საინფორმაციო სააგენტო ინტერპრესნიუსი

ანდრეი სიბიგა ანკარაში მარკო რუბიოს და ლინდსი გრეჰემს შეხვდა
-69 წუთის წინ
15.05.2025 / 04:30

უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი, ანდრეი სიბიგა აშშ-ის სახელმწიფო მდივანს, მარკო რუბიოს და სენატორ ლინდსი გრეჰემს ანკარაში შეხვდა, რათა სამშვიდობო ძალისხმევა

123456789101112131415161718192021222324
123456
ბიზნესისა და ეკონომიკის სიახლეები
პროფილი
მაკა ბოჭორიშვილი
საგარეო საქმეთა მინისტრი
ირაკლი კობახიძე
საქართველოს პრემიერ-მინისტრი
ზაზა თავაძე
პარტია „გახარია საქართველოსთვის“ წევრი
ილია II
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი
207
პროფილი
ახალი ამბების ტელევიზია
Video Player is loading.
Current Time 0:01
Duration -:-:-
Loaded: 0.00%
Stream Type LIVE
Remaining Time -:-:-
 
1x
დღის სხვა სიახლეები
სალომე სამადაშვილი - აუცილებლად მიმაჩნია ნარკოლოგიური შემოწმება გაიაროს ოდიშარიამ და მეგრელიშვილმა, ამ მოთხოვნით მივმართავ ბატონ პაპუაშვილს

„ლელოს“ ერთ-ერთი ლიდერი, სალომე სამადაშვილი მოითხოვს, რომ აუცილებლად ჩაიტაროს ნარკოლოგიური შემოწმება ბექა ოდიშარიამ და ვახტანგ მეგრელიშვილმა. სამადაშვილმა პლენარულ სხდომაზე ამ მოთხოვნით მიმართა პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილს.

„ქართული ოცნების“ ქალთა სიძულვილის ნიშნით შერჩეული ქვედანაყოფის წარმომადგენელს მივმართავ კითხვით, რომელიც ახლა ტრიბუნასთან დგას, პირველ რიგში, პასუხი უნდა გასცეთ საზოგადოებას შემდეგ კითხვაზე, ამ პარლამენტში ოპოზიციის არცერთი ინიციატივა არათუ დაჩქარებული წესით, საერთოდ არ შედის დღის წესრიგში, ქალების სიძულვილის ინიციატივა, რომელიც წარმოადგინეთ, რა გადაუდებელ აუცილებლობას წარმოადგენს, რომ დაჩქარებული წესით მიიღება ამ პარლამენტში? თქვენთან შეკითხვა მაქვს, როგორც პარლამენტის წევრთან, მიგაჩნიათ თუ არა, რომ გუშინ ამ დარბაზში გაკეთებული წარმოუდგენელი შეურაცხმყოფელი განცხადებები, რომელიც მოვისმინეთ თქვენი კოლეგა მეგრელიშვილისგან და ბექა ოდიშარიასგან, იმსახურებს თუ არა იმას, რომ ამ ორმა ადამიანმა დღესვე გაიაროს ნარკოლოგიური შემოწმება, რომ ქართველმა ხალხმა იცოდეს, ქართველ ქალებს პარლამენტში ფხიზელ მდგომარეობაში ებრძვიან უმრავლესობის წევრები. თქვენ უმრავლესობის ნაწილი ხართ უკვე ბატონო სანდო, უმრავლესობის ქვედანაყოფი ხართ. ფხიზელ მდგომარეობაში ებრძვიან ქართველ ქალებს ამ დარბაზში თუ არა? მე მაგალითად, აუცილებლად მიმაჩნია ნარკოლოგიური შემოწმება გაიაროს ოდიშარიამაც და თქვენმა კოლეგა მეგრელიშვილმაც დღესვე. ამ მოთხოვნით მივმართავ ბატონ პაპუაშვილს“,-მიმართა სამადაშვილმა ტრიბუნასთან მყოფ სანდრო რაქვიაშვილს.

ამასთან, ბექა ოდიშარიაზე საუბრისას სამადაშვილმა განაცხადა, რომ დარწმუნებულია," ოდიშარია ნარკოტიკს მოიხმარს".

„ეს შეკითხვა მაქვს ბექა ოდიშარიასთან დაკავშირებით, ძალიან ლეგიტიმური შეკითხვაა, მესმის, რომ ოდიშარიას იცავთ, გასაგებია, მაგრამ ქართველი ხალხისთვის უფრო შეურაცხმყოფელი მოვლენა, რაც გუშინ პარლამენტში მოხდა, არ მახსენდება. მე მოვითხოვ, ოდიშარია შემოწმდეს, ნარკოლოგიური ტესტი გაიაროს, რომ საზოგადოებამ იცოდეს, ფხიზელი არის - მას თანამდებობებიც უკავია. მათ შორის, ძალიან მნიშვნელოვანია, თქვენი პოლიტიკის შედეგად, რომ ჩვენი ქვეყანა ქართველებისგან დაიცალა თქვენი რუსების დაკვეთით, რუსების დიდხნიან ოცნებას ასრულებთ, საქართველო ქართველების გარეშე გინდათ დატოვოთ. 250 000 ქართველი თქვენი პოლიტიკის შედეგად ამ ქვეყნიდან წავიდა, მათთან, დიასპორასთან ურთიერთობები ჩაბარებული აქვს აი, ამ არსებას, მე არ ვიცი მას რა უნდა ვუწოდო, რომელმაც გუშინ, საქართველოს პარლამენტში წარმოუდგენელი რამ იკადრა. მოვითხოვ, ის შემოწმდეს, ნარკოლოგიური შემოწმება გაიაროს და ვიცოდეთ, რა ნარკოტიკულ საშუალებებს მოიხმარს, რომ მოიხმარს, ამაში ეჭვი არ მეპარება, უბრალოდ, მაინტერესებს, რას მოიხმარს“, - განაცხადა სამადაშვილმა.

დავით ზურაბიშვილი - ჩვენ გვყავს ხელისუფლება, რომელსაც არ აქვს განცდა, რომ ქართული სახელმწიფოს ხელმძღვანელია
სოფიო ხორგუანი - როდესაც ჩიხში შედიხარ, უნდა დაბრუნდე უკან და მოძებნო ის გზა, რომელიც ჩიხს აგარიდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 12.05.2025
ვალუტის გაცვლა ახლა უკვე Scapp-შია – სვის კაპიტალი აპლიკაციის ფუნქციონალს აფართოებს
ბრემენის უნივერსიტეტსა და აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტს შორის თანამშრომლობის ფართო ხელშეკრულებას მოეწერა ხელი
Harmont & Blaine-მა თბილისში ახალი მონობრენდული მაღაზია გახსნა
PSP-სა და „MAGENTO“-ს სერტიფიცირებულ პარტნიორს „Bighorn Web Solution“ შორის ელ-კომერციის პლატფორმის სრულყოფილი განახლების კონტრაქტი გაფორმდა
„სილქ როუდ ჯგუფის“ პრესსამსახურის განცხადება