საინფორმაციო სააგენტო ინტერპრესნიუსი

12345678910111213141516171819
1234567
ბიზნესისა და ეკონომიკის სიახლეები
პროფილი
ირაკლი კობახიძე
საქართველოს პრემიერ-მინისტრი
გიორგი ვაშაძე
„სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერი
ბიძინა ივანიშვილი
საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრი
სალომე ზურაბიშვილი
საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი
207
პროფილი
ახალი ამბების ტელევიზია
Video Player is loading.
Current Time 0:00
Duration -:-:-
Loaded: 0.00%
Stream Type LIVE
Remaining Time -:-:-
 
1x
დღის სხვა სიახლეები
მამუკა მდინარაძე - მართლებს არასდროს არაფრის ეშინიათ - უკიდურესი პროვოკაციების რისკებს დავაზღვევთ, მათ შორის საინფორმაციო თვალსაზრისითაც

მართლებს არასდროს არაფრის ეშინიათ - უკიდურესი პროვოკაციების რისკებს დავაზღვევთ, მათ შორის საინფორმაციო თვალსაზრისითაც, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, მამუკა მდინარაძემ ბრიფინგზე განაცხადა.

მისივე თქმით, „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტი პარლამენტში დღესვე დაინიცირდება და მას საკანონმდებლო ორგანო, დაჩქარების გარეშე მიიღებს.

„ჩვენ ბოლო მომენტამდე ვიმეორებდით, რომ ჩვენ კანონებს არ დავაბრუნებთ. მათ შორის შეხვედრების დროს დონერების მხრიდან იყო პირობა, რომ დაფინანსება, ფინანსები იქნებოდა გამჭვირვალე. ამ დაპირების ფონზე, გამჭვირვალე კი არ გახდა, კიდევ უფრო გაუმჭვირვალე გახდა და კიდევ უფრო შავი გახდა ის ფული, რომელიც სხვადასხვა მიმართულებით შემოდიოდა ქვეყანაში. მერე ამას როგორ ნიშნის მოგებით აღნიშნავენ სხვადასხვა აქტორები. ნიკა გვარამიამ თქვა, რომ მიზნობრიობის გარეშე მისცეს გრანტი. ეს ხომ ტყუილია. ესეი იგი, რამდენად გააშავა ფული რომ თქვა, რომ „დიახ, გასკდით გულზე, მიზნობრიობის გარეშე დაგვიმტკიცდა გრანტი“. ამ შემთხვევაში პირდაპირ თავხედურად აცხადებდნენ, რომ „მიზნობრიობის გარეშე დაგვიმტკიცდა თანხები“.

რაც შეეხება შარშანდელს, იქ იყო უკიდურესი პროვოკაციების რისკი, რასაც მაქსიმალურად დავაზღვევთ. უკიდურესი პროვოკაციების რისკებს დავაზღვევთ, მათ შორის, საინფორმაციო თვალსაზრისითაც. ერთი რამ უნდა ვაღიაროთ, შარშან კომუნიკაციაში ბოლომდე გამართულები მართლა ვერ ვიყავით,“ - განაცხადა მდინარაძემ.

გიორგი კაჭარავა - უკრაინა-რუსეთის ომის დასასრულებლად დაწყებული პროცესი რუსეთის პირობებზე ვერ წარიმართება
ქართული პრესის მიმოხილვა 12.05.2025
„სილქ როუდ ჯგუფის“ პრესსამსახურის განცხადება