საინფორმაციო სააგენტო ინტერპრესნიუსი

ახალი ამბების ტელევიზია
Video Player is loading.
Current Time 0:00
Duration 0:00
Loaded: 0%
Stream Type LIVE
Remaining Time 0:00
 
1x
დღის სხვა სიახლეები
ირაკლი ზარქუა - უსამშობლოების სია უნდა გაკეთდეს, რომლებსაც არ სწამთ ღმერთის, ქვეყნის - mona.ge-ზე განსხვავებული აზრის მქონეების აფიშირება ხდება, ჩვენ ასე არ ვაკეთებთ, რუსული ფულით დაფინანსებული „ჩახდილების" და ხოშტარიას პროექტში არ აგერიოთ

უსამშობლოების სია უნდა გაკეთდეს, რომლებსაც არ სწამთ არც ღმერთის, არც მშობლის, არც ქვეყნის, არაფრის - mona.ge-ზე განსხვავებული აზრი ვისაც აქვს, იმის აფიშირება ხდება, ჩვენ ასე არ ვაკეთებთ, ასე რომ, ბოლშევიკური რუსული ფულით დაფინანსებული "ჩახდილების" და ხოშტარიას პროექტში არ აგერიოთ, - ამის შესახებ "ქართული ოცნების" დეპუტატმა, ირაკლი ზარქუამ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, რითაც ე.წ. მონაცემთა ბაზის შექმნასთან დაკავშირებით პარლამენტის თავმჯდომარის განცხადება შეაფასა.

მისივე თქმით, მმართველი გუნდი ცდილობს პარტიულ ჭრილში შექმნას რეესტრი, სადაც „ის უსამშობლოები მოხვდებიან, რომლებიც აბულინგებენ და შეურაცხყოფას აყენებენ საზოგადოებას, მათ შორის, ფეხბურთელებს".

„იმ უსამშობლოების სია უნდა გაკეთდეს, რომლებსაც არ სწამთ არც ღმერთის, არც მშობლის, არც ქვეყნის, არაფრის, რომ საზოგადოებამ იცოდეს, ვინ დგას და ვინ არის ორგანიზატორი ამ ანტიქართული, ანტისახელმწიფოებრივი ქმედებების. ამაზეა საუბარი. რაც შეეხება იმ ბოლშევიკურ მიდგომას, რაც აქვს mona.ge-ს, mona.ge-ზე განსხვავებული აზრი ვისაც აქვს, იმის აფიშირება ხდება, ჩვენ ასე არ ვაკეთებთ. განსხვავებულო აზრი უნდა ჰქონდეს ნებისმიერს. ჩვენ ვამბობთ, რომ ის ვინც აბულინგებს საზოგადოებს, შეურაცხყოფს, ის ვინც ეკლესიას უტევს, ის ვინც საჯაროდ გამოდის და დამხობისკენ მოუწოდებს, მათი სახელი და გვარები იყოს იდენტიფიცირებული. ასე რომ ბოლშევიკური რუსული ფულით დაფინანსებული "ჩახდილების" და ხოშტარიას პროექტში არ აგრიოთ," - განაცხადა ზარქუამ.

ცნობისთვის, პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა ბრიფინგზე განაცხადა, რომ "ქართული ოცნების პოლიტსაბჭოს" გადაწყვეტილებით, შეიქმნება მონაცემთა ბაზა, სადაც თავს მოიყრის ინფორმაცია იმ პირების შესახებ, რომლებიც ძალადობაში, სხვა კანონსაწინააღმდეგო ქმედებებში, მუქარასა და შანტაჟში არის ჩართული, ან ამგვარ ქმედებებს საჯაროდ იწონებენ.

ავთანდილ წულაძე - სი ძინ პინმა მოსკოვში ჩასვლით წერტილი დაუსვა კისინჯერის თეორიის განხორციელების ტრამპისეულ მცდელობებს, რომლის მიზანი იყო ჩინეთისაგან რუსეთის ჩამოშორება და მისი ჩინეთთან დაპირისპირება
ქართული პრესის მიმოხილვა 08.05.2025
ELT GROUP-მა ბათუმში, ამერიკულ Wyndham Hotel Group-თან პარტნიორობით, რეგიონში პირველი LA QUINTA BY WYNDHAM-ის სასტუმრო გახსნა
„უძველესი სავაჭრო გზებიდან მომავლის ბაზრებამდე 2035“ – მადრიდში ესპანურ-ქართული ბიზნესალიანსის გრძელვადიანი ხედვის პრეზენტაცია გაიმართა
„მთავარია გჯეროდეს“  - თიბისის ახალი გზავნილი
m²-ისა და „ფუნდუკის“ თანამშრომლობა ყოველდღიური ცხოვრების სტილისთვის
BGA-ს დამფუძნებლები ნათია თურნავასგან „საქართველოს კაპიტალის“ და მისი ხელმძღვანელის ქმედებების შესწავლას ითხოვენ
„ვისოლის“ გათამაშებაში პირველი წყვილი ავტომობილი  BMW X1 გორში მოიგეს