საინფორმაციო სააგენტო ინტერპრესნიუსი

შალვა პაპუაშვილი მიხაელ გალერის განცხადებაზე - საბჭოთა კავშირს ნუ გვადარებთო, არადა კონფისკაცია და ექსპროპრიაცია სწორედ კომუნისტების ხელწერა იყო
-181 წუთის წინ
09.04.2025 / 20:37

საბჭოთა კავშირს ნუ გვადარებთო, არადა კონფისკაცია და ექსპროპრიაცია სწორედ კომუნისტების ხელწერა იყო, - ასე ეხმიანება

12345678910111213141516171819202122
123456
ბიზნესისა და ეკონომიკის სიახლეები
პროფილი
ბიძინა ივანიშვილი
საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრი
შალვა პაპუაშვილი
პარლამენტის თავმჯდომარე
გიორგი გახარია
ყოფილი პრემიერ-მინისტრი, პარტია "გახარია საქართველოსთვის" თავმჯდომარე
ილია II
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი
207
პროფილი
ახალი ამბების ტელევიზია
Video Player is loading.
Current Time 0:02
Duration -:-:-
Loaded: 0.00%
Stream Type LIVE
Remaining Time -:-:-
 
1x
დღის სხვა სიახლეები
შალვა პაპუაშვილი - როცა უცხოური ორგანიზაცია შემოდის, მნიშვნელობა არ აქვს დასავლეთიდან, აღმოსავლეთიდან, ჩრდილოეთიდან თუ სამხრეთიდან და გვეუბნება, რომ ჩვენთვის სიკეთე უნდა, ქართველ ხალხს არ გვაქვს უფლება ვიცოდეთ, რა სიკეთეა ეს? - თუ ვიღაც რაღაცას მალავს, ე.ი. დასამალი აქვს

აღმოჩნდა, რომ ტერმინი „აგენტები“ არ ყოფილა პრობლემა - ესეც აბსურდია, რომ ტერმინი „აგენტი“ „ჯაშუშს“ გაუთანაბრეს, მაშინ, როდესაც ქართულ სამართალშიც „აგენტი“ სხვანაირად გვაქვს განმარტებული, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა "პალიტრანიუსის" გადაცემა “360 გრადუსში“ ევროპული დაფინანსების გამჭვირვალობის კანონპროექტის სახელწოდების ცვლილებასთან დაკავშირებით განაცხადა.

გარდა ამისა, როგორც მან აღნიშნა, საქართველოს მოსახლეობას აქვს უფლება, დასვას კითხვა, რა სიკეთის მოტანა შეუძლია უცხოეთიდან შემოსულ ამა თუ იმ ორგანიზაციას და თუ ისინი პასუხს დამალავენ, ეს ეჭვს გამოიწვევს, რომ მათ განსხვავებული ზრახვები აქვთ.

„რაც შეეხება ტერმინს, მასზე ვეღარაფერს ამბობენ. აღმოჩნდა, რომ ტერმინი „აგენტები“ არ ყოფილა პრობლემა. ევროკავშირის დირექტივის პროექტს, რომელიც ევროკომისიამ უკვე დაამტკიცა, ასეთი სათაური აქვს - „მესამე ქვეყნის ინტერესების წარმომადგენლობის გამჭვირვალობის შესახებ“. ჩვენ ამაზე კიდევ უფრო რბილი ფორმა გვაქვს, რადგან „ინტერესების გამტარებელი“ გვიწერია და არა „წარმომადგენელი“. სიტყვა წარმომადგენელი ინგლისურიდან პირდაპირ შეიძლება ითარგმნოს, როგორც „აგენტი“. ესეც აბსურდია, რომ ტერმინი „აგენტი“ „ჯაშუშს“ გაუთანაბრეს, მაშინ, როდესაც ქართულ სამართალშიც „აგენტი“ სხვანაირად გვაქვს განმარტებული.

როცა უცხოური ორგანიზაცია შემოდის საქართველოში, მნიშვნელობა არ აქვს ეს იქნება დასავლეთიდან, აღმოსავლეთიდან, ჩრდილოეთიდან თუ სამხრეთიდან და გვეუბნება, რომ ჩვენთვის სიკეთე უნდა, ჩვენ, ქართველ ხალხს, არ გვაქვს უფლება, ვიცოდეთ, კონკრეტულად რა სიკეთეა ეს და როგორ აპირებენ ჩვენთვის ამ სიკეთის მონიჭებას? ამაში ცუდი არაფერია და თუ ორგანიზაცია ამას მალავს, ეს, რა თქმა უნდა, ეჭვს იწვევს, რომ განსხვავებული ზრახვები აქვთ. ეს ასეც აღმოჩნდება ხოლმე. თუ ვიღაც რაღაცას მალავს, ესე იგი დასამალი აქვს და ამიტომ აკეთებს ამას“, - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

ლევან ალაფიშვილი - ცესკო-ს თავმჯდომარემ მიიღო გადაწყვეტილება, რომლითაც არჩევნებზე დაკვირვება, უბრალოდ შეუძლებელია
ქართული პრესის მიმოხილვა 07.04.2025
კახა ოქრიაშვილი - თავისუფლებისთვის ბრძოლა არ სრულდება, დღესაც გრძელდება და არც არასდროს დასრულდება!
„ამბასადორი აილენდ ბათუმი“ კომპანია Arup-თან თანამშრომლობით ბათუმის ხელოვნური კუნძულის უნიკალური არქიტექტურული ხედვის კონცეფციას ქმნის
სასტუმრო „რადისონ ბლუ თბილისი“ ზურა აფხაზის ნამუშევრების გამოფენას მასპინძლობს
ჰარვარდის უნივერსიტეტი კავკასიის უნივერსიტეტთან თანამშრომლობით აღმასრულებელი ლიდერობის პროგრამას იწყებს
სილქნეტი „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ იანვარი-მარტის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
რეალური თუ ყალბი QLED ტელევიზორები? Samsung-ის კონკურენტი ჩინური კომპანიები სამართლებრივ დავაში აღმოჩნდნენ