საინფორმაციო სააგენტო ინტერპრესნიუსი

ეკა გიგაური - სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლები წინააღმდეგობას გავუწევთ ქართველი ხალხის დევნის აქტს - დარწმუნებულები ვართ, ამ ბრძოლას მოვიგებთ
-216 წუთის წინ
08.04.2025 / 15:44

სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლები წინააღმდეგობას გავუწევთ ქართველი ხალხის დევნის აქტს - დარწმუნებულები ვართ,

1234567891011121314151617181920
123456
ბიზნესისა და ეკონომიკის სიახლეები
პროფილი
ეკა გიგაური
“საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს” აღმასრულებელი დირექტორი
შალვა პაპუაშვილი
პარლამენტის თავმჯდომარე
207
პროფილი
ახალი ამბების ტელევიზია
Video Player is loading.
Current Time 0:00
Duration -:-:-
Loaded: 0.00%
Stream Type LIVE
Remaining Time -:-:-
 
1x
დღის სხვა სიახლეები
ალეკო ელისაშვილი - გამოვიდეს ჯუანშერ ბურჭულაძე და ახსნას, რა ჯანდაბის მრჩეველი იყო დავით ხიდაშელი - რა რჩევებს აძლევდა თავდაცვის სამინისტროს, სამშობლოს ღალატის?

გამოვიდეს ჯუანშერ ბურჭულაძე და ახსნას, რა ჯანდაბის მრჩეველი იყო ეს გადაჯიშებული კაცი, - ამის შესახებ პარტია „მოქალაქეების“ ლიდერმა, ალეკო ელისაშვილმა „პალიტრანიუსის“ გადაცემა „360 გრადუსში“ განაცხადა, რითაც თავდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციას ეხმაურება იმის შესახებ, რომ 2020 წლიდან 2024 წლის 9 თებერვლამდე დავით ხიდაშელი თავდაცვის სამინისტროში მრჩევლად მუშაობდა.

ალეკო ელისაშვილის განცხადებით, აუცილებელია, რომ აღნიშნული საკითხი პარლამენტში თავდაცვის კომიტეტზე იქნას განხილული.

„რაც მოვისმინეთ, ეს არის კატასტროფა. ჯერ ეს გარეჯის აბდაუბდა საქმე რა იყო, რა მიზანი ჰქონდა „ქართულ ოცნებას“? ორი ადამიანი დაიჭირეს და რა გაირკვა? დაგვიბრუნა აზერბაიჯანმა დოდოს რქა? ავანტიურა იყო რაც მაშინ მოაწყვეს და ამის ერთ-ერთ მოთავე და პუტინთან მოკურკურე კაცი ყოფილა თავდაცვის მინისტრის მრჩეველი. მე იმ თავდაცვის მინისტრისგან არაფერი არ მიკვირს, ისეთი ისტორიული ყეყეჩობა აქვს ნათქვამი. ლიბერალიზმია საქართველოს მთავარი მტერიო, თქვა კაცმა, რომელმაც იცის რა ხდება საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე, იცის, რა არის თბილისზე დამიზნებული.

რა ესაქმება, რისი სპეციალისტია ეს კაცი, ტოპოგრაფია? პუტინთან დაახლოებული ვიღაცა რუსი, გადაგვარებული ქართველი ბიზნესმენია. რა რჩევებს აძლევდა თავდაცვის სამინისტროს, სამშობლოს ღალატის? მე არ მჯერა უხელფასოდ მომუშავე ხალხის. ყველაზე საშიშია ასეთი ხალხი, რუსეთთან კუდით მიბმული კაცია.

ამას აუცილებლად უნდა მოჰყვეს პარლამენტის თავდაცვის კომიტეტში განხილვა. თავდაცვის სამინისტრო ამბობს, რომ საიდუმლოებაზე ხელი არ მიუწვდებოდაო და აბა რას აკეთებდა იქ, რისი მრჩეველი იყო? არ არსებობს რაღაც დონის დაშვება არ ჰქონოდა საიდუმლო ინფორმაციაზე“, - განაცხადა ალეკო ელისაშვილმა.

ცნობისთვის, საქართველოს თავდაცვის სამინისტრო ადასტურებს, რომ 2020 წლიდან 2024 წლის 9 თებერვლამდე დავით ხიდაშელი თავდაცვის სამინისტროში მრჩევლად მუშაობდა.

უწყების განმარტებით, თავდაცვის მინისტრისთვის უფლებამოსილების შეჩერების შემდეგ, კანონმდებლობის შესაბამისად, დავით ხიდაშელს საჯარო სამსახურის შესახებ საქართველოს კანონის 81-ე მუხლის, მე-2 პუნქტის მიხედვით, შეუწყდა ადმინისტრაციული ხელშეკრულება და მას შემდეგ თავდაცვის უწყებაში აღარ მუშაობს.

ლევან ალაფიშვილი - ცესკო-ს თავმჯდომარემ მიიღო გადაწყვეტილება, რომლითაც არჩევნებზე დაკვირვება, უბრალოდ შეუძლებელია
ქართული პრესის მიმოხილვა 07.04.2025
ჰარვარდის უნივერსიტეტი კავკასიის უნივერსიტეტთან თანამშრომლობით აღმასრულებელი ლიდერობის პროგრამას იწყებს
სილქნეტი „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ იანვარი-მარტის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
რეალური თუ ყალბი QLED ტელევიზორები? Samsung-ის კონკურენტი ჩინური კომპანიები სამართლებრივ დავაში აღმოჩნდნენ