საინფორმაციო სააგენტო ინტერპრესნიუსი

1234567891011121314151617181920212223
123456
ბიზნესისა და ეკონომიკის სიახლეები
პროფილი
გიგი წერეთელი
„ევროპული საქართველოს“თავმჯდომარე
თინათინ ხიდაშელი
თავდაცვის ყოფილი მინისტრი
ირაკლი კობახიძე
საქართველოს პრემიერ-მინისტრი
მიხეილ სააკაშვილი
საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი
207
პროფილი
ახალი ამბების ტელევიზია
Video Player is loading.
Current Time 0:00
Duration -:-:-
Loaded: 0.00%
Stream Type LIVE
Remaining Time -:-:-
 
1x
დღის სხვა სიახლეები
გია ხუხაშვილი - ოპოზიციაში სავალალო მდგომარეობაა - თუ ხალხის მხარდაჭერა არცერთს არ გაქვთ, გინდა ასე დასხედით და გინდა ისე, გინდა ერთად და გინდა ცალ-ცალკე

ოპოზიციაში სავალალო მდგომარეობაა - თუ ხალხის მხარდაჭერა არცერთს არ გაქვთ, გინდა ერთად დასხედით და გინდა ცალ-ცალკე, - ამის შესახებ ექსპერტმა გია ხუხაშვილმა „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „360 გრადუსი“ ოპოზიციაზე საუბრისას განაცხადა.

გია ხუხაშვილის მოსაზრებით, „ქართულ ოცნებას“ არჩევნების ნეგატიურ სივრცეში გადაყვანისა და „ხმების ყიდვის“ იმედი აქვს.

„მთავარია, რომ არჩევნებზე მივიღოთ სურათი, როდესაც „ქოცი“ ვერ გადალახავს 50%-ს. „ნაცებზე“ საერთოდ არ ვლაპარაკობ, რადგან შანსი არ აქვთ არანაირი, საერთოდ დანგრეულია პარტია. ბიძინა ასე ფიქრობს, რომ „ოპოზიციას დღეის მოცემულობით ჯამურად 25% აქვს, მეც 23-25% მაქვს, 50% არცერთ მხარეს არ იყურება და ის ჩემია". ამაში არის ლოგიკა. ის ასე ფიქრობს, რომ თუ ამ ადამიანებმა არჩევანი ვერ ნახეს, არჩევნები გადადის ნეგატიურ სივრცეში. ნეგატიური სივრცე ნიშნავს ცუდსა და უარესს შორის არჩევანს. ადამიანს როცა არ აქვს არჩევანი, ვერავინ ვერ ნახა, ვისაც ხმას მისცემს, ის მზადაა გაიყიდოს და ვინაა მყიდველი? ბიძინაა მყიდველი, მას აქვს რესურსები მონოპოლიზებული. ან გზას შეუყვანენ ან სკვერს გაუკეთებენ, წყალს გაუკეთებენ.

დღეის მდგომარეობა სავალალო მდგომარეობაა და ხელისუფლება რომ ყოყლოჩინობს აქვს ამის საფუძველი. ერთადერთი გზა არჩევნებზე ხმების მიღების ეს არის ხალხის კეთილგანწყობის მოპოვება და ამას მუშაობა უნდა. ტელევიზიებიდან სიბრძნეების ფრქვევა კი არა მონოლოგის რეჟიმში, ხალხთან მუშაობა უნდა. არც იმას აქვს მნიშვნელობა ვინ ვისთან შეიკვრება, თუ ხალხის მხარდაჭერა არცერთს არ გაქვთ, გინდა ასე დასხედით და გინდა ისე, გინდა ერთად დასხედით და გინდა ცალ-ცალკე დასხედით“, - განაცხადა გია ხუხაშვილმა.

რაც შეეხება საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის განცხადებას, რომ „თუ ასე გაგრძელდა, პატარა პარტიები 5%-იან ბარიერს ვერ გადალახავენ, ამიტომ „ნაციონალურ მოძრაობას – გამარჯვების პლატფორმას“ მოუწევს ერთპიროვნულად გამარჯვება“, გია ხუხაშვილი აცხადებს, რომ ეს განცხადება „სისულელეა და საცოდაობაა“.

„დღეს მოვისმინეთ ის, რომ დამოუკიდებლად დაამარცხებენ „ქართულ ოცნებას“ და არჩევნებს მოიგებენ. ამას მარტო „ნაციონალური მოძრაობა“ აცხადებს მიშას პირით. ეს სისულელეა, საცოდაობაა. ეს ადამიანი უკვე ტრაგიკულია, ტრაგიკულად გაუგებრობაა. მიშა და ბიძინა საერთოდ სიამის ტყუპები არიან. ერთმანეთს კვებავენ და აძლიერებენ, ზუსტად ერთნაირი რიტორიკა აქვთ“, - განაცხადა გია ხუხაშვილმა.

ლევან ალაფიშვილი - ცესკო-ს თავმჯდომარემ მიიღო გადაწყვეტილება, რომლითაც არჩევნებზე დაკვირვება, უბრალოდ შეუძლებელია
ქართული პრესის მიმოხილვა 07.04.2025
კახა ოქრიაშვილი - თავისუფლებისთვის ბრძოლა არ სრულდება, დღესაც გრძელდება და არც არასდროს დასრულდება!
„ამბასადორი აილენდ ბათუმი“ კომპანია Arup-თან თანამშრომლობით ბათუმის ხელოვნური კუნძულის უნიკალური არქიტექტურული ხედვის კონცეფციას ქმნის
სასტუმრო „რადისონ ბლუ თბილისი“ ზურა აფხაზის ნამუშევრების გამოფენას მასპინძლობს
ჰარვარდის უნივერსიტეტი კავკასიის უნივერსიტეტთან თანამშრომლობით აღმასრულებელი ლიდერობის პროგრამას იწყებს
სილქნეტი „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ იანვარი-მარტის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
რეალური თუ ყალბი QLED ტელევიზორები? Samsung-ის კონკურენტი ჩინური კომპანიები სამართლებრივ დავაში აღმოჩნდნენ