საინფორმაციო სააგენტო ინტერპრესნიუსი

Генеральным директором «Грузинской железной дороги» назначен Лаша Абашидзе
-4 минут назад
07.05.2025 / 12:16

Новым генеральным директором «Грузинской железной дороги» назначен Лаша Абашидзе. Как пишет BPN,

12345678910111213141516
Другие новости на сегодня
ირაკლი ღარიბაშვილი - საპატრიარქოს განცხადების პათოსს ვიზიარებ - ეკლესიას ერის პულსზე აქვს ხელი დადებული და კარგად გრძნობს იმ საფრთხეებს, რაც ქვეყანაშია

ჩვენს საპატრიარქოს და ეკლესიას ყოველთვის სწორი პოზიცია ჰქონდა, რადგან ისინი ჭეშმარიტებას იცავენ - ეკლესიას ერის პულსზე აქვს ხელი დადებული და კარგად გრძნობს იმ საფრთხეებს, რაც ქვეყანაშია, ამიტომ, საჭიროა სიმშვიდე, გონიერება და სიმტკიცე,- ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი ღარიბაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, რითაც გამოეხმაურა საპატრიარქოს განცხადებას, რომ „საზოგადოებაში არსებული დაპირისპირების ხაზი დღეს ფასეულობების წინააღმდეგ ბრძოლისა და სახელმწიფოს სუვერენიტეტის ველზე გადის“.

ღარიბაშვილი ამბობს, რომ საპატრიარქოს განცხადების პათოსს იზიარებს.

„ჩვენი საზოგადოების 85% მართლმადიდებელი ქრისტიანია. რა თქმა უნდა, ყველა სარწმუნოებას პატივს ვცემთ. მრავალ რელიგიური, მრავალეთნიკური საზოგადოება ვართ. მაგრამ ჩვენი წამყვანი სარწმუნოება, რელიგია მართლმადიდებელი ქრისტიანობაა, რამაც ჩვენი ხალხი, ჩვენი ქვეყანა მოიყვანა დღემდე. ეს ჭეშმარიტებაა. ჩვენს საპატრიარქოს და ეკლესიას ყოველთვის ჰქონდა სწორი პოზიცია, რადგან ისინი ჭეშმარიტებას იცავენ. იცავენ სიმართლეს. ეკლესია, საპატრიარქო საზოგადოებას ყოველთვის სწორი პოზიციის დაკავებისკენ მოუწოდებს. გუშინდელი განცხადება მორიგი სიმართლის განცხადება იყო. მივესალმები ამ განცხადებას, მის შინაარს და პათოსს ვიზიარებ. საზოგადოებას დღეს სჭირდება სიმშვიდე, გონიერება და აუცილებელია, მშვიდად, მტკიცედ გავიაროთ ის პატარა განსაცდელი, რომელიც ახლა არის ქვეყანაში და საერთოდ, რეგიონში და მსოფლიოში. ძალიან რთული ვითარებაა, მეგობრებო, არ შეიძლება ამის ლოკალიზება, ამის დაყვანა რაღაც ვიწროპარტიულ გაუგებრობაზე. აქ საუბარი არ არის იმაზე, რომ რადიკალურ ოპოზიციას რაღაც დღის წესრიგი აქვს და ჩვენ გვიპირისპირდება რაღაცების გამო. აქ საუბარია ქვეყნის გადარჩენა-არ გადარჩენაზე. ღმერთმა დაიფაროს და ქვეყანაში რამე რომ შეცვლილიყო, დღეს ქვეყანა აღარ გვექნებოდა. 2-3 წლის წინ წარმატებისთვის რომ მიეღწიათ და გადატრიალება მოეხდინათ, ქვეყანა აღარ იქნებოდა. რუსული ჯარი იქნებოდა შემოსული. ომი და უბედურება იქნებოდა, გავრცელდებოდა მთელ ტერიტორიაზე. რა იყო სააკაშვილის შემოსვლის მიზანი - რევოლუცია და ომის გადმოტანა, მეორე ფრონტის გახსნა ქვეყანაში. ეს საზოგადოებამ კარგად იცის, კარგად იცის საპატრიარქომ, ეკლესიამ. რადგან ეკლესიას ერის პულსზე აქვს ხელი დადებული და კარგად გრძნობს იმ საფრთხეებს, რაც ქვეყანაშია. ამიტომ, საჭიროა სიმშვიდე, გონიერება და სიმტკიცე“,- განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

ცნობისთვის, საქართველოს საპატრიარქოს მიერ გავრცელებული ინფორმაციით, „საზოგადოებაში არსებული დაპირისპირების ხაზი დღეს ფასეულობების წინააღმდეგ ბრძოლისა და სახელმწიფოს სუვერენიტეტის ველზე გადის“.

როგორც განცხადებაშია ნათქვამი, აღნიშნული მოვლენები განსახილველია პოლიტიკურ, ეკონომიკურ, სტრატეგიულ და მრავალ სხვა ჭრილში.

„უახლეს ისტორიაში ჩვენი ქვეყნის წინსვლა დაფუძნებული უნდა იყოს წმინდა ილია მართლის სიტყვებზე: “მამული, ენა, სარწმუნოება”, - აღნიშნულია განცხადებაში.

ვახტანგ ძაბირაძე - სამწუხაროდ, არა ვარ დარწმუნებული, რომ აშშ-ს სენატის მიერ „მეგობარი აქტის“ მიღებაზე „ქართულ ოცნებას“ ადეკვატური რეაქცია ექნება
რა არის შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის „მენეჯმენტისა და ინფორმაციული ტექნოლოგიების“ ორმაგი დიპლომის სამაგისტრო პროგრამის უპირატესობა? - ინტერვიუ პროგრამის ხელმძღვანელთან
ქართული პრესის მიმოხილვა 05.05.2025
აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტში ახალი სახელმძღვანელოს „რომის სამართლის საფუძვლები“ პრეზენტაცია გაიმართა
ყაზბეგში „ვინჩეროს“ ახალი ფილიალი გაიხსნა
სილქნეტი: წლის დასაწყისიდან „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდმა“ 144 ათასი ლარის მხარდაჭერა გაუწია დაჭრილ სამხედროებსა და ვეტერანებს