საინფორმაციო სააგენტო ინტერპრესნიუსი

ირაკლი კობახიძე - დასანანი იყო, რა მესიჯიც გავრცელდა პოლოლიკაშვილის მხრიდან - მისმა მესიჯმა, შინაარსის და ლექსიკის გათვალისწინებით, მყარად დაადასტურა, რომ ჩვენი გადაწყვეტილება იყო აბსოლუტურად მართებული
-233 წუთის წინ
15.05.2025 / 00:16

გაეროს სისტემაში ორჯერ მეტად არ ხდება ხოლმე ასეთ ხელმძღვანელ პოზიციებზე კანდიდატების არჩევა, ეს იყო ერთ-ერთი მიზეზი, რომ რატომ მესამედ, როცა

1234567891011121314151617181920212223
12345678
ბიზნესისა და ეკონომიკის სიახლეები
პროფილი
ირაკლი კობახიძე
საქართველოს პრემიერ-მინისტრი
ზაზა თავაძე
პარტია „გახარია საქართველოსთვის“ წევრი
ილია II
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი
მაკა ბოჭორიშვილი
საგარეო საქმეთა მინისტრი
207
პროფილი
ახალი ამბების ტელევიზია
Video Player is loading.
Current Time 0:00
Duration -:-:-
Loaded: 0%
Stream Type LIVE
Remaining Time -:-:-
 
1x
დღის სხვა სიახლეები
ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ ბოიკოტს უცხადებს და აღარ დაესწრება თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოსა და საკრებულოს კომისიების 2024 წლის სხდომებს

ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ ბოიკოტს უცხადებს და აღარ დაესწრება თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოსა და საკრებულოს კომისიების 2024 წლის სხდომებს.

ამის შესახებ ნათქვამია განცხადებაში, რომელსაც „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა” ავრცელებს.

„ქართული ოცნების” მიერ მიღებული „რუსული კანონი“ წინააღმდეგობაში მოდის საქართველოს კონსტიტუციის 78-ე მუხლთან - “კონსტიტუციურმა ორგანოებმა თავიანთი უფლებამოსილების ფარგლებში მიიღონ ყველა ზომა, ევროპის კავშირისა და ჩრდილოატლანტიკური ხელშეკრულების ორგანიზაციაში საქართველოს სრული ინტეგრაციის უზრუნველსაყოფად”, ეწინააღმდეგება საკუთრების და სამართლიანი ადმინისტრაციული წარმოების კონსტიტუციურ უფლებებს, კანონის უზენაესობისა და სამართლებრივი სახელმწიფოს პრინციპებს. საქართველოს დასავლური კურსის საბოტაჟს და უკიდურესად აზიანებს ქვეყნის საერთაშორისო სტატუსს.

ივანიშვილის რეჟიმმა წლების განმავლობაში ნაწარმოები სიძულვილის კამპანია ფიზიკურ ანგარიშსწორებებში გადაზარდა, ამჯერად, არამარტო პოლიტიკური ოპონენტების, არამედ, სამოქალაქო აქტივისტებისა და ნებისმიერი განსხვავებული აზრის მქონე ადამიანის მიმართ, რომელთაც ლაჩრულად, ჯგუფურად უსწორდება. უფრო მეტიც, მორალური ტერორის ქვეშ ამყოფებს ჩვენ არასრულწლოვან შვილებს და მოხუც მშობლებს. ასევე, მასობრივი საპროტესტო დემონსტრაციების მონაწილეების მიმართ, სანქცირებული მოსამართლეების მიერ მართული სასამართლოსა და საგამოძიებო ორგანოების გამოყენებით აწარმოებენ სისხლის სამართლისა და ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა სადამსჯელო ღონისძიებებს.

რუსული რეჟიმი შეუძლებელს ხდის ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების მუშაობას საქართველოს კონსტიტუციის, ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ ევროპული ქარტიის და საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ შესაბამისად.

თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ფრაქცია “ერთიანი ნაციონალური მოძრაობა” ზემოაღნიშნული გარემოებების გამო ბოიკოტს უცხადებს და აღარ დაესწრება თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოსა და საკრებულოს კომისიების 2024 წლის სხდომებს.

ფრაქცია აგრძელებს მუშაობას მუნიციპალიტეტის ინტერესების დასაცავად და ბოლომდე იბრძოლებს, რომ დედაქალაქის მოსახლეობა ინფორმირებული იყოს თბილისის ბიუჯეტის მიზნობრივ გამოყენებაზე და გვერდით დაუდგება ყველა მოქალაქეს, რომელიც ჩვენს თანადგომას საჭიროებს“,- ნათქვამია განცხადებაში.

დავით ზურაბიშვილი - ჩვენ გვყავს ხელისუფლება, რომელსაც არ აქვს განცდა, რომ ქართული სახელმწიფოს ხელმძღვანელია
სოფიო ხორგუანი - როდესაც ჩიხში შედიხარ, უნდა დაბრუნდე უკან და მოძებნო ის გზა, რომელიც ჩიხს აგარიდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 12.05.2025
ვალუტის გაცვლა ახლა უკვე Scapp-შია – სვის კაპიტალი აპლიკაციის ფუნქციონალს აფართოებს
ბრემენის უნივერსიტეტსა და აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტს შორის თანამშრომლობის ფართო ხელშეკრულებას მოეწერა ხელი
Harmont & Blaine-მა თბილისში ახალი მონობრენდული მაღაზია გახსნა
PSP-სა და „MAGENTO“-ს სერტიფიცირებულ პარტნიორს „Bighorn Web Solution“ შორის ელ-კომერციის პლატფორმის სრულყოფილი განახლების კონტრაქტი გაფორმდა
„სილქ როუდ ჯგუფის“ პრესსამსახურის განცხადება