საინფორმაციო სააგენტო ინტერპრესნიუსი

ანდრეი სიბიგა ანკარაში მარკო რუბიოს და ლინდსი გრეჰემს შეხვდა
-26 წუთის წინ
15.05.2025 / 04:30

უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი, ანდრეი სიბიგა აშშ-ის სახელმწიფო მდივანს, მარკო რუბიოს და სენატორ ლინდსი გრეჰემს ანკარაში შეხვდა, რათა სამშვიდობო ძალისხმევა

123456789101112131415161718192021222324
123456
ბიზნესისა და ეკონომიკის სიახლეები
პროფილი
მაკა ბოჭორიშვილი
საგარეო საქმეთა მინისტრი
ირაკლი კობახიძე
საქართველოს პრემიერ-მინისტრი
ზაზა თავაძე
პარტია „გახარია საქართველოსთვის“ წევრი
ილია II
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი
207
პროფილი
ახალი ამბების ტელევიზია
Video Player is loading.
Current Time 0:00
Duration 0:00
Loaded: 0%
Stream Type LIVE
Remaining Time 0:00
 
1x
დღის სხვა სიახლეები
ზურაბ ჭიაბერაშვილი - კობახიძის გუშინდელი განცხადება არის ტყუილი, რომელიც სჭირდება იმიტომ, რომ სხვა სათქმელი არაფერი აქვთ - ქართველი ხალხისა და მისი მეგობრების ინტერესში არ არის ჩიხში უფრო ღრმად შესვლა

ერთი რამ უნდა ვიცოდეთ, რომ ამერიკის შეერთებული შტატების ამ განცხადებას მოჰყვება ანალოგიური ნაბიჯები ევროკავშირის მხრიდან და შესაბამისად, ყველამ კარგად უნდა იცოდეს, რომ არავის, მათ შორის, ქართველი ხალხისა და მისი მეგობრების ინტერესში არ არის ჩვენი ყოფნა ჩიხში და ამ ჩიხში უფრო ღრმად შესვლა, რასაც კობახიძე აკეთებს თუნადაც იმ აბსოლუტურად ტყუილი განცხადებებით, - ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ საგარეო მიმართულების მდივანმა ზურაბ ჭიაბერაშვილმა განაცხადა, რითაც გამოეხმაურა, საქართველოს პრემიერ-მინისტრის ირაკლი კობახიძის მიერ გუშინ გავრცელებულ ინფორმაციას ევროკომისართან საუბრის და თავად ევროკომისარ ოლივერ ვარჰეის პასუხს.

ჭიაბერაშვილის შეფასებით, ირაკლი კობახიძის განცხადება არის სრული ტყუილი, რომელიც მას დასჭირდა იმიტომ, რომ ტყუილების მეტი სათქმელი აღარაფერი არ დარჩა.

„კობახიძის გუშინდელი განცხადება არის მორიგი ტყუილი - საქართველოს არც ერთი მეგობარი და პარტნიორი საქართველოს, ქართველ ხალხს და სამწუხაროდ, მის დღემდე მოქმედ მთავრობას, რომელიც ცალსახად რუსული რეჟიმია, ასე არ ელაპარაკება და ამ ენით არ ელაპარაკება. კობახიძეს ეს ტყუილი სჭირდება იმიტომ, რომ მათ სხვა მეტი არაფერი არ აქვთ სათქმელი ამ ტყუილების გარდა. მაგრამ ერთი რამ უნდა ვიცოდეთ, რომ შეერთებული შტატების ამ განაცხადს, მოჰყვება ანალოგიური ნაბიჯები ევროკავშირის მხრიდან და შესაბამისად, ყველამ კარგად უნდა იცოდეს, რომ არავის ინტერესში, მათ შორის, ქართველი ხალხისა და მისი მეგობრების ინტერესში არ არის ჩვენი ყოფნა ჩიხში და ამ ჩიხში უფრო ღრმად შესვლა, რასაც კობახიძე აკეთებს თუნადაც იმ აბსოლუტურად ტყუილი განცხადებებით, რაც მან გუშინ გააკეთა. ეს არ არის ენა, რომლითაც ჩვენი მეგობრები საუბრობენ, ისინი საუბრობენ ძალიან მკაფიოდ, ძალიან დიპლომატიური ენით, მაგრამ, ამავდროულად, თუკი დიპლომატიური ენა არ ესმით, ისინი, ასევე, ძალიან დიპლომატიური ენით აანონსებენ იმ ნაბიჯების შესახებ, რომლებიც ჩვენ ენტონი ბლინკენის განცხადებაში ვიხილეთ. ამიტომ, ევროკომისიის და ევროკომისრების შეურაცხყოფა იმ ტყუილით, რაც კობახიძემ გააკეთა, არის სრული აბსურდი. ამას არავითარი კავშირი არ აქვს სინამდვილესთან. ქართველი ხალხი არ აპირებს გადაიჩეხოს უფსკრულში, არ გადაიჩეხება და ამას არც საქართველოს მეგობრები დაუშვებენ“, - განაცხადა ჭიაბერაშვილმა.

მისი თქმით, „ქართული ოცნების“ წევრებს ახლა ისღა დარჩენიათ, რომ ბიძინა ივანიშვილს გაემიჯნონ.

„ქართულ ოცნებას“ და მის წევრებს ახლა აქვთ ერთადერთი არჩევანი, დროულად გაემიჯნონ ივანიშვილს და საკუთარი თავიც და, პირველი რიგში, ქვეყანა, თუკი პატრიოტიზმის ნატამალი შერჩენიათ, იხსნან სიტუაციის კიდევ უფრო დამძიმებისგან.

ივანიშვილის პროპაგანდისტული მანქანა, რა თქმა უნდა, კვლავაც ცდილობს, რომ აბსურდული კითხვებით გადაფაროს ის, რაც გამოაცხადა ენტონი ბლინკენმა წუხელ და რაც არის შეერთებული შტატების ოფიციალური პოზიცია. საქმე არ ეხება კონკრეტულ კანონს, მკაფიოდ არის ნათქვამი, რომ „რუსული კანონი“ არის ერთ-ერთი ინსტრუმენტი დემოკრატიისთვის ძირის გამოთხრაში. ნახსენებია 2012 წელი და ჩვენ ვხედავთ ამ პერიოდიდან ძირის გამოთხრას დემოკრატიისთვის. ამიტომ, დისკუსია გასცდა ამ საშინელი კანონის ფარგლებს და ლაპარაკია იმაზე, რომ ივანიშვილის რუსული რეჟიმი, მათ შორის, მისი პროპაგანდისტული მედიასაშუალებების განვითარებით, ცდილობს ჩაახშოს ქართველი ხალხის ნება, რომელიც არის ურყევი და მტკიცე, რომ საქართველო იქნება დემოკრატია და იქნება ევროკავშირისა და ნატო-ს წევრი“,- განაცხადა ჭიაბერაშვილმა.

დავით ზურაბიშვილი - ჩვენ გვყავს ხელისუფლება, რომელსაც არ აქვს განცდა, რომ ქართული სახელმწიფოს ხელმძღვანელია
სოფიო ხორგუანი - როდესაც ჩიხში შედიხარ, უნდა დაბრუნდე უკან და მოძებნო ის გზა, რომელიც ჩიხს აგარიდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 12.05.2025
ვალუტის გაცვლა ახლა უკვე Scapp-შია – სვის კაპიტალი აპლიკაციის ფუნქციონალს აფართოებს
ბრემენის უნივერსიტეტსა და აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტს შორის თანამშრომლობის ფართო ხელშეკრულებას მოეწერა ხელი
Harmont & Blaine-მა თბილისში ახალი მონობრენდული მაღაზია გახსნა
PSP-სა და „MAGENTO“-ს სერტიფიცირებულ პარტნიორს „Bighorn Web Solution“ შორის ელ-კომერციის პლატფორმის სრულყოფილი განახლების კონტრაქტი გაფორმდა
„სილქ როუდ ჯგუფის“ პრესსამსახურის განცხადება