საინფორმაციო სააგენტო ინტერპრესნიუსი

ფრიდრიხ მერცი - ზელენსკი სტამბოლში ჩავიდა, უზარმაზარი დათმობაა, პუტინი არ დაესწრო, მხოლოდ ის არის არასწორი - ახალი სასანქციო პაკეტი მზად არის, მას სამშაბათს ბრიუსელში მივიღებთ
-224 წუთის წინ
16.05.2025 / 00:44

ახალი სასანქციო პაკეტი მზად არის, მას 20 მაისს ბრიუსელში მივიღებთ. ამის შესახებ გერმანიის კანცლერი, ფრიდრიხ მერცი X-ის საკუთარ გვერდზე წერს.

1234567891011121314151617181920212223
1234567
ბიზნესისა და ეკონომიკის სიახლეები
პროფილი
ირაკლი კობახიძე
საქართველოს პრემიერ-მინისტრი
სოზარ სუბარი
პარლამენტის წევრი
ირაკლი ოქრუაშვილი
თავდაცვის ყოფილი მინისტრი
207
პროფილი
ახალი ამბების ტელევიზია
Video Player is loading.
Current Time 0:00
Duration -:-:-
Loaded: 0%
Stream Type LIVE
Remaining Time -:-:-
 
1x
დღის სხვა სიახლეები
Wyndham Grand Residences Tbilisi - „ალიანს ჯგუფმა“ თბილისის პირველი ბრენდული რეზიდენციების პროექტი წარადგინა

სამშენებლო-დეველოპერულ კომპანია “ალიანს ჯგუფს”, ერთ-ერთ ყველაზე მსხვილ ამერიკულ სასტუმროთა ქსელ Wyndham Hotels & Resorts-სა და მსოფლიოში ყველაზე დიდ მენეჯმენტ კომპანია Aimbridge Hospitality EMEA-ს შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა.

მემორანდუმის თანახმად “ალიანს ჰაილაინის” C თაუერში განახლებული ბრენდითა და გაუმჯობესებული სტატუსით თბილისში პირველი, ექსკლუზიური Wyndham Grand Residence-ის საინვესტიციო რეზიდენციები განთავსდება, ხოლო კომპლექსს მენეჯმენტს Aimbridge Hospitality EMEA გაუწევს.

მემორანდუმს ხელი მოაწერეს “ალიანს ჯგუფის” თანადამფუძნებელმა და გენერალურმა დირექტორმა აკაკი სონგულიამ, Wyndham Hotels & Resorts-ის ისრაელის, ცენტრალური აზიის და CIS ქვეყნების დეველოპმენტის დირექტორმა სერგეი ეგოროვმა და Aimbridge Hospitality EMEA-ს ვიცე პრეზიდენტმა არმინ ებერჰარდმა.

Wyndham Hotels & Resorts 90-ზე მეტი ქვეყნის 9300 სასტუმროს აერთიანებს და გლობალური სტუმარმასპინძლობის ინდუსტრიის ერთ-ერთი წამყვანი სასტუმროთა ქსელია, რომელიც საერთაშორისო სტანდარტის გამოცდილებას ქმნის თითოეული დამსვენებლისთვის.

Aimbridge Hospitality EMEA მულტინაციონალურ სასტუმროების მმართველ კომპანიას წარმოადგენს, რომელიც გლობალური პროტფელის სახით 1500-მდე სასტუმროს აერთიანებს.

მემორანდუმის გაფორმების შემდეგ, 1-ელ მარტს თბილისში დედაქალაქის პირველი ბრენდული რეზიდენციების - Wyndham Grand Residence Tbilisi-ს პრეზენტაცია გაიმართა. პრესკონფერენციაში მონაწილეობა მიიღეს “ალიანს ჯგუფის” კომერციულმა დირექტორმა თემო ბიწაძემ, Wyndham Hotels & Resorts EMEA-ს პრეზიდენტმა დიმიტრის მანიკისმა და Aimbridge Hospitality EMEA-ს ვიცე პრეზიდენტმა არმინ ებერჰარდმა.

“ამ ბრენდების შემოსვლა საქართველოში პირველ რიგში ძალიან გამორჩეული ნაბიჯი იყო მათი მხრიდან. ვამაყობთ, რომ ეს ჩვენი გავლით მოხდა. აღნიშნული პარტნიორობა საინვესტიციო მომხიბვლელობას ზრდის როგორც ჩვენი პროექტის, ასევე საერთაშორისო ინვესტორების წრეშიც”, - განაცხადა თემო ბიწაძემ და ბრენდული რეზიდენციების გაყიდვების დაწყება მარტის ბოლოდან დააანონსა.

ბრენდული რეზიდენცია უნიკალურ საინვესტიციო შესაძლებლობას წარმოადგენს გონიერი ინვესტორისთვის. ის უმეტესწილად ფორმირებულია მაღალი სტანდარტის სასტუმრო ბრენდთან კოლაბორაციით და მდებარეობს ქალაქის ყველაზე პრესტიჟულ ადგილზე.

“ალიანს ჰაილაინი” იქნება პირველი მულტიფუნქციური კომპლექსი თბილისში, რომელიც ცნობილ ბრენდთან კოლაბორაციით მსგავსი ტიპის ბრენდულ რეზიდენციას წარადგენს და დაინტერესებულ პირებს პორტფელის დივერსიფიცირებას ყველაზე მაღალი სეგმენტის უძრავ ქონებაში შესთავაზებს.

ბრენდული რეზიდენციის საინვესტიციო მიმზიდველობის ერთ-ერთი მთავარი განმაპირობებელი ფაქტორი მისი უნიკალური საინვესტიციო ბიზნეს მოდელია. უფრო კონკრეტულად, Wyndham Grand Residence Tbilisi-ს ინვესტორი განსხვავებით საინვესტიციო აპარტამენტის მესაკუთრისგან, შემოსავალს იღებს როგორც პროექტის ინფრასტრუქტურისგან, ასევე საერთო სანომრე ფონდის მეშვეობით გენენერირებული მოგებიდან. შესაბამისად, ბრენდული რეზიდენციის მესაკუთრე სანდო რეპუტაციის, მრავალწლიანი საერთაშორისო გამოცდილების, პრემიუმ კლასის უძრავი ქონების სრულფასოვანი თანაინვესტორი ხდება.

(R)

დავით ზურაბიშვილი - ჩვენ გვყავს ხელისუფლება, რომელსაც არ აქვს განცდა, რომ ქართული სახელმწიფოს ხელმძღვანელია
სოფიო ხორგუანი - როდესაც ჩიხში შედიხარ, უნდა დაბრუნდე უკან და მოძებნო ის გზა, რომელიც ჩიხს აგარიდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 15.05.2025
ქუთაისის მაკდონალდსი ახალ ეპოქაში - რემოდელინგი, რომელიც სტანდარტებს ცვლის
ვალუტის გაცვლა ახლა უკვე Scapp-შია – სვის კაპიტალი აპლიკაციის ფუნქციონალს აფართოებს
ბრემენის უნივერსიტეტსა და აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტს შორის თანამშრომლობის ფართო ხელშეკრულებას მოეწერა ხელი
Harmont & Blaine-მა თბილისში ახალი მონობრენდული მაღაზია გახსნა
PSP-სა და „MAGENTO“-ს სერტიფიცირებულ პარტნიორს „Bighorn Web Solution“ შორის ელ-კომერციის პლატფორმის სრულყოფილი განახლების კონტრაქტი გაფორმდა