საინფორმაციო სააგენტო ინტერპრესნიუსი

Шалва Папуашвили – Внесением поправок в Закон „О грантах“ создается система, когда согласие должен получить донор, а не НПО – Это будет согласие не на получение гранта, а не его выдачу
-2 минут назад
08.04.2025 / 10:25

Внесением поправок в Закон „О грантах“ создается система, когда согласие должен получить донор, а не НПО –

12345678910111213141516171819202122232425
Другие новости на сегодня
საპატრიარქო - 17 მაისს, ოჯახის სიწმინდის დღეს ქაშვეთის ტაძარში პარაკლისი აღევლინება, რის შემდეგაც საზეიმო მსვლელობა გაიმართება

საპატრიარქოს ინფორმაციით, 17 მაისს, 12:00 საათზე, სამღვდელოება და მრევლი ქაშვეთის წმინდა გიორგის სახელობის ტაძარში შეიკრიბება, სადაც 13:00 საათზე საპატრიარქო ტახტის მოსაყდრე, შიო (მუჯირი), სამღვდელოებასთან ერთად, აღასრულებს მცირე პარაკლისს, რომლის დასრულების შემდეგაც მოეწყობა საზეიმო ლოცვითი მსვლელობა სამების სახელობის ტაძრისკენ.

„ბოლო ათი წელია, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, უწმინდესისა და უნეტარესის, ილია II-ის ლოცვა-კურთხევითა და ინიციატივით, ჩვენს ქვეყანაში ოჯახის სიწმინდისა და მშობლების პატივისცემის დღე აღინიშნება.

ოჯახი და ტრადიციების პატივისცემა ის ფუნდამენტური ფასეულობებია, რომელთა დაცვასა და სიწმინდეზე დგას ღირსეული ქვეყნისა და თითოეული მოქალაქის სიმტკიცე. ნიშანდობლივია, რომ ოჯახის სიწმინდის დაცვა როგორც ქრისტიანების, ისე სხვა სარწმუნოების მიმდევართათვის მეტად მნიშვნელოვანია, რადგან სწორედ ჯანსაღი ოჯახი არის ძლიერი და ტრადიციების ერთგული სახელმწიფოს სახე და საფუძველი.

წელსაც, ტრადიციულად, სასულიერო პირები და მრავალრიცხოვანი მრევლი აწყობენ ლოცვით მსვლელობას ამ დღესთან დაკავშირებით.

2024 წლის 17 მაისს, 12:00 საათზე სამღვდელოება და მრევლი ქაშვეთის წმინდა გიორგის სახელობის ტაძარში შეიკრიბება, სადაც 13:00 საათზე საპატრიარქო ტახტის მოსაყდრე, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტი შიო (მუჯირი), სამღვდელოებასთან ერთად, აღასრულებს მცირე პარაკლისს, რომლის დასრულების შემდეგ მოეწყობა საზეიმო ლოცვითი მსვლელობა ყოვლადწმინდა სამების სახელობის საპატრიარქო ტაძრისკენ, სადაც მსვლელობის ბოლოს შესრულდება სამადლობელი პარაკლისი.

გავერთიანდეთ და სადღესასწაულო სულისკვეთებით ვილოცოთ ჩვენი ოჯახების სიმტკიცის, სიწმინდის, ქვეყნის ძლიერებისა და მშვიდობისათვის!“ - ნათქვამია საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

ლევან ალაფიშვილი - ცესკო-ს თავმჯდომარემ მიიღო გადაწყვეტილება, რომლითაც არჩევნებზე დაკვირვება, უბრალოდ შეუძლებელია
ქართული პრესის მიმოხილვა 07.04.2025
ჰარვარდის უნივერსიტეტი კავკასიის უნივერსიტეტთან თანამშრომლობით აღმასრულებელი ლიდერობის პროგრამას იწყებს
სილქნეტი „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ იანვარი-მარტის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
რეალური თუ ყალბი QLED ტელევიზორები? Samsung-ის კონკურენტი ჩინური კომპანიები სამართლებრივ დავაში აღმოჩნდნენ