საინფორმაციო სააგენტო ინტერპრესნიუსი

ახალი ამბების ტელევიზია
Video Player is loading.
Current Time 0:00
Duration 0:00
Loaded: 0%
Stream Type LIVE
Remaining Time 0:00
 
1x
დღის სხვა სიახლეები
რუსეთის უშიშროების საბჭოს მდივანი, ნიკოლაი პატრუშევი აცხადებს, რომ მოსკოვში, „კროკუს სითი ჰოლზე“ მომხდარი თავდასხმის უკან უკრაინა დგას

რუსეთის უშიშროების საბჭოს მდივანი, ნიკოლაი პატრუშევი აცხადებს, რომ მოსკოვში მომხდარი თავდასხმის უკან უკრაინა დგას.

ნიკოლაი პატრუშევმა შეკითხვაზე, ვინ დგას „კროკუს სითი ჰოლზე“ განხორციელებული თავდასხმის უკან, უკრაინა თუ ე.წ. „ისლამური სახელმწიფო“, უპასუხა, რომ უკრაინა.

„რა თქმა უნდა, უკრაინა“, - განაცხადა ნიკოლაი პატრუშევმა.

ცნობისთვის, გუშინ, ვლადიმერ პუტინმა განაცხადა, რომ მოსკოვში თავდასხმა რადიკალმა ისლამისტებმა განახორციელეს, თუმცა მას აინტერესებს, ვინ გასცა ბრძანება.

მოსკოვში, გასულ პარასკევს მომხდარ თავდასხმაზე, რომლის შედეგად 139 ადამიანი დაიღუპა, პასუხისმგებლობა ე.წ. „ისლამურმა სახელმწიფომ“ აიღო.

გიორგი გობრონიძე - რეალურად, უკრაინამ მიიღო მშვიდობის ის პირობები, რომელიც ამერიკამ შესთავაზა, ამ ნაბიჯზე უკრაინა, შესაძლოა, იმის გამოც წავიდა, რომ ზელენსკიმ დაინახა, ევროპული ერთობაც არ გამოდის
ლევან ლორთქიფანიძე - თუ ევროპა მსოფლიოს წინაშე ერთიანი გეოპოლიტიკური აქტორის სახით წარსდგა, „ქართულ ოცნებას“ განსაცდელი ელის
ქართული პრესის მიმოხილვა 13.03.2025
საწყობის ეფექტიანობის საიდუმლო - თანამედროვე საპალეტე თაროები