საინფორმაციო სააგენტო ინტერპრესნიუსი

ახალი ამბების ტელევიზია
Video Player is loading.
Current Time 0:00
Duration 0:00
Loaded: 0%
Stream Type LIVE
Remaining Time 0:00
 
1x
დღის სხვა სიახლეები
უმრავლესობის ქალი დეპუტატები - სავალდებულო კვოტირება ქალების პოლიტიკური გაძლიერების დროებითი ზომაა და არა ერთადერთი გზა - ეს პოზიტიური დისკრიმინაციის ფორმაა, რომელმაც გარკვეულწილად მიაღწია მთავარ ამოცანას

სავალდებულო კვოტირება არის ქალების პოლიტიკური გაძლიერების დროებითი ზომა და არა ერთადერთი გზა - ეს არის პოზიტიური დისკრიმინაციის ფორმა, რომელმაც გარკვეულწილად უკვე მიაღწია თავის მთავარ ამოცანას, პოლიტიკაში ჩართული ქალების რაოდენობა გაიზარდა და ქალების საკითხები დღის წესრიგის აქტუალური ნაწილი გახდა,- ამის შესახებ უმრავლესობის ქალი დეპუტატების განცხადებაშია აღნიშნული, რომელიც პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილის და „ქართული ოცნების“ ქალთა ორგანიზაციის თავმჯდომარის, ნინო წილოსანის „ფეისბუქ“ გვერდზე გავრცელდა.

როგორც განცხადებაშია აღნიშნული, „ქართული ოცნება“ აგრძელებს ქალების პოლიტიკურ, ეკონომიკურ და სოციალურ გაძლიერებას და „სწორედ ეს არის ქალთა არჩევით ორგანოებში წარმომადგენლობის სტაბილური ზრდის სწორი გზა“.

„ქალების გაძლიერების ათწლეული ჩვენს პოლიტიკურ გუნდს უკავშირდება. სავალდებულო გენდერული კვოტირება და სხვა ბევრი ინიციატივაც სწორედ იმიტომ გახდა შესაძლებელი, რომ ჩვენი, საპარლამენტო უმრავლესობის ინიცირებული და მხარდაჭერილი იყო.

ნათელია, რომ სავალდებულო კვოტირება არის ქალების პოლიტიკური გაძლიერების დროებითი ზომა და არა ერთადერთი გზა. ეს არის პოზიტიური დისკრიმინაციის ფორმა, რომელმაც გარკვეულწილად უკვე მიაღწია თავის მთავარ ამოცანას - პოლიტიკაში ჩართული ქალების რაოდენობა გაიზარდა და ქალების საკითხები დღის წესრიგის აქტუალური ნაწილი გახდა. ამასთან, ჩვენთვის პრიორიტეტული არასდროს ყოფილა ქალების მხოლოდ რაოდენობრივი მონაწილეობა. პოლიტიკურ სფეროში არსებითი თანასწორობის მიღწევა გრძელვადიან, შენარჩუნებად შედეგებზე ორიენტირებასა და თვისობრივი ჩართულობის უზრუნველყოფას მოითხოვს.

ქალების სამართლიანი წარმომადგენლობის უზრუნველყოფაში გადამწყვეტ როლს პოლიტიკური პარტიები თამაშობენ. ჩვენი პოლიტიკური გუნდი კი იმ პრინციპების ერთგული რჩება, რომელსაც ამ პერიოდის განმავლობაში მხარს ვუჭერდით და ყველანაირ შესაძლებლობას გამოვიყენებთ ქალების გაძლიერებისთვის, მათ შორის, არა ფორმალური და სავალდებულო ჩანაწერების შესრულებით, არამედ ჩვენი საკუთარი ინიციატივებითა და შიდაპარტიული დემოკრატიის გაძლიერებით. სწორედ ამიტომ შევქმენით 2 წლის წინ პარტიის ქალთა ორგანიზაცია, რომელიც მხარს უჭერს პოლიტიკით დაინტერესებულ ქალებს, აძლიერებს მათ და აძლევს გადაწყვეტილების მიღების პროცესში ჩართულობის შესაძლებლობას.

ჩვენი პოლიტიკური გუნდი ქალების გაძლიერებაზე აღებული პასუხისმგებლობის ერთგული რჩება და აგრძელებს ქალების პოლიტიკურ, ეკონომიკურ და სოციალურ გაძლიერებას. სწორედ ეს არის ქალთა არჩევით ორგანოებში წარმომადგენლობის სტაბილური ზრდის სწორი გზა“,- ნათქვამია განცხადებაში.

ავთანდილ წულაძე - ტრამპი პუტინის სასარგებლოდ მოქმედებს
ქართული პრესის მიმოხილვა 24.04.2025
Yandex Go-ს ელექტროსკუტერები უკვე თბილისშია
ბრიტანულ-ქართული აკადემიისა და ბრიტანული სკოლის დამფუძნებლები მთავრობას მიმართავენ
Walmark - 10 წელი საქართველოში: პირველი საკვები დანამატების ბრენდი, რომელმაც მოსახლეობაში ჯანმრთელობაზე ზრუნვის კულტურა დანერგა
"გოლდენ ფლის ინვესთმენთსი" ოპერირების პირველი წლის წარმატებით დახურვას აღნიშნავს
„სოკარი“ ციფრული გამოცდილების ახალ ეტაპზე გადადის - განახლებული აპლიკაცია და ლოიალობის პროგრამა უკვე ხელმისაწვდომია
„მაკდონალდს საქართველოს“ თბილისში, რიგით 26-ე ახალი რესტორანი შეემატა