საინფორმაციო სააგენტო ინტერპრესნიუსი

Rasa Juknevičienė: The Georgian regime is an example of the internal seizure of the state by the Kremlin, and this could also happen to EU members if we do not stop this infection in time
30.04.2025 / 17:30
30.04.2025 / 17:30

The Georgian regime is an example of the internal seizure of the state by the Kremlin, and this could also happen to EU members if we do not stop this infection in time, said MEP Rasa Juknevičienė, the European Parliament’s permanent rapporteur on Georgia, said at the meeting of the European People’s Party.

1234567891011121314151617
(adsbygoogle = window.adsbygoogle || []).push({});
Profile
Bidzina Ivanishvili
Former PM of Georgia
Salome Zurabishvili
President of Georgia
Irakli Kobakhidze
Georgian Dream chairman
57
Profile
Other news for today
გიორგი ტყემალაძის ხელმძღვანელობით თბილისის საკრებულოს დელეგაცია ერევანში იმყოფება

თბილისის საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი ტყემალაძე საკრებულოს წევრებთან ერთად სომხეთის დედაქალაქ ერევანში სამუშაო ვიზიტით იმყოფება.

თბილისის საკრებულოს ინფორმაციით, თბილისის წარმომადგენლობითი ორგანოს დელეგაცია სომხეთში ერევნის მუნიციპალიტეტის მიწვევით გაემგზავრა. ვიზიტის ფარგლებში თბილისის საკრებულოს დელეგაციის წევრები ერევნის მერის პირველ მოადგილეს, არმენ პამბუკჩიანს და მერის მოადგილეს, ლევონ ჰოვანისიანს შეხვდნენ. შეხვედრას საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი სომხეთის რესპუბლიკაში გიორგი შარვაშიძეც ესწრებოდა.

„შეხვედრაზე ერევნის მერის პირველმა მოადგილემ სომხეთისა და საქართველოს მეგობრულ და პარტნიორულ ურთიერთობებს გაუსვა ხაზი და განაცხადა, რომ ქართული დელეგაციის ვიზიტი დედაქალაქების მუნიციპალურ ორგანოებს შორის ურთიერთობის გაღრმავებას და გამოცდილების გაცვლას შეუწყობს ხელს. შეხვედრაზე მხარეებმა ხაზგასმით აღნიშნეს, რომ ვიზიტის ფარგლებში გამართული შეხვედრები და დისკუსიები ორი ქვეყნის მუნიციპალიტეტებს შორის თანამშრომლობისთვის ახალ შესაძლებლობებს შექმნის.

ამას გარდა, თბილისის საკრებულოს თავმჯდომარემ, გიორგი ტყემალაძემ, შეხვედრა სომხეთის რესპუბლიკაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიან ელჩთან, გიორგი შარვაშიძესთან, გამართა. გიორგი ტყემალაძემ ელჩს საქართველოს ახალი საელჩოს შენობის გახსნა მიულოცა და მას წარმატება უსურვა.

შეხვედრების დასრულების შემდეგ ქართული დელეგაცია ერევანში წიწერნაკაბერდის მემორიალურ კომპლექსს ეწვია. თბილისის საკრებულოს წევრებმა მემორიალი, რომელიც სომეხთა გენოციდის მსხვერპლთა ხსოვნას ეძღვნება, გვირგვინით შეამკეს.

თბილისის საკრებულოს თავმჯდომარე და დელეგაციის წევრები მესროპ მაშტოცის სახელობის ძველ ხელნაწერთა ინსტიტუტსაც ეწვივნენ და მატენადარანის დირექტორთან ერთად ძველი ხელნაწერების რესტავრაციის დეპარტამენტი მოინახულეს. აგრეთვე სომხური და უცხოენოვანი ხელნაწერების ნიმუშები, მუზეუმში განთავსებული მუდმივი და დროებითი გამოფენები დაათვალიერეს.

თბილისის საკრებულოს დელეგაციაში გიორგი ტყემალაძესთან ერთად საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე ზურაბ აბაშიძე, განათლებისა და კულტურის კომისიის თავმჯდომარე კახაბერ ლაბუჩიძე და სარევიზიო კომისიის თავმჯდომარე ლევან ჯაფარიძე იმყოფებიან“, - ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.

გიორგი ანთაძე - ოფიციალურ ციფრებს რომ გავყვეთ, მოსახლეობის მინიმუმ ნახევარი ოპოზიციურად არის განწყობილი, ბოლო მოვლენების ფონზე ეჭვი მეპარება, რომ ეს ხალხი დღეს ხელისუფლების მომხრე გამხდარიყო
ქართული პრესის მიმოხილვა 28.04.2025
ისარგებლეთ სპეციალური შეთავაზებით სუბურბან საგურამოში ლიმიტირებულ მიწის ნაკვეთზე
არქიში ერთ დღეში რეკორდული რაოდენობის - 201 ბინა გაიყიდა
იმპექსის სააფთიაქო ქსელმა მომხმარებელს KORRES-ის ინოვაციური ანტიასაკობრივი ხაზი Black Pine Primus წარუდგინა
დღეს „ავერსის“ სააფთიაქო ქსელი მთელი საქართველოს მასშტაბით მომხმარებელს ქეშბექ აქციას სთავაზობს
ქართველი სტომატოლოგებისა და სტუდენტებისთვის PSP-ს ექსკლუზიური პარტნიორის, იტალიური ბრენდის Curasept-ის ერთობლივი ღონისძიებები ჩატარდა