საინფორმაციო სააგენტო ინტერპრესნიუსი

ვოლოდიმირ ზელენსკი - მოსკოვი პირისპირ შეხვედრის წინადადების შესახებ მთელი დღეა დუმს, ძალიან უცნაური დუმილია
-182 წუთის წინ
12.05.2025 / 23:46

ცეცხლის შეწყვეტის წინადადებებზე მსოფლიოს რუსეთისგან მკაფიო პასუხი ჯერ კიდევ არ მიუღია, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა

12345678910111213141516171819202122
1234567
ბიზნესისა და ეკონომიკის სიახლეები
პროფილი
ბიძინა ივანიშვილი
საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრი
თინათინ ხიდაშელი
თავდაცვის ყოფილი მინისტრი
შალვა პაპუაშვილი
პარლამენტის თავმჯდომარე
207
პროფილი
ახალი ამბების ტელევიზია
Video Player is loading.
Current Time 0:00
Duration -:-:-
Loaded: 0%
Stream Type LIVE
Remaining Time -:-:-
 
1x
დღის სხვა სიახლეები
დიმიტრი მედვედევი - მწვანე საცვლიანი პროვინციელი ჯამბაზის „მშვიდობის ფორმულა“ იმდენად ხელოვნურად გამოიყურება, რომ ერთადერთი გამოსავალია „რუსული ფორმულის“ შედგენა - უკრაინამ სრული და უპირობო კაპიტულაცია უნდა გამოაცხადოს

რუსეთის უშიშროების საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე, დიმიტრი მედვედევი უკრაინის ხელისუფლების მიერ ინიცირებული „მშვიდობის ფორმულის“ ალტერნატიულ ვარიანტს, 7-პუნქტიან „რუსულ ფორმულას“ აქვეყნებს, რომელიც, მისი თქმით, რეალური და ყველასთვის ჰუმანურია.

„ყველას კარგად ესმის, მათ შორის დასავლელ მატყუარებსაც, რომ ომის დროს ბევრად უფრო მარტივ სიტუაციებშიც კი მშვიდობის მიღწევა შესაძლებელია მხარეთა ნებით გონივრული კომპრომისის საფუძველზე ან კონფლიქტის ერთ-ერთი მხარის კაპიტულაციით.

ყოფილი უკრაინის მხრიდან ე.წ. მოლაპარაკების ნება არ ჩანს. როგორც გუშინ ვ.ვ.პუტინმა განაცხადა, მათთვის რეალობა არის მწვანე საცვლიანი პროვინციული ჯამბაზის "მშვიდობის ფორმულა" და სხვა არაფერი. ის იმდენად ხელოვნურად გამოიყურება, რომ ერთადერთი გამოსავალი არის საკუთარი რუსული ფორმულის შედგენა, მშვიდი და საკმაოდ რეალური, ყველასთვის ჰუმანური“, - წერს მედვედევი „ტელეგრამ“ არხზე.

მისი თქმით, უკრაინამ კონფლიქტის სამხედრო კომპონენტში დამარცხება უნდა აღიაროს და სრული და უპირობო კაპიტულაცია უნდა განახორციელოს, საერთაშორისო საზოგადოებამ „კიევის პოლიტიკური რეჟიმის ნაცისტური ხასიათი“ უნდა აღიაროს და გაერო-ს კონტროლის ქვეშ უკრაინის ყველა სამთავრობო ორგანოს „დენაციფიკაცია“ უნდა განხორციელდეს.

„დროებითმა პარლამენტმა რუსეთისთვის ყველა საჭირო კომპენსაციის გადახდის შესახებ კანონები უნდა მიიღოს, მათ შორის ჩვენი ქვეყნის დაღუპული მოქალაქეების ნათესავებისთვის კომპენსაციის გადახდისა და დაჭრილების ჯანმრთელობისთვის ზიანის ანაზღაურების შესახებ“, - წერს მედვედევი.

ამასთან, მედვედევის „რუსული ფორმულის“ მიხედვით, „ყოფილი უკრაინის დროებითმა პარლამენტმა უნდა აღიაროს, რომ მისი მთელი ტერიტორია რუსეთის ფედერაციის ტერიტორიაა, მიიღოს აქტი „ყოფილი უკრაინის ტერიტორიის“ რუსეთთან გაერთიანების შესახებ და ამის შემდეგ დაიშალოს. მედვედევის თქმით, გაერო-მ რუსეთისა და „ყოფილი უკრაინის“ ტერიტორიის გაერთიანების აქტი უნდა აღიაროს.

ავთანდილ წულაძე - სი ძინ პინმა მოსკოვში ჩასვლით წერტილი დაუსვა კისინჯერის თეორიის განხორციელების ტრამპისეულ მცდელობებს, რომლის მიზანი იყო ჩინეთისაგან რუსეთის ჩამოშორება და მისი ჩინეთთან დაპირისპირება
ქართული პრესის მიმოხილვა 12.05.2025
ELT GROUP-მა ბათუმში, ამერიკულ Wyndham Hotel Group-თან პარტნიორობით, რეგიონში პირველი LA QUINTA BY WYNDHAM-ის სასტუმრო გახსნა