სამოქალაქო ავიაციის საერთაშორისო ორგანიზაცია „მალაიზიის ავიახაზების“ რეის MH17-ის ჩამოგდებაზე პასუხისმგებლობას რუსეთს აკისრებს, - ამის შესახებ განცხადებას ნიდერლანდების მთავრობა ავრცელებს.
შეიარაღებულმა პირმა დონალდ ტრამპის მხარდამჭერებთან შეხვედრის დროს შემაღლებული ადგილიდან რამდენიმე გასროლა განახორციელა, - ინფორმაციას CNN-ი სამართალდამცავ უწყებაზე დაყრდნობით ავრცელებს.
„ყოფილი პრეზიდენტის ტრამპის წინასაარჩევნო შეხვედრის დროს ბატლერში, პენსილვანიაში, სროლაში ეჭვმიტანილმა პირმა რამდენიმე გასროლა განახორციელა სცენის მიმართულებით, შეხვედრის გარეთ მდებარე შემაღლებული პოზიციიდან“, - აღნიშნულია სამართალდამცავი უწყების განცხადებაში.
მათივე ინფორმაციით, მსროლელის ლიკვიდაცია საიდუმლო სამსახურის თანამშრომლებმა განახორციელეს.
"საიდუმლო სამსახურმა სწრაფად უპასუხა დამცავი ზომებით და ყოფილი პრეზიდენტი, ტრამპი უსაფრთხოდაა. დაიღუპა შეხვედრის ერთი მონაწილე, ორი კი -მძიმედ დაშავდა. მიმდინარეობს ამ ინციდენტის გამოძიება. საიდუმლო სამსახურმა მომხდარის შესახებ FBI-ს შეატყობინა “, - განაცხადა საიდუმლო სამსახურის კომუნიკაციების ხელმძღვანელმა, ენტონი გულიელმიმ.