საინფორმაციო სააგენტო ინტერპრესნიუსი

ვოლოდიმირ ზელენსკი - ხუთშაბათს პუტინს თურქეთში პირადად დაველოდები
-207 წუთის წინ
11.05.2025 / 21:23

უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი აცხადებს, რომ 15 მაისს, ხუთშაბათს რუსეთის პრეზიდენტს ვლადიმერ პუტინს თურქეთში პირადად ელოდება.

12345678910111213141516171819202122
12345
ბიზნესისა და ეკონომიკის სიახლეები
პროფილი
შალვა პაპუაშვილი
პარლამენტის თავმჯდომარე
ილია II
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი
მამუკა ხაზარაძე
პოლიტიკური გაერთიანება „ძლიერი საქართველო - ლელო, ხალხისთვის, თავისუფლებისთვის“ ლიდერი
207
პროფილი
ახალი ამბების ტელევიზია
Video Player is loading.
Current Time 0:00
Duration -:-:-
Loaded: 0%
Stream Type LIVE
Remaining Time -:-:-
 
1x
დღის სხვა სიახლეები
ლილე ლიპარტელიანი - ხელშეკრულების შეწყვეტით, სახელმწიფომ და ადგილობრივმა თვითმმართველობამ დაკარგა ზედამხედველობის ბერკეტი და GWP-ის მიეცა შესაძლებლობა გაესხვისებინა წყლის რეზერვუარები

ხელშეკრულების შეწყვეტით, სახელმწიფომ და ადგილობრივმა თვითმმართველობამ დაკარგა ზედამხედველობის ბერკეტი და GWP-ის მიეცა შესაძლებლობა გაესხვისებინა წყლის რეზერვუარები. შედეგად თბილისის და მცხეთის მოსახლეობა უმძიმეს მდგომარეობაში აღმოჩნდა, - ამის შესახებ თბილისის საკრებულოს ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატმა, ლილე ლიპარტელიანმა განაცხადა.

მისი თქმით, სახელმწიფომ ზედამხედველობის ბერკეტი დაკარგა და GWP-მა წყლის რეზერვუარები სხვადასხვა დროს გაასხვისა.

„2008 წლის 14 მაისს შპს “ ჯორჯიან გლობალ იუთილითიზმა” შეისყიდა შპს "რუსთავწყალკანალის", შპს "საქწყალკანალის", შპს "მცხეთაწყალკანალის" და შპს "თბილისის წყლის" 100% წილი. ნასყიდობის სანაცვლოდ შპს "ჯორჯიან გლობალ იუთილითიზმა" ხელშეკრულებით 220 მილიონი აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარში ინვესტიციის ჩადების ვალდებულება აიღო. კერძოდ, თბილისის (მათ შორის შემოერთებულ სოფლებში) და მცხეთის უწყვეტად 24 საათის განმავლობაში, წყლით მომარაგების; თბილისის ადმინისტრაციულ საზღვრებში კანალიზაციის მტკვარში ჩადინების აღმოფხვრის, გარდაბნის საკანალიზაციო სისტემის განახლების და მოდერნიზაციის და ა. შ.

2019 წლის 15 აპრილს შედგა ოთხმხრივი შეთანხმება; "ჯორჯიან გლობალ იუთილითიზს" ვალდებულებები ჩაეთვალა შესრულებულად ისე, რომ რიგი ვალდებულებებისა შესრულებული ახლაც არ არის. 2008 წლის 14 მაისს დადებული ხელშეკრულება შეწყდა და ხელშეკრულების შეწყვეტას ხელს აწერს ეკონომიკის მინისტრი გიორგი ქობულია, სსიპ სახელმწიფო ქონების სააგენტოს დირექტორი გიორგი დუგლაძე, თბილისის მერი კახა კალაძე და "ჯორჯიან გლობალ იუთილითიზის" მხრიდან, რომლის ერთადერთი აქციონერი არის საქართველოს კაპიტალი, დირექტორთა საბჭოს, (დირექტორები ირაკლი გილაური, ეკატერინა შავგულიძე, ავთანდილ ნამიჩეიშვილი, გიორგი ვახტანგიშვილი) გადაწყვეტილებით ერთ-ერთი დირექტორი ავთანდილ ნამიჩეიშვილი.

ხელშეკრულების შეწყვეტის შემდეგ მოხდა GWP-ის ქონების გასხვისება:

ბარნოვის 1 ჩიხი 10 (სატუმბი სადგური, რეზერვუარი) -2229 კვ მეტრი, გაიყიდა 2019 წელს და მშენებლობის ნებართვაა გაცემული;

ლოტკინზე (რეზერვუარი)-15856 კვ მეტრი გაიყიდა 2020 წელს;

წყნეთი ახალდაბას ქუჩა ( რეზერვუარი)-1770 კვ მეტრი, გაიყიდა 2021 წელს;

წყნეთის გზაზე ეკლესიასთან( რეზერვუარი)-3185 კვ მეტრი, გაიყიდა 2021 წელს;

კრწანისის ქუჩის ბოლოს (რეზერვუარი)-4108 კვ მეტრი, გაიყიდა 2021 წელს;

ოქროყანა სამთავრობო აგარაკების მიმდებარედ-448 კვ მეტრი, გაიყიდა 2020 წელს;

ტაშკენტის ქუჩის ბოლოში-3683 კვ მეტრი, გაიყიდა 2020 წელს და ა.შ.

ხელშეკრულების შეწყვეტით, სახელმწიფომ და ადგილობრივმა თვითმმართველობამ დაკარგა ზედამხედველობის ბერკეტი, შედეგი სახეზეა: თბილისს და მცხეთას ორი დღეა წყალი არ მიეწოდება, მაგრამ პასუხისმგებელი არავინაა“, - განაცხადა ლილე ლიპარტელიანმა, რომლის კომენტარს „ნაციონალური მოძრაობის“ პრესსამსახური ავრცელებს.

ავთანდილ წულაძე - სი ძინ პინმა მოსკოვში ჩასვლით წერტილი დაუსვა კისინჯერის თეორიის განხორციელების ტრამპისეულ მცდელობებს, რომლის მიზანი იყო ჩინეთისაგან რუსეთის ჩამოშორება და მისი ჩინეთთან დაპირისპირება
ქართული პრესის მიმოხილვა 08.05.2025
ELT GROUP-მა ბათუმში, ამერიკულ Wyndham Hotel Group-თან პარტნიორობით, რეგიონში პირველი LA QUINTA BY WYNDHAM-ის სასტუმრო გახსნა
„უძველესი სავაჭრო გზებიდან მომავლის ბაზრებამდე 2035“ – მადრიდში ესპანურ-ქართული ბიზნესალიანსის გრძელვადიანი ხედვის პრეზენტაცია გაიმართა
„მთავარია გჯეროდეს“  - თიბისის ახალი გზავნილი
m²-ისა და „ფუნდუკის“ თანამშრომლობა ყოველდღიური ცხოვრების სტილისთვის
BGA-ს დამფუძნებლები ნათია თურნავასგან „საქართველოს კაპიტალის“ და მისი ხელმძღვანელის ქმედებების შესწავლას ითხოვენ
„ვისოლის“ გათამაშებაში პირველი წყვილი ავტომობილი  BMW X1 გორში მოიგეს