საინფორმაციო სააგენტო ინტერპრესნიუსი

Reuters - ომანში აშშ-ისა და ირანის დელეგაციებს შორის არაპირდაპირი მოლაპარაკებები მიმდინარეობს
-230 წუთის წინ
12.04.2025 / 17:03

ომანში აშშ-ისა და ირანის დელეგაციებს შორის არაპირდაპირი მოლაპარაკებები მიმდინარეობს, - ამის შესახებ ინფორმაციას

1234567891011121314151617181920
123456
ბიზნესისა და ეკონომიკის სიახლეები
პროფილი
ირაკლი კობახიძე
საქართველოს პრემიერ-მინისტრი
ანა დოლიძე
პარტია „ხალხისთვის“ ლიდერი
ირაკლი ზარქუა
პარლამენტის წევრი
თეა წულუკიანი
პარლამენტის ვიცე-სპიკერი
207
პროფილი
ახალი ამბების ტელევიზია
Video Player is loading.
Current Time 0:00
Duration -:-:-
Loaded: 0.00%
Stream Type LIVE
Remaining Time -:-:-
 
1x
დღის სხვა სიახლეები
მამუკა მდინარაძე - საკმაოდ რეალისტურია, რომ „ქართულმა ოცნებამ“ საკონსტიტუციო უმრავლესობა მოიპოვოს - არ გამოვრიცხავთ, 100 მანდატს რამდენიმე ათეულითაც კი გადასცდეს

საკმაოდ რეალისტურია, რომ „ქართულმა ოცნებამ“ საკონსტიტუციო უმრავლესობა მოიპოვოს, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა, მამუკა მდინარაძემ ჟურნალისტებს „ქართული ოცნების“ საარჩევნო სიაზე საუბრისას განუცხადა.

მდინარაძეს მოლოდინი აქვს, რომ საქართველოს მოსახლეობა 26 ოქტომბრის არჩევნებზე „ობიექტურ გადაწყვეტილებას მიიღებს, რომელიც საქართველოს ღირსების მხარეს იქნება“.

„წინა პერიოდისგან განსხვავებით, მაგალითად, 2020 წელს 150 კაციანი სია გვქონდა, ახლა 170-იანი გადავწყვიტეთ, უფრო მეტი იმიტომ, რომ რამდენიმე ადამიანი თავიდანვე გადის. ჩვენ ობიექტური მოლოდინი გვაქვს არჩევნების შედეგად საკონსტიტუციო უმრავლესობის შესაბამისი პროცენტული მაჩვენებლის მოპოვების.

არ გამოვრიცხავთ, რომ 100 მანდატს რამდენიმე ათეულითაც კი გადასცდეს. ეს შეიძლება ზედმეტად მოეჩვენოს ვიღაცას, მაგრამ იმ შემთხვევაში, თუ ვერცერთი პარტია, გარდა „ნაციონალური მოძრაობისა“ ოპოზიციიდან ბარიერს ვერ გადალახავს და ჩვენ რაც არის რეიტინგები, იმას მივიღებთ, საკმაოდ რეალისტურია, რომ „ქართულმა ოცნებამ“ საკონსტიტუციო უმრავლესობა მოიპოვოს. ამიტომ, ვრცელი სია მოვიტანეთ. გვაქვს მოლოდინი, რომ ამ ქვეყნის მოსახლეობა, ჩვენი ამომრჩეველი ობიექტურ გადაწყვეტილებას მიიღებს. ეს ობიექტური გადაწყვეტილება იქნება საქართველოს ღირსების მხარეს და იმის მხარეს, რომ საქართველოს შესახებ გადაწყვეტილებები მიიღება საქართველოში. ამიერიდან ყველა უნდა შეეგუოს, რომ ამ ქვეყანაში გადაწყვეტილებები უნდა მიიღოს ხალხის მიერ არჩეულმა ხელისუფალმა და არა სხვა ვინმემ ქვეყნის გარეთ. 26 ოქტომბერი იქნება ის დღე, როცა ქართველი ხალხი კიდევ ერთხელ იტყვის, რომ საქართველოს და ქართველი ხალხის შესახებ გადაწყვეტილებები მხოლოდ საქართველოში მიიღება“, - განაცხადა მდინარაძემ.

მან ის პრინციპი დაასახელა, რა პრინციპითაც სია დაკომპლექტდა.

„ოცეული“ წარვადგინეთ, ამის შემდეგ „ქართული ოცნების“ საპარლამენტო საარჩევნო სიაში მოდიან დელეგატები ანბანური მაჩვენებლის მიხედვით, რომ იქ განსხვავება არ ყოფილიყო. როგორ უნდა გაგვერჩია ბათუმის წარმომადგენელი თელავის წარმომადგენლისგან. 50-მდე დაკომპლექტდა. წინასწარი შეთანხმებით ცნობილი იყო „ხალხის ძალის“ 5 დარჩენილი დეპუტატი, რომელიც არ არის „ოცეულში“ და 30 დელეგატში. ამის შემდეგ 56-დან იწყება ყველა ის დეპუტატი, რომელიც რჩება უმრავლესობაში. ქალბატონი ირმაც, რიმაც, ბატონი ირაკლი ზარქუაც და ა.შ. ეს სია არის 93-მდე. 93-დან ყველა არის ახალი სახე, მათ შორის საკონსტიტუციო უმრავლესობისთვისაა საკმარისი შემდეგი ოცეული. როგორც საზოგადოებას დავპირდით, ასევე ძალიან შთამბეჭდავი სიაა ის ოცეული, რომელიც საკონსტიტუციო უმრავლესობის რაოდენობამდეა და მას შემდეგაც“, - განაცხადა მდინარაძემ.

მისივე განმარტებით, მთელი საარჩევნო სია აგებულია გარკვეულ პრინციპებზე.

„ძალიან მიხარია, ისეთი ხალხი მოხვდა ამ სიაში. დარწმუნებული ვარ, ისინი საპარლამენტო უმრავლესობის წევრები იქნებიან და პირველ, მეორე სხდომაზე პარლამენტში შემოვლენ“, - განაცხადა მდინარაძემ.

ცნობისთვის, პარტია „ქართულმა ოცნებამ“ საარჩევნო სია გამოაქვეყნა. „ქართული ოცნების“ საარჩევნო სია 170 დეპუტატობის კანდიდატით არის წარმოდგენილი და მას პარტიის საპატიო თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილი უდგას სათავეში.

მარინა ჩიტაშვილი - ვერ ვხედავ ისეთ პოლიტიკურ აქტივობას, რომ ჩემს ქვეყანაში ავტორიტარიზმი არ გაფორმდეს
ლევან ლორთქიფანიძე - „ქართული ოცნების“ განზრახვაა, 21-ე საუკუნეში ანდროპოვისა და ჩერნენკოს დროინდელი წესრიგის, სახელმწიფო აპარატისა და უშიშროების მარწუხებში მოქცეული, კორუფციაში ჩამხრჩვალი ავტორიტარიზმის განმტკიცება
ქართული პრესის მიმოხილვა 10.04.2025
თიბისი კონცეპტის მრავალფეროვანი სააღდგომო შეთავაზებები
ტერაბანკი და „შაინ ენერჯი“ მზის ელექტროსადგურების მშენებლობის მსურველებს მწვანე სესხს სთავაზობენ
თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური მიმოხილვა გამოაქვეყნა: აშშ-ის ტარიფები: ლარის კურსზე უფრო ნეიტრალური, ხოლო ზრდაზე ზომიერად უარყოფითი
Cashback-ის და Visa-ს სააღდგომო აქცია ლიბერთის მომხმარებლებისთვის
„თბილისის ბრიტანული საერთაშორისო სკოლის“ დამფუძნებელი ნათია ჯანაშია სკოლის თანამშრომლებს ღია წერილით მიმართავს
ბათუმში უძრავ ქონებაში ინვესტიცია: რა ქმნის რეალურ შემოსავალს?
trivo - ციფრული გადაწყვეტა საგადასახადო რისკების უკეთესად მართვისთვის
PSP ფარმას GDP სტანდარტთან შესაბამისობის სერტიფიკატი მეორედ მიენიჭა