საინფორმაციო სააგენტო ინტერპრესნიუსი

დონალდ ტრამპის განცხადებით, მაიკ უოლცს გაეროში აშშ-ის ელჩად წარადგენს, ხოლო ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში მრჩევლის მოვალეობებს დროებით მარკო რუბიო შეასრულებს
28 წუთის წინ
01.05.2025 / 23:04

მაიკ უოლცი ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში ტრამპის მრჩევლის თანამდებობას ტოვებს და გაეროში აშშ-ის ელჩის

123456789101112131415161718192021
1234567
ბიზნესისა და ეკონომიკის სიახლეები
პროფილი
თინათინ ხიდაშელი
თავდაცვის ყოფილი მინისტრი
ირაკლი კობახიძე
საქართველოს პრემიერ-მინისტრი
ბიძინა ივანიშვილი
საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრი
ირაკლი ღარიბაშვილი
"ქართული ოცნების" თავმჯდომარე
207
პროფილი
ახალი ამბების ტელევიზია
Video Player is loading.
Current Time 0:00
Duration -:-:-
Loaded: 0.00%
Stream Type LIVE
Remaining Time -:-:-
 
1x
დღის სხვა სიახლეები
ლიეტუვის სეიმი ევროკავშირის ინსტიტუტებს მოუწოდებს, პრეზიდენტის ვეტოს დაძლევის შემთხვევაში,  საქართველოს მთავრობის წინააღმდეგ საპასუხო ზომები განიხილონ

ლიეტუვის სეიმი ევროკავშირის ინსტიტუტებს მოუწოდებს, პრეზიდენტის ვეტოს დაძლევის შემთხვევაში საქართველოს მთავრობის წინააღმდეგ საპასუხო ზომები განიხილონ. ამის შესახებ ლიეტუვის პარლამენტის (სეიმი) მიერ “საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის შესახებ” მიღებულ რეზოლუციაში აღნიშნული.

“[ლიეტუვის პარლამენტი] ღრმა შეშფოთებას გამოხატავს “უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ” საქართველოს პარლამენტის მიერ მიღებულ კანონთან დაკავშირებით, რომელიც არასამთავრობო ორგანიზაციებისა და სამოქალაქო საზოგადოების აქტივობების შეზღუდვას ისახავს მიზნად და შინაარსით უდრის რუსეთის ფედერაციის “უცხოური აგენტების კანონს” და არ შეესაბამება ევროპულ ღირებულებებსა და დემოკრატიულ პრინციპებს;

[ლიეტუვის პარლამენტი] მწუხარებას გამოთქვამს, რომ საქართველოს მთავრობის ქმედებები არ შეესაბამება ქართული საზოგადოების მისწრაფებებს და ევროკავშირსა და ნატოში გაწევრიანების ქვეყნის მიერ გამოცხადებულ მიზნებს და შესაძლოა სერიოზული გრძელვადიანი შედეგები ჰქონდეს ქვეყნის გეოპოლიტიკური ორიენტაციისა და დემოკრატიისთვის;

[ლიეტუვის პარლამენტი] მხარდაჭერას გამოხატავს საქართველოს საზოგადოებისადმი მათი სამოქალაქო პოზიციისა თავისუფლად გამოხატვისა და მათი ქვეყნის ევროპული მომავლის დაცვაში;

[ლიეტუვის პარლამენტი] მკაცრად გმობს მშვიდობიანი დემონსტრანტებისა და დემონსტრაციის გამშუქებელი ჟურნალისტების წინააღმდეგ ძალადობის გამოყენებას, ისევე როგორც ცილისწამების, დაშინებისა და პირდაპირი ფიზიკური ძალადობის ორგანიზებულ კამპანიებს სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლების წინააღმდეგ, ხაზს უსვამს, რომ მსგავსი ქმედებები, რომლებიც მშვიდობიანი შეკრებების და გამოხატვის თავისუფლების ჩახშობას ისახავს მიზნად, არის მიუღებელი, განსაკუთრებით კი ევროკავშირის კანდიდატ ქვეყანაში;

[ლიეტუვის პარლამენტი] გახსენებთ, რომ საქართველოს მთავრობის მმართველ უმრავლესობას მოუწევს ისეთ ქმედებებზე პასუხისმგებლობის აღება, რომლებიც დემოკრატიული საზოგადოების პრინციპებს არღვევს და ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნისთვის ჩამოთვლილ პოლიტიკურ კრიტერიუმებს არ შეესაბამება;

[ლიეტუვის პარლამენტი] საქართველოს პარლამენტს მოუწოდებს გაიწვიოს “უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ” მიღებული კანონი, უზრუნველყოს შეკრების თავისუფლება და გამოხატვის თავისუფლება, ხელი შეუწყოს ქვეყნის სამოქალაქო საზოგადოებას, მასთან დიალოგში შევიდეს, ევროკავშირსა და ნატოში შემდგომი ინტეგრაციის შესახებ კონსტიტუციური ვალდებულება დაიცვას და საჭირო რეფორმები გააგრძელოს;

[ლიეტუვის პარლამენტი] ევროკავშირის ინსტიტუტებს მოუწოდებს საპასუხო ზომების შესაძლებლობა განიხილონ იმ შემთხვევაში თუ საქართველოს მთავრობა უარყოფს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის ვეტოს, გააგრძელებს ამ კანონის ჩანერგვას, და გააგრძელებს სამოქალაქო საზოგადოების დევნას”, - ნათქვამია რეზოლუციაში.

ვაჟა ბერიძე - ახლა მთავარია პოლიტიკური პროცესის რეანიმირება, პარტიების აკრძალვა შედეგს არ მოიტანს, მიუხედავად იმისა, რომ ოპოზიციამ უფრო მეტი მიუტევებელი შეცდომა დაუშვა, ვიდრე ხელისუფლებამ
ქართული პრესის მიმოხილვა 01.05.2025
ისარგებლეთ სპეციალური შეთავაზებით სუბურბან საგურამოში ლიმიტირებულ მიწის ნაკვეთზე
არქიში ერთ დღეში რეკორდული რაოდენობის - 201 ბინა გაიყიდა
იმპექსის სააფთიაქო ქსელმა მომხმარებელს KORRES-ის ინოვაციური ანტიასაკობრივი ხაზი Black Pine Primus წარუდგინა
დღეს „ავერსის“ სააფთიაქო ქსელი მთელი საქართველოს მასშტაბით მომხმარებელს ქეშბექ აქციას სთავაზობს
ქართველი სტომატოლოგებისა და სტუდენტებისთვის PSP-ს ექსკლუზიური პარტნიორის, იტალიური ბრენდის Curasept-ის ერთობლივი ღონისძიებები ჩატარდა