This is a modal window.
Beginning of dialog window. Escape will cancel and close the window.
End of dialog window.
“ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარესთან, ლევან ხაბეიშვილთან, რომელიც ინგოროყვას სახელობის კლინიკაშია მოთავსებული, ოპოზიციონერი პოლიტიკოსები მივიდნენ.
ადგილზე იმყოფება პარტიის ადვოკატი ვანო პეტრიაშვილი.
სწორედ მის შეშვებას ითხოვდნენ ლევან ხაბეიშვილთან "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წევრები. მცირე კამათის შემდეგ, ადვოკატი ხაბეიშვილთან შეუშვეს. პარტიის წევრების განცხადებით, ნაცემი პოლიტიკოსი კლინიკაში პატრულის თანამშრომლებმა შეიყვანეს.