საინფორმაციო სააგენტო ინტერპრესნიუსი

Tina Bokuchava: Ivanishvili is using the court for repression against people whose choice is Europe, be it Mikheil Saakashvili, Mzia Amaglobeli, doctors, actors or people of other professions
-4 minutes ago
02.05.2025 / 15:09

In Ivanishvili’s hands, the court has become the main symbol of injustice, which he uses for repression, for example against President Saakashvili, who has made a great contribution to the Europeanization of our country, as well as representatives of other spheres, - Tina Bokuchava, the chairwoman of the Unity National Movement, said regarding the trial of Mikheil Saakashvili.

123456789101112131415
(adsbygoogle = window.adsbygoogle || []).push({});
Profile
Mikheil Saakashvili
Former President of Georgia
Bidzina Ivanishvili
Former PM of Georgia
Tina Bokuchava
United National Movement faction chairwoman
Tea Tsulukiani
Vice Prime Minister, Minister of Culture, Sports and Youth of Georgia
57
Profile
Other news for today
გია ჯაფარიძე - მე და ჩემი ძმა არ ვაპირებთ ერთმანეთი დავამარცხოთ ამ არჩევნებში - მე და ჩემი ძმა ვართ ადიკოს ძმის კონკურენტები

მე და ჩემი ძმა ვართ ადიკოს ძმის კონკურენტები. მე და ჩემი ძმა არ ვაპირებთ ერთმანეთი დავამარცხოთ ამ არჩევნებში, - ასე უპასუხა „ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, გია ჯაფარიძემ ჟურნალისტის კითხვას, არის თუ არა მისი ძმის, ზურა ჯაფარიძის კონკურენტი, რომელიც „კოალიცია ცვლილებებისთვის“ ერთ-ერთი ლიდერია.

„მე და ჩემი ძმა არ ვართ ერთმანეთის კონკურენტები. მე და ჩემი ძმა ვართ ადიკოს ძმის კონკურენტები. მე და ჩემი ძმა არ ვაპირებთ ერთმანეთი დავამარცხოთ ამ არჩევნებში, მე და ჩემი ძმა ვაპირებთ ადიკოს ძმა დავამარცხოთ ამ არჩევნებში“, - განაცხადა გია ჯაფარიძემ.

ამასთან, როგორც გია ჯაფარიძემ აღნიშნა, „ერთიანობის“კოალიციის წევრები, ასევე მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ყოველთვის იყვნენ ერთიანობის მომხრე, რადგანაც მიაჩნიათ, რომ 26 ოქტომბრის არჩევნებისთვის ერთიანობას ალტერნატივა არ აქვს.

„ეს არჩევნები არ იქნება იდეოლოგიურ პლატფორმებს შორის გაჯიბრება, სამწუხაროდ, ძალიან გვინდა, რომ ასე იყოს, მაგრამ სამწუხაროდ, „ქართული ოცნების“ ხელში საქართველო დემოკრატიული სახელმწიფო აღარ არის. ჩვენი მიზანია დავამარცხოთ „ქართული ოცნება“, საქართველოში ავტორიტარული რეჟიმი, საქართველოო განვითარების, ევროპის კავშირში გაწევრიანების გზაზე დავაბრუნოთ“, - განაცხადა გია ჯაფარიძემ და აღნიშნა, რომ „კოალიციის“ გაფართოების მიმართულებით მუშაობა გაგრძელდება.

აღნიშნული განცხადებები გია ჯაფარიძემ პარტიის ოფისში გააკეთა, სადაც პარტიის ლიდერების, თინა ბოკუჩავას და გიორგი ვაშაძის აშშ-ში ვიზიტის მნიშვნელობაზე ისაუბრა. ვიზიტის კონტექსტში მან უპასუხა კითხვას, რატომ არ იმყოფება ამერიკის შეერთებულ შტატებში პარტიის ყოფილი თავმჯდომარე ლევან ხაბეიშვილიც.

„ლევან ხაბეიშვილი არის თბილისში, ჩვეულებრივად მონაწილეობს „ერთიანობის კოალიციის“ მუშაობაში. აშშ-ს „დემოკრატიული პარტიის ყრილობაზე იმყოფებიან თინა ბოკუჩავა და გიორგი ვაშაძე, როგორც „ნაციონალური მოძრაობის“ და „სტრატეგია აღმაშენებლის“ თავმჯდომარეები, ამავდროულად ისინი წარმოადგენენ კოალიცია „ერთიანობას“. ბუნებრივია, „დემოკრატიული პარტიის“ ყრილობაზე მთელი საქართველო ვერ ჩავა. ასეთ ყრილობებზე ადგილები არის ძალიან შეზღუდული“, - განაცხადა გია ჯაფარიძემ.

ვაჟა ბერიძე - ახლა მთავარია პოლიტიკური პროცესის რეანიმირება, პარტიების აკრძალვა შედეგს არ მოიტანს, მიუხედავად იმისა, რომ ოპოზიციამ უფრო მეტი მიუტევებელი შეცდომა დაუშვა, ვიდრე ხელისუფლებამ
ქართული პრესის მიმოხილვა 01.05.2025
ტაბახმელას ფერდი - ახალი მიზიდულობის ცენტრი
„თეთრმა კვადრატმა“ „პროკრედიტ ბანკთან“ და OTIS-ის ოფიციალურ პარტნიორ „მეპერსთან“ მინდელის პროექტზე თანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმა
ისარგებლეთ სპეციალური შეთავაზებით სუბურბან საგურამოში ლიმიტირებულ მიწის ნაკვეთზე
არქიში ერთ დღეში რეკორდული რაოდენობის - 201 ბინა გაიყიდა
იმპექსის სააფთიაქო ქსელმა მომხმარებელს KORRES-ის ინოვაციური ანტიასაკობრივი ხაზი Black Pine Primus წარუდგინა