საინფორმაციო სააგენტო ინტერპრესნიუსი

ზურაბ პოლოლიკაშვილი - მინდა, გავიგო რატომ გამოიწვიეს ჩემი კანდიდატურა, რის ფასად და ასე ჩუმად - ძალიან სერიოზული ბრალდებაა, ამიხსნან რა არის ანტისახელმწიფოებრივი ქმედება, რაც ჩავიდინე
-183 წუთის წინ
15.05.2025 / 22:58

მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის გენერალური მდივანი ზურაბ პოლოლიკაშვილი ითხოვს, საქართველოს მთავრობამ ახსნას, რატომ გამოიწვიეს მისი კანდიდატურა.

12345678910111213141516171819202122
1234567
ბიზნესისა და ეკონომიკის სიახლეები
პროფილი
ირაკლი კობახიძე
საქართველოს პრემიერ-მინისტრი
ირაკლი ოქრუაშვილი
თავდაცვის ყოფილი მინისტრი
სოზარ სუბარი
პარლამენტის წევრი
207
პროფილი
ახალი ამბების ტელევიზია
Video Player is loading.
Current Time 0:00
Duration -:-:-
Loaded: 0.00%
Stream Type LIVE
Remaining Time -:-:-
 
1x
დღის სხვა სიახლეები
თეა ახვლედიანმა აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონებში მცხოვრები კონფლიქტის შედეგად დაზარალებული მოსახლეობისთვის შექმნილი ერთიანი საინფორმაციო პორტალის პრეზენტაცია გამართა

სახელმწიფო მინისტრმა თეა ახვლედიანმა აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონებში მცხოვრები კონფლიქტის შედეგად დაზარალებული მოსახლეობისთვის შექმნილი ერთიანი საინფორმაციო პორტალის პრეზენტაცია გამართა. ინფორმაციას სახელმწიფო მინისტრის აპარატის პრესსამსახური ავრცელებს.

მათი ცნობით, ერთიანი საინფორმაციო პორტალის უმთავრესი დანიშნულებაა, ხელი შეუწყოს ოკუპირებულ რეგიონებში მცხოვრებ მოსახლეობას, მათთვის მოქმედ, საინტერესო პროგრამებსა და სერვისებში ჩართვისა და შესაბამისი ინფორმაციის მიღების გამარტივებაში.

„საქართველოს მთავრობის სამშვიდობო პოლიტიკის ერთ-ერთ უმთავრეს განზომილებად და უცვლელ პრიორიტეტად რჩება აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონებში მცხოვრებ მოსახლეობაზე ზრუნვა და მათი სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესება. სამშვიდობო ინიციატივებით გახსნილი შესაძლებლობების გაფართოებითა და შესაბამისი მექანიზმების განვითარებით, ჩვენი ძალისხმევა მიმართულია კონფლიქტით დაზარალებული ადამიანებისთვის უკეთესი მომავლის პერსპექტივის შეთავაზებაზე, რაც ადამიანზე და ფუნდამენტურ უფლებებზე ორიენტირებული მნიშვნელოვანი სამშვიდობო გზავნილია. იმის გათვალისწინებით, რომ საქართველოს ხელისუფლებას, სამწუხაროდ, დღემდე შეზღუდული აქვს წვდომა აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონებზე, ვფიქრობთ, ერთიანი საინფორმაციო პორტალის ამოქმედება შექმნის გამყოფი ხაზის მიღმა მყოფი ადამიანებისთვის, მათთვის საინტერესო ინფორმაციაზე გამარტივებული წვდომის საშუალებას, ისეთი მომსახურების თუ სარგებლის მიღების მიზნით, რაც უკავშირდება ჯანმრთელობის დაცვას, განათლებას, ბიზნესის განვითარებას, სამოქალაქო სერვისების მიღებას და სხვა სფეროებს. მსურს, კიდევ ერთხელ, გადავუხადო მადლობა ყველა კოლეგას და პარტნიორ ორგანიზაციას, ამ მნიშვნელოვანი წამოწყების განხორციელების პროცესში შეტანილი წვლილისთვის,“ - განაცხადა სახელმწიფო მინისტრმა თეა ახვლედიანმა.

სახელმწიფო მინისტრთან ერთად, შეკრებილ საზოგადოებას მიმართა პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, ტერიტორიული მთლიანობის აღდგენისა და დეოკუპაციის საკითხებთან დაკავშირებული დროებითი კომისიის თავმჯდომარემ გიორგი ვოლსკიმ.

ერთიანი საინფორმაციო პორტალის პრეზენტაციას, ასევე, ესწრებოდნენ პარლამენტის, სახელმწიფო უწყებების, საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსისა და საერთაშორისო ორგანიზაციების, სახალხო დამცველისა და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლები.

„პორტალი შეიქმნა სახელმწიფო მინისტრის აპარატის ინიციატივით, შესაბამის დარგობრივ სამინისტროებთან მჭიდრო უწყებათაშორისი თანამშრომლობით, სამოქალაქო საზოგადოების ჩართულობითა და საერთაშორისო პარტნიორების მხარდაჭერით. მისი სრულფასოვანი ამოქმედება ქართულ, ინგლისურ, აფხაზურ და ოსურ ენებზე სექტემბრიდან იგეგმება“,-აღნიშნულია ინფორმაციაში.

დავით ზურაბიშვილი - ჩვენ გვყავს ხელისუფლება, რომელსაც არ აქვს განცდა, რომ ქართული სახელმწიფოს ხელმძღვანელია
სოფიო ხორგუანი - როდესაც ჩიხში შედიხარ, უნდა დაბრუნდე უკან და მოძებნო ის გზა, რომელიც ჩიხს აგარიდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 15.05.2025
ქუთაისის მაკდონალდსი ახალ ეპოქაში - რემოდელინგი, რომელიც სტანდარტებს ცვლის
ვალუტის გაცვლა ახლა უკვე Scapp-შია – სვის კაპიტალი აპლიკაციის ფუნქციონალს აფართოებს
ბრემენის უნივერსიტეტსა და აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტს შორის თანამშრომლობის ფართო ხელშეკრულებას მოეწერა ხელი
Harmont & Blaine-მა თბილისში ახალი მონობრენდული მაღაზია გახსნა
PSP-სა და „MAGENTO“-ს სერტიფიცირებულ პარტნიორს „Bighorn Web Solution“ შორის ელ-კომერციის პლატფორმის სრულყოფილი განახლების კონტრაქტი გაფორმდა