OTIS-ის ოფიციალურ პარტნიორ „მეპერსთან“ მინდელის პროექტზე თანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმა
Samsung-ის ეკრანების გლობალური აღიარება - Quantum Dot ტექნოლოგია სერტიფიცირებულია კადმიუმის გარეშე
ევროპული ბიზნეს ასოციაციის (EBA) წევრები PSP ფარმას GDP სტანდარტის სერტიფიცირებულ საწყობს ესტუმრნენ
ბანკი ქართუს განცხადება
Service Clinic - „პორშე ცენტრი თბილისის“ ახალი პროექტი ბათუმში