საინფორმაციო სააგენტო ინტერპრესნიუსი

12345678910111213141516171819
ბიზნესისა და ეკონომიკის სიახლეები
პროფილი
მამუკა ხაზარაძე
პოლიტიკური გაერთიანება „ძლიერი საქართველო - ლელო, ხალხისთვის, თავისუფლებისთვის“ ლიდერი
ბადრი ჯაფარიძე
„ლელო საქართველოსთვის“ პოლიტსაბჭოს თავმჯდომარე
ნიკა მელია
კოალიცია "ცვლილებებისთვის" ერთ-ერთი ლიდერი
შალვა პაპუაშვილი
პარლამენტის თავმჯდომარე
207
პროფილი
ახალი ამბების ტელევიზია
Video Player is loading.
Current Time 0:00
Duration -:-:-
Loaded: 0.00%
Stream Type LIVE
Remaining Time -:-:-
 
1x
დღის სხვა სიახლეები
პაატა დავითაია - კონფედერაციული მოწყობა არის ჩვენი სახელმწიფოებრიობის რღვევა - ვინც საქართველოში ლობირებს კონფედერაციის იდეას არის რუსეთის გავლენის აგენტი

ქართული სახელმწიფოსთვის კატეგორიულად მიუღებელია კონფედერაციის მოდელი. არაერთი წელია, რუსეთის სპეცსამსახურები ცდილობენ ამ გეგმით მოქმედებას. კონფედერაციული მოწყობა არის ჩვენი სახელმწიფოებრიობის რღვევა, - ამის შესახებ პარტია „ევროპელი დემოკრატების“ თავმჯდომარემ პაატა დავითაიამ განაცხადა.

პაატა დავითაიას განცხადებით, ის ვინც საქართველოში კონფედერაციის იდეას ლობირებს რუსეთის გავლენის აგენტია.

„მინდა გამოვეხმაურო ტელევიზიებში გავრცელებულ ჩანაწერს ვოლსკის და ხიდაშელს შორის, სადაც საუბარია კონფედერაციის საკითხის განხილვაზეც. პირდაპირ ვაცხადებ, რომ კონფედერაციული მოწყობა არის საქართველოს სახელმწიფოებრიობის რღვევა. რუსეთის სპეცსამსახურები, კერძოდ, რუსეთის უშიშროების საბჭო, 2007 წელს განიხილავდა ვარიაციას იმასთან დაკავშირებით, რომ რკინიგზის აღდგენის გზით მომხდარიყო კონფედერაციული კავშირის შექმნა, რასაც შემდგომ მოჰყვებოდა კონფედერაციის რღვევა და აფხაზეთის მიერ საქართველოს „სამართლებრივად დატოვება.“

კონფედერაცია არის ორი ან რამდენიმე სახელმწიფოს კავშირი, როდესაც მასში შემავალი სახელმწიფოები სრული სახით ინარჩუნებენ საკუთარ სუვერენიტეტს, და იურიდიულ შესაძლებლობას დატოვონ კონფედერაცია. საქართველოს კონფედერაციაში შესვლა, პირველ რიგში, ნიშნავს საქართველოს მიერ აფხაზეთის სუვერენიტეტის აღიარებას.

აფხაზების გეგმა რუსეთის სპეცსამსახურებთან დაკავშირებით, რაც შეეხება აფხაზეთის საერთაშორისო აღიარებას, მდგომარეობს კონფედერაციის შექმნაში. რასაც შემდგომ უნდა მოჰყვეს იურიდიულად კონფედერაციის დატოვება, რაც გამოიწვევს აფხაზეთის საერთაშორისო აღიარებას იმ ფონზე, რომ საქართველომ, როგორც ცალკე სახელმწიფომ მეორე სახელმწიფოსთან - აფხაზეთთან შექმნა ერთიანი სახელმწიფო, რომელიც აფხაზეთს, კონფედერაციის დატოვების შემდეგ აძლევს სრულ ლეგიტიმაციას საერთაშორისო აღიარებისთვის.

მრავალი წელია, რუსეთის სპეცსამსახურები ცდილობენ კონფედერაციის გეგმით მოქმედებას, რაც კატეგორიულად მიუღებელია ქართული სახელმწიფოსთვის. ის ვინც ლობირებს კონფედერაციის იდეას არის რუსეთის გავლენის აგენტი. როგორც ჩანს, ამ ეტაპზე ამ იდეის შემოტანა ხდება ბატონი ხიდაშელის მეშვეობით, რასაც არავითარ შემთხვევაში არ დაუშვებს ქართული საზოგადოება.

ის პოლიტიკური ძალა, რომელიც შეეცდება მიიღოს ასეთი გადაწყვეტილება და წავიდეს ამ გზით, აუცილებლად გასამართლდება ქვეყნის ღალატისთვის, რადგან აფხაზეთთან კონფედერაციის შექმნა არის ოკუპანტი რუსეთის ინტერესების გატარება და ქვეყნის ეროვნული ინტერესების ღალატი“, - აცხადებს პაატა დავითაია.

ავთანდილ წულაძე - სი ძინ პინმა მოსკოვში ჩასვლით წერტილი დაუსვა კისინჯერის თეორიის განხორციელების ტრამპისეულ მცდელობებს, რომლის მიზანი იყო ჩინეთისაგან რუსეთის ჩამოშორება და მისი ჩინეთთან დაპირისპირება
ქართული პრესის მიმოხილვა 08.05.2025
„უძველესი სავაჭრო გზებიდან მომავლის ბაზრებამდე 2035“ – მადრიდში ესპანურ-ქართული ბიზნესალიანსის გრძელვადიანი ხედვის პრეზენტაცია გაიმართა
„მთავარია გჯეროდეს“  - თიბისის ახალი გზავნილი
m²-ისა და „ფუნდუკის“ თანამშრომლობა ყოველდღიური ცხოვრების სტილისთვის
BGA-ს დამფუძნებლები ნათია თურნავასგან „საქართველოს კაპიტალის“ და მისი ხელმძღვანელის ქმედებების შესწავლას ითხოვენ
„ვისოლის“ გათამაშებაში პირველი წყვილი ავტომობილი  BMW X1 გორში მოიგეს